თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2014, 19:55
ავტორი: washington,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 11
ექსკლუზივური ინტერვიუ ლუიშ ნანისგან !!
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი ერთ-ერთი ბრიტანული ტელევიზიის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მეტად უამრავ და საინტერესო თემაზე ისაუბრა...
ექსკლუზივური ინტერვიუ ლუიშ ნანისგან !!
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი ერთ-ერთი ბრიტანული ტელევიზიის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მეტად უამრავ და საინტერესო თემაზე ისაუბრა...

- მოგესალმებით ლუიშ. გაიხსენეთ გოლი, რომელიც 2010 წელს ლონდონის "არსენალს" გაუტანეთ.

- "ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი მოვლენა და ჩემს "მანჩესტერულ" კარიერაში ყველაზე ლამაზი და ამავდროულად მნიშვნელოვანი გოლი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება".


- გვიამბეთ თქვენი ცოლის შესახებ.
ექსკლუზივური ინტერვიუ ლუიშ ნანისგან !!
- "ჩემი ცოლი დანიელა ყოფილი ხელბურთელია. ახლა ჩვენი ჰობი პლაჟზე სიარული და იქ ფრენბურთის თამაშია. დანიელა, რომ გავიცანი 23 წლის ვიყავი და ფრენბურთის მატჩებზე სწორედ მისი ხათრით დავდიოდი".

- კერიკი თუ ჯერარდი?

- "მე ორივე მომწონს, რადგან როგორც მაიკლი, ასევე სტივენი ძლიერი ფეხბურთელები არიან და გოლებთან ერთად ხშირად საგოლე გადაცემებსაც აკეთებენ. პოლ პოგბა თუ არტურო ვიდალი? მართალია ფრანგი ფეხბურთელი ფორმის პიკშია, თუმცა ამჟამად უპირატესობას ჩილელს მივანიჭებ".

- “მანჩესტერზე” დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება?

- "ხელმძღვანელობის მხრიდან ნამდვილად არა, აი პრესის მხრიდან - კი. გულშემატკივრები ჩვენგან მუდამ სასწაულებს ელიან, ჩვენ კი "დროებითი" ჩავარდნა გვაქვს, თუმცა გვერწმუნეთ ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოსწორდება".

- ბევრს აინტერესებს თუ რატომ აირჩიეთ თავის დროზე 17 ნომერი?

- "მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მაფრთხილებდა, ეგ არცთუ წარმატებული ციფრიაო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჩვიდმეტი ნომერი მომწონდა. იცით რატომ მომწონს? შვიდიანზე მაქვს გართულება, რადგან 17 ნოემბერს დავიბადე".

- პრემიერ ლიგის მოგების იმედი აღარ გაქვთ?

- "მართალია წინ ნახევარი სეზონია დარჩენილი, მაგრამ მინდა ოპტიმისტი ვიყო, წელს ოქროს მედლების მოპოვება ძალიან რთული იქნება. "არსენალი" პრაქტიკულად ქულებს არ კარგავს, თუმცა მგონია, რომ ბოლოს "სიტი" ან "ჩელსი" დაეუფლება ტიტულს".


წყარო: www.thesun.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Red Hooligan
5 თებერვალი 2014 20:00
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ბრავო ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№2
ავტორი: Shako Jones
5 თებერვალი 2014 20:01
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
kristali kacia facepalm

kristali kacia facepalm
0
№3
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2014 20:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"არსენალი" პრაქტიკულად ქულებს არ კარგავს

ამან არ იცის არსენალის ცხრილი ხო? wink
0
№4
ავტორი: love united
5 თებერვალი 2014 20:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვაა,ნანი ცოცხალი ხარ? :დ
0
№5
ავტორი: Vodafone
5 თებერვალი 2014 20:17
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ბოლოსდაბოლოს როდის ბრუნდება ეს??
0
№6
ავტორი: Red Hooligan
5 თებერვალი 2014 20:19
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Vodafone,
თებერვლის ბოლოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: LizarD
5 თებერვალი 2014 21:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: გიორგი
ამან არ იცის არსენალის ცხრილი ხო?

Troll Footballის მომხმარებელივით ლაპარაკობ, ყველას გონია რომ არსენალი გაანიავებს ქულებს მაგრამ აი ანხავთ რა დონეზეცაა კლუბი. არსენალია ბოლოსდაბოლოს ვიზე ნაკლები სქუადი ყავს?
0
№8
ავტორი: chudikone
6 თებერვალი 2014 14:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მალე დაბრუნდი და აამოაგდე ვალენსია თორე წასულია ჩვენი საქმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: washington
6 თებერვალი 2014 15:07
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
Shako Jones,
გაიხარეე < 33

ციტატა: love united
ამან არ იცის არსენალის ცხრილი ხო?

მერე გაახსენდა ალბათ და გადაასწორა ლაპარაკის დროს სიტი ან ჩელსი დაეუფლება ტიტულსო lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: Manchester_M
6 თებერვალი 2014 15:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მეც მგონია რომ სიტი ან ჩელსი აიგებს ტიტულს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top