თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2014, 21:52
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2769,
კომენტარები: 17
5 შესაძლო ტრანსფერი
მოიესი სერიოზული ტრანსფერებისთვის ემზადება
5 შესაძლო ტრანსფერი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა როი კინმა განაცხადა, რომ კლუბს 5-6 ტრანსფერი სჭირდება ძველი დიდების დასაბრუნებლად. ამ სიახლეში კი შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება "იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინოს.

დევიდ მოიესი ყოველთვის ეძებს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც მზად არიან კლუბიდან წასასვლელად. ამას ფელაინისა და მატას ტრანსფერიც ადასტურებს.

1) ილკაი გუნდოგანი

მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წელია "იუნაიტედის" ნახევარდაცვა ჩავარდნილია. მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერელები" ყოველთვის გამოირჩეოდნენ ნახევარდაცვაში სიძლიერით. დევიდ მოიესი მაიკლ კერიკზეა დამოკიდებული, რომელსაც ამ სეზონში ხშირად აწუხებს ტრამვა. რის გამოც თამაშების გამოტოვება უწევს.

მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესმა ცესკ ფაბრეგასისა და ალკანტარას შეძენა ვერ შეძლო, გუნდოგანის ტრანსფერზე გადაერთო. შოტლანდიელს კარგი შანსი აქვს გერმანელის შეძენის, რადგან ნური შაჰინი ძველებურად ათამაშდა. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი პლუსი, შინკი კაგავა. რომელიც შესაძლოა დევიდ მოიესმა ტრანსფერში ჩართოს.


5 შესაძლო ტრანსფერი


2) ლუკ შოუ

პატრის ევრას რეგრესი ამ სეზონში უკვე ნათელია. დევიდ მოიესი ფრანგი მცველის გაშვებას აპირებდა, მაგრამ მისი შენარჩუნება მისმა შემცვლელმა, ალექსანდრ ბიუტნერმა აიძულა. ჰოლანდიელი მცველი საკმაოდ სუსტი საკუთარ ნახევარზე, ამიტომ შოტლანდიელ სპეციალისტს ზაფხულამდე მოუწევს დალოდება.

"საუთჰემპტონის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ, იდეალური შენაძენი იქნება დევიდ მოიესითვის. ინგლისელს კარგად გამოსდის დაცვაში თამაში, ისევე როგორც შეტევაში. მისი ფასი კი სულ რაღაც 20 მილიონი ფუნტია, სწორედ ამიტომ მოიესი მის შეძენას ზაფხულში ეცდება.


5 შესაძლო ტრანსფერი


3) იან ვერტონგენი.

მიუხედავად იმისა, რომ ვერტონგენს ამ სეზონში უამრავი თამაში გაუცდა, მისი კლასი მაინც ძალიან დიდია. მან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მას შემდეგ რაც "აიაქსიდა" "ტოტენჰემში" გადაბარგდა. მას შეუძლია დადგეს ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც მწვრთვნელი დაავალებს. სწორედ ეს გახლავთ მისი ერთ-ერთი ძირითადი პლუსი.

სწორედ ამიტომ, დევიდ მოიესი შეეცდება ვერტონგენის შეძენას. რომელიც ეცდება, შეცვალოს ნემანია ვიდიჩი. შეგახსენებთ, რომ სერბი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.


5 შესაძლო ტრანსფერი


4) გრიზმანი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ფლანგები წარმოადგენს. გადავხედოთ მოთამაშეებს, რომელთაც ფლანგზე თამაში შეუძლიათ. ანტონიო ვალენსიას აშკარად აკლია სტაბილურობა, ისევე როგორ ლუიშ ნანის. უილფრიდ ზაჰა კი პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელიც მოიესის ნდობას ელის. ეშლი იანგი: ჰაჰაჰაჰა, კარგი ერთი.

გრიზმანი აშკარად ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელმაც 20 თამაშში 14 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდად არ თამაშობს. იმ შემთხვევაში თუ ნანი კლუბს დატოვებს, გრიზმანი იდეალური ვარიანტი იქნება "იუნაიტედისთვის".


5 შესაძლო ტრანსფერი


5) კევინ სტროტმანი

დარენ ფლეჩერის, ფელაინისა და ქლევერლის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაიკლ კერიკი კარიერის ბოლო წლებს უახლოვდება, რაიან გიგზი კი სავარაუდოდ სამწვრთვნელო შტაბში გადაინაცვლებს. სწორედ ამიტომ, დევიდ მოიესი აუცილებლად შეეცდება ნახევარმცველის ყიდვას. საქმე უფრო ცუდად წავა, თუ შოტლანდიელი არტურო ვიდალს ვერ გადმოიბირებს.

საბედნიეროდ, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, კევინ სტროტმანი. მას დიდი ხანია უკავშირებენ "ოლდ ტრაფორდს", თუმცა წინა ზაფხულს "რომაში" გადაბარგდა. მიუხედავად ამისა, დევიდ მოიესს არ უნდა შეექმნას პრობლემები სტროტმანის ტრანსფერთან დაკავშირებით. მისი ტექნიკა და მოედნის ხედვა, აშკარად ერგება პრემიერ ლიგას. ამიტომ, იგი შეიძლება უკეთესი შენაძენი იყოს ვიდრე კოკე ან ანდრე ჰერერა.


5 შესაძლო ტრანსფერი

წყარო: www.mirror.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
11 თებერვალი 2014 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ვერტონგენს უნაიტედში არ გამოუშვებენ
0
№12
ავტორი: Count Alucard
11 თებერვალი 2014 23:56
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ამ ხუთიდან 2 მაინც რომ იყიდოს გუნდმა მშვენიერი იქნება, მაგრამ დაცვას ჭირდება გაძლიერება ყველამ ვიცით სმოლინგი რას წარმოადგენს ვიდა მიდის რიოც მიდის და ჯოსი სულ დამტვრეულია, ევანსსაც ტრამვები აწუხებს და კერიკს დაცვსი ვერ დავაყენებთ. 2 მინიმუმ გვინდა 20-22 წლის არც ძალიან ახალგაზრდა და არც ისეთი პერსპექვიტა რომ არ ქოდნეს.
0
№13
ავტორი: DimaSanaia
12 თებერვალი 2014 00:55
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
შოუ მინდა მაგრად, კროსი და ერერა. დაცვაში კიდე სოუს გარდა კიდე 2 ცენტრალური უნდა ვიყიდოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№14
ავტორი: tupaca
12 თებერვალი 2014 02:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Stortmani ar gadmova ai Andre erera ki dzaan magari iqneba magrad mevaseba kbilebit ibrdzvis bolomde
0
№15
ავტორი: red devil
12 თებერვალი 2014 07:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Aqedan yvelaze didi shansia grizmani davitriot nu vertogenic magari iqneba
0
№16
ავტორი: chudikone
12 თებერვალი 2014 11:12
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ცენტრში მატას და გიუნდოგანის დუეტი დაგვხატავდა, ერთი კრაინი და ერთი ცენტრალური მცველი + ნორმალური მწვრთვნელი და გამოით ლუბოი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№17
ავტორი: Gio Ghonghadze
16 თებერვალი 2014 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
hhhhhhhhhhhhhhh
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top