თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 14:13
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2303,
კომენტარები: 11
დევიდ მოიესი "ფულემთან" მატჩამდე
ბოსის პრესკონფერენცია "ფულემის" წინააღმდეგ მატჩამდე
დევიდ მოიესი
"იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა "ფულემის" წინააღმდეგ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ბოსი რამდენიმე თემას შეეხო.

მოიესი მარუან ფელაინზე

"მარუანმა ვარჯიშზე საზარდულის ტრამვა მიიღო, რის გამოც იგი 1კვირას გამოტოვებს. მან უკვე მოიშუშა იდაყვის ტრამვა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მის მდგომარეობას."

ევანსი და ჯონსი

"ჯონი ტრამვის გამო ჯერ–ჯერობით არ არის მოედანზე გამოსასვლელად მზად, რაც შეეხება ფილ ჯონსს კი იგი თავს კარგად გრძნობს, მან ვარჯიშზე არაჩვეულებრივი ფორმა აჩვენა, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ იგი ხვალ მოედანზე გამოვა."

დაცვის ხაზი

"ნემანია ვიდიჩის წასვლის შემდეგ ჩვენ რასაკვირველია სერბის შემცვლელს ვიპოვით. ჯერ–ჯერობით მის შემცვლელად მოისაზრებიან ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი, ადამიანები რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება გააჩნიათ.ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცენტრაული მცველის პოზიციაზე თამაში ძალიან ძნელია. ცენტრალურ მცველებს მეკარეებთან შედარებით გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. კრისი, ფილი და ჯონი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, მათ ბოლო მატჩებში თავი გამოიჩნეს და ჩვენი ნდობაც მოიპოვეს."

რენე მელესტენის დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე"

"კლუბში მოსვლის პირველ დღეებში, რენე ძალიან დამეხმარა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მან მითხრა, რომ მოთამაშეებმა იციან, თუ როგორ იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. რენე ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მინდოდა, რომ იგი ჩვენთან დარჩენილიყო, მაგრამ რენემ მიიღო გადაწყვეტილება კლუბის დატოვების შესახებ. მე მის გადაწყეტილებას პატივს ვცემ. რენემ საკუთარი საქმე ძალიან კარგად იცის, იგი შესანიშნავი მწვრთნელია. მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველი."

Redevils.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
8 თებერვალი 2014 14:36
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჯონსი რა მხეცია lol ტიპი ცოცხალმკვდარი გაიტანეს სტოკთან თამაშის დროს და 1 კვირაც არ გასლა უკვე ფორმაშია lol lol
0
№2
ავტორი: chudikone
8 თებერვალი 2014 14:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვიდიჩის მერე ჯონსი კაპიტნად ! ნუ კაი, რუნის მერე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: ლადო
8 თებერვალი 2014 14:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჯონი, რაფიკა, რუნი მომავალი კაპიტნებიი
0
№4
ავტორი: Wardell
8 თებერვალი 2014 14:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ ამან მგონი ფელაინი სამკურნალოდ გადმოიყვანა აქ :))))) რა ეტაკა რით ვერ მოიშუშა ყველაფერი რაააა
0
№5
ავტორი: Vodafone
8 თებერვალი 2014 14:53
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
როგორ არ მინდოდა რენეს და ფელანის გაშვება recourse
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
8 თებერვალი 2014 15:38
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ფელაინი უნდა დაბრაკონ მალე
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2014 15:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინი რით ვერ გამოკეთდე ტიპმა მთელი წლი გამოტოვა. იმედია ბოლო ადგილოსანი ფულემიც არ მოგვიგებს, რეკორდები უკვე იმდენია გინესის რეკორდების წიგნში ხარ მოიეს
0
№8
ავტორი: Manchester_M
8 თებერვალი 2014 18:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფულხემიც არ მოგვიგებს იმედია :|
0
№9
ავტორი: Count Alucard
8 თებერვალი 2014 18:27
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Vodafone,
მაგათი გაშვება იყო მოისის უდიდესი შეცდომა, რომ არ გაეშვა ახლა უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით.
0
№10
ავტორი: LizarD
8 თებერვალი 2014 20:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ამ თამაშში 3 ქულაა საჭირო და თან კარის მშრალად შენახვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top