თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 14:13
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2317,
კომენტარები: 11
დევიდ მოიესი "ფულემთან" მატჩამდე
ბოსის პრესკონფერენცია "ფულემის" წინააღმდეგ მატჩამდე
დევიდ მოიესი
"იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა "ფულემის" წინააღმდეგ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ბოსი რამდენიმე თემას შეეხო.

მოიესი მარუან ფელაინზე

"მარუანმა ვარჯიშზე საზარდულის ტრამვა მიიღო, რის გამოც იგი 1კვირას გამოტოვებს. მან უკვე მოიშუშა იდაყვის ტრამვა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მის მდგომარეობას."

ევანსი და ჯონსი

"ჯონი ტრამვის გამო ჯერ–ჯერობით არ არის მოედანზე გამოსასვლელად მზად, რაც შეეხება ფილ ჯონსს კი იგი თავს კარგად გრძნობს, მან ვარჯიშზე არაჩვეულებრივი ფორმა აჩვენა, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ იგი ხვალ მოედანზე გამოვა."

დაცვის ხაზი

"ნემანია ვიდიჩის წასვლის შემდეგ ჩვენ რასაკვირველია სერბის შემცვლელს ვიპოვით. ჯერ–ჯერობით მის შემცვლელად მოისაზრებიან ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი, ადამიანები რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება გააჩნიათ.ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცენტრაული მცველის პოზიციაზე თამაში ძალიან ძნელია. ცენტრალურ მცველებს მეკარეებთან შედარებით გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. კრისი, ფილი და ჯონი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, მათ ბოლო მატჩებში თავი გამოიჩნეს და ჩვენი ნდობაც მოიპოვეს."

რენე მელესტენის დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე"

"კლუბში მოსვლის პირველ დღეებში, რენე ძალიან დამეხმარა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მან მითხრა, რომ მოთამაშეებმა იციან, თუ როგორ იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. რენე ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მინდოდა, რომ იგი ჩვენთან დარჩენილიყო, მაგრამ რენემ მიიღო გადაწყვეტილება კლუბის დატოვების შესახებ. მე მის გადაწყეტილებას პატივს ვცემ. რენემ საკუთარი საქმე ძალიან კარგად იცის, იგი შესანიშნავი მწვრთნელია. მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველი."

Redevils.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
8 თებერვალი 2014 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Moyes dagvtove ara ligis gareshe sheni dedac... Wyeuli liverpuli iset pormashia exla sul ro movigot yvela tamashi rashic echvi didad mepareba mainc vegar amovuqachavt handikaps... Age shen stokebtan niukaslebtan Da evertonebtan fuu sheni.....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top