თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 20:45
ავტორი: love united,
ნანახია: 2768,
კომენტარები: 15
ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?
ვინ შეცვლის "იუნაიტედის" ლეგენდარულ დუეტს?
ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?
ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს "იუნაიტედთან" და მომავალ ზაფხულში გუნდს დატოვებს. ასევე დიდი ალბათობით, მანჩესტერულ კლუბს დატოვებს მეორე ლეგენდარული მცველი, რიო ფერდინანდი. ამიტომ, დევიდ მოიესს დიდი თავსატეხი გაუჩნდა- როგორმე უნდა ჩაანაცვლოს ლეგენდარული დუეტი. Sportsmail-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც შესაძლოა "იუნაიტედში" უახლოეს მომავალში ვიხილოთ.

ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?

დევიდ მოიესმა მომავალი ვიდიჩზე არ უნდა გათვალოს


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?

გაუყვება რიო ვიდიჩის გზას?


ელიაკიმ მანგალა

"პორტოს" ფრანგი მცველი ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდათ ითვლება მთელ ევროპაში, მაგრამ მოიესი არ არის მოხიბლული მისი შესაძლებლობებით, ასე რომ 22 წლის მანგალას შეუძლია ნებისმიერ სხვა გუნდში გადასვლა, მათ შორის "სიტიშიც".

"იუნაიტედის" შანსები:1/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ფაბიან შაარი

ტიპიური ცენტრალური მცველი შესაძლოა "ბაზელის" მეორე ფეხბურთელი გახდეს, ვინც წელს პრემიერ ლიგას მიაშურებს, მას შემდეგ რაც ამ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მოჰამედ სალამ "ჩელსიში" გადასვლა გადაწყვიტა. შვეიცარიელი მცველი სათამაშო ინტელექტითაც გამოირჩევა, მას კარგად შეუძლია შეტევებში ჩართვა.

"იუნაიტედის" შანსი:3/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


კირიაკოს პაპადოპულოსი

21 წლის ბერძენ მცველს არაერთი ევროპული ტოპ-კლუბი აკვირდებოდა, მაგრამ მისმა სისტემატიურმა პრობლემებმა მუხლზე არაერთი ტრანსფერი ჩაშალა, მაგალითად ლივერპულს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ყიდვა, მაგრამ ტრავმამ თავი იჩინა. ამ დროისთვის პაპადოპულოსი შესანიშნავ ფორმაშია.

"იუნაიტედის" შანსი:2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ხავი მარტინესი

25 წლის ნახევარმცველს ასევე შეუძლია დაცვაში თამაში. ამავდროულად, ის კარგად იცნობს ხუან მატას და დევიდ დე ხეას. მოიესს სურს ამ ფეხბურთელის ყიდვა, მაგრამ მიუნხენელები არ აპირებენ მარტინესის დათმობას.

"იუნაიტედის" შანსი:2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ეზეკილ გარაი

დევიდ მოიესს სურს არგენტინელი მცველის შეძენა, მაგრამ შანსი ნაკლებად აქვს. ამ ფეხბურთელისთვის აქტიურად იბრძვის სანტქ-პეტერბურგის "ზენიტი". რაც შეეხება გარაის, მას არ სურს რუსეთში გადაბარგება.

"იუნაიტედის" შანსი:1/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


მატს ჰუმელსი

ჰუმელსის და სუბოტიჩის დუეტი იდეალური იქნებოდა "იუნაიტედისთვის", მაგრამ მოიესს კარგად ესმის, ამდენი ფეხბურთელი "დორტმუნდიდან"- უბრალოდ წარმოუდგენელია. ტრავმები, რომლებიც მათ ამ დროისთვის აქვთ, კიდევ უფრო უბიძგებს მანჩესტერელებს დორტმუნდისთვის თანხის შეთავაზებისკენ.

"იუნაიტედის" შანსი:1/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ჯონათან ტაჰი

17 წლის ცენტრალური მცველი უკვე "ჰამბურგის" ძირითად მცველად ითვლება ასაკის მიუხედავად. გერმანულ კლუბს საქმეები კარგად ვერ მისდის- მათ ფული სჭირდებათ. ასე რომ, "იუნაიტედის" დროული შეთავაზება ამ ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" ხილვით დასრულდება.

"იუნაიტედის" შანსი:3/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


სერხიო რამოსი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რამოსის მომავალს "იუნაიტედს" უკავშირებენ. ის ხესუს ნავასის კარგი მეგობარია, რომელიც "სიტის" მოთამაშეა, მაგრამ "რეალს" მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო სურს. მადრიდელები მის ჩანაცვლებას რაფაელ ვარანეთი ეცდებიან.

"იუნაიტედის" შანსი:2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


მეჰდი ბენატია

ის საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ მაროკოდან არის წარმოშობით. თავი კი "რომაში" ასპარეზობით გამოიჩინა, მას შემდეგ რაც დედაქალაქურ კლუბში "უდინეზედან" გადავიდა. 26 წლის მცველს არაერთი გოლი აქვს გატანილი, რაც "იუნაიტედს" ხელმძღვანელობას განსაკუთრებით მოსწონს.

"იუნაიტედის" შანსი:2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


ინიგო მარტინესი

კარგი არის საჰაერო ორთაბძოლებში, ფატქიურად არ კარგავს ბურთს, კარგად აკონტროლებს მას. სულ რაღაც 22 წლისაა, მაგრამ შეუძლია გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება. ესპანელს "ბარსა", "სიტი" და "იუნაიტედი" აკვირდებიან, მაგრამ ბასკური კლუბი ჯერ არ აპირებს მის გაყიდვას.

"იუნაიტედის" შანსი:3/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?


სტეფანო დენსვილი

20 წლის მცველს უმთვარდება კონტრაქტი "აიაქსთან", ასე რომ მისი ხელში ჩაგდება ზაფხულში საკმაოდ იაფად იქნება შესაძლებელი. ის და მისი უფროსი გუნდელი, ჯოელ ველტმანი "იუნაიტედის" ყურადღების ქვეშ მოექცნენ.

"იუნაიტედის" შანსი: 2/5


ვინ შეცვლის რიო-ვიდიჩის დუეტს?




წყარო:dailymail
ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: floyd41k
8 თებერვალი 2014 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
mangala da garay...ramos ar gadmovaa arc humells gaushveben
0
№12
ავტორი: davita
8 თებერვალი 2014 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
წესიერი ვინმეთი ჩაანაცვლონ... ვიდა და რიო არასდროს დამავიწყდებიან derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№13
ავტორი: Svanii
9 თებერვალი 2014 00:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
amas dafiqreba ratunda too garay da ramosii da meree udzlieresi dacva gveyolebaa... da marjvnivac shesacvlelia rafaeli reebs tamashobda stoktan imena usazizgresad okay : xxx
0
№14
ავტორი: red devil
9 თებერვალი 2014 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia girseulebs iyidis vinme.
0
№15
ავტორი: ლადო
9 თებერვალი 2014 08:58
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მანაგალა ვიყიდოთ და ჯონსი ხო გვყავს და ეგენი დადგნენ ცენტრში, თუ რამე მერე სმოლინგი და ევანსიც მივაშველოთ ხოლმე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top