თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 20:45
ავტორი: love united,
ნანახია: 2762,
კომენტარები: 15
ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?
ვინ შეცვლის "იუნაიტედის" ლეგენდარულ დუეტს?
ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?
ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს "იუნაიტედთან" და მომავალ ზაფხულში გუნდს დატოვებს. ასევე დიდი ალბათობით, მანჩესტერულ კლუბს დატოვებს მეორე ლეგენდარული მცველი, რიო ფერდინანდი. ამიტომ, დევიდ მოიესს დიდი თავსატეხი გაუჩნდა- როგორმე უნდა ჩაანაცვლოს ლეგენდარული დუეტი. Sportsmail-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც შესაძლოა "იუნაიტედში" უახლოეს მომავალში ვიხილოთ.

ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?

დევიდ მოიესმა მომავალი ვიდიჩზე არ უნდა გათვალოს


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?

გაუყვება რიო ვიდიჩის გზას?


ელიაკიმ მანგალა

"პორტოს" ფრანგი მცველი ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდათ ითვლება მთელ ევროპაში, მაგრამ მოიესი არ არის მოხიბლული მისი შესაძლებლობებით, ასე რომ 22 წლის მანგალას შეუძლია ნებისმიერ სხვა გუნდში გადასვლა, მათ შორის "სიტიშიც".

"იუნაიტედის" შანსები:1/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ფაბიან შაარი

ტიპიური ცენტრალური მცველი შესაძლოა "ბაზელის" მეორე ფეხბურთელი გახდეს, ვინც წელს პრემიერ ლიგას მიაშურებს, მას შემდეგ რაც ამ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მოჰამედ სალამ "ჩელსიში" გადასვლა გადაწყვიტა. შვეიცარიელი მცველი სათამაშო ინტელექტითაც გამოირჩევა, მას კარგად შეუძლია შეტევებში ჩართვა.

"იუნაიტედის" შანსი:3/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


კირიაკოს პაპადოპულოსი

21 წლის ბერძენ მცველს არაერთი ევროპული ტოპ-კლუბი აკვირდებოდა, მაგრამ მისმა სისტემატიურმა პრობლემებმა მუხლზე არაერთი ტრანსფერი ჩაშალა, მაგალითად ლივერპულს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ყიდვა, მაგრამ ტრავმამ თავი იჩინა. ამ დროისთვის პაპადოპულოსი შესანიშნავ ფორმაშია.

"იუნაიტედის" შანსი:2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ხავი მარტინესი

25 წლის ნახევარმცველს ასევე შეუძლია დაცვაში თამაში. ამავდროულად, ის კარგად იცნობს ხუან მატას და დევიდ დე ხეას. მოიესს სურს ამ ფეხბურთელის ყიდვა, მაგრამ მიუნხენელები არ აპირებენ მარტინესის დათმობას.

"იუნაიტედის" შანსი:2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ეზეკილ გარაი

დევიდ მოიესს სურს არგენტინელი მცველის შეძენა, მაგრამ შანსი ნაკლებად აქვს. ამ ფეხბურთელისთვის აქტიურად იბრძვის სანტქ-პეტერბურგის "ზენიტი". რაც შეეხება გარაის, მას არ სურს რუსეთში გადაბარგება.

"იუნაიტედის" შანსი:1/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


მატს ჰუმელსი

ჰუმელსის და სუბოტიჩის დუეტი იდეალური იქნებოდა "იუნაიტედისთვის", მაგრამ მოიესს კარგად ესმის, ამდენი ფეხბურთელი "დორტმუნდიდან"- უბრალოდ წარმოუდგენელია. ტრავმები, რომლებიც მათ ამ დროისთვის აქვთ, კიდევ უფრო უბიძგებს მანჩესტერელებს დორტმუნდისთვის თანხის შეთავაზებისკენ.

"იუნაიტედის" შანსი:1/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ჯონათან ტაჰი

17 წლის ცენტრალური მცველი უკვე "ჰამბურგის" ძირითად მცველად ითვლება ასაკის მიუხედავად. გერმანულ კლუბს საქმეები კარგად ვერ მისდის- მათ ფული სჭირდებათ. ასე რომ, "იუნაიტედის" დროული შეთავაზება ამ ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" ხილვით დასრულდება.

"იუნაიტედის" შანსი:3/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


სერხიო რამოსი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რამოსის მომავალს "იუნაიტედს" უკავშირებენ. ის ხესუს ნავასის კარგი მეგობარია, რომელიც "სიტის" მოთამაშეა, მაგრამ "რეალს" მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო სურს. მადრიდელები მის ჩანაცვლებას რაფაელ ვარანეთი ეცდებიან.

"იუნაიტედის" შანსი:2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


მეჰდი ბენატია

ის საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ მაროკოდან არის წარმოშობით. თავი კი "რომაში" ასპარეზობით გამოიჩინა, მას შემდეგ რაც დედაქალაქურ კლუბში "უდინეზედან" გადავიდა. 26 წლის მცველს არაერთი გოლი აქვს გატანილი, რაც "იუნაიტედს" ხელმძღვანელობას განსაკუთრებით მოსწონს.

"იუნაიტედის" შანსი:2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ინიგო მარტინესი

კარგი არის საჰაერო ორთაბძოლებში, ფატქიურად არ კარგავს ბურთს, კარგად აკონტროლებს მას. სულ რაღაც 22 წლისაა, მაგრამ შეუძლია გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება. ესპანელს "ბარსა", "სიტი" და "იუნაიტედი" აკვირდებიან, მაგრამ ბასკური კლუბი ჯერ არ აპირებს მის გაყიდვას.

"იუნაიტედის" შანსი:3/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


სტეფანო დენსვილი

20 წლის მცველს უმთვარდება კონტრაქტი "აიაქსთან", ასე რომ მისი ხელში ჩაგდება ზაფხულში საკმაოდ იაფად იქნება შესაძლებელი. ის და მისი უფროსი გუნდელი, ჯოელ ველტმანი "იუნაიტედის" ყურადღების ქვეშ მოექცნენ.

"იუნაიტედის" შანსი: 2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?




წყარო:dailymail
ტრანსფერები
15 კომენტარი
№1
ავტორი: love united
8 თებერვალი 2014 20:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მე პირადად სუბოტიჩი მინდოდა,მაგრამ ისეტი ტრავმა აქვს ან ჩადგება ფორმაში ან არა.აქედან მანგალა იდეალური ვარიანტია...
0
№2
ავტორი: LizarD
8 თებერვალი 2014 20:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ჰუმელსი არ აპირებს არსად წასვლას. ახალგარდებს მიაწვნენ . ინგლისში ცოტა მცველია? : | რამოსს ისევ ვარანე იყიდონ ჯობია.
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
8 თებერვალი 2014 20:54
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყველაზე რეალურ შემცვლელად აქიდან ჰუმელსი და ბენათია მოისაზრებიან!! ბენატია იმენა მაგარი მცველია რა რომას ფორვარდებზე მეტი გოლი გაიტანა!!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2014 21:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მანგალა კარგი ვარიანტია, ჰუმელსის და დანარჩენების ყიდვის შანსი არ ვიცი რამდენად გვაქვს. პორტო მაგით ცხოვრობს ეგეთი ბარიგა გუნდია და სულ ძვირად აფასებს ფეხბურთელებს, არ უნდა დაინანონ ფული სადაც სიტი იბრძვის, გვჭირდება ეს კაცი
0
№5
ავტორი: SAF
8 თებერვალი 2014 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ჯონათან ტაჰი

ეს მაგარი ვირია ფილ ჯონსია მეორე ეს ვიყიდოთ! ადვილიც არის ამის ყიდვა და მაგარი პერსპექტიიულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№6
ავტორი: Manchester_M
8 თებერვალი 2014 21:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ ვიცი ეგ საქმე როგორ მოგვარდება მაგრამ ღირსეულად უნდა ჩაანაცვლოს ამათი დუეტი :X აგრესიული და ცხოველი მცველები გვჭირდება :X
0
№7
ავტორი: gio(kosheichi)
8 თებერვალი 2014 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
aaqedan ramosi yvelas mirchevnia mara ar gadmovada saqmec magashia
0
№8
ავტორი: Vodafone
8 თებერვალი 2014 22:19
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მანგალა მინდა მაგრად
0
№9
ავტორი: tupaca
8 თებერვალი 2014 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Benatias tamashebi nanaxi maq Da kargad tamashobs aseve inigo martinesic magari bichia Da tan axalgazrdaa, me piradat humelsi Da ramosi gamiswordeboda magram rija bazaria :D
0
№10
ავტორი: Manchester_M
8 თებერვალი 2014 22:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გარაის იყიდიან ალბათ რამდენი ხაანია მიდის მაგაზე ლაპარაკი სხვა არამგონი იყყიდონ. არადა როგორ გვჩირდება 2 კარგი მცველი :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top