თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2014, 19:55
ავტორი: washington,
ნანახია: 2490,
კომენტარები: 11
ექსკლუზივური ინტერვიუ ლუიშ ნანისგან !!
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი ერთ-ერთი ბრიტანული ტელევიზიის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მეტად უამრავ და საინტერესო თემაზე ისაუბრა...
ექსკლუზივური ინტერვიუ ლუიშ ნანისგან !!
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი ერთ-ერთი ბრიტანული ტელევიზიის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მეტად უამრავ და საინტერესო თემაზე ისაუბრა...

- მოგესალმებით ლუიშ. გაიხსენეთ გოლი, რომელიც 2010 წელს ლონდონის "არსენალს" გაუტანეთ.

- "ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი მოვლენა და ჩემს "მანჩესტერულ" კარიერაში ყველაზე ლამაზი და ამავდროულად მნიშვნელოვანი გოლი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება".


- გვიამბეთ თქვენი ცოლის შესახებ.
ექსკლუზივური ინტერვიუ ლუიშ ნანისგან !!
- "ჩემი ცოლი დანიელა ყოფილი ხელბურთელია. ახლა ჩვენი ჰობი პლაჟზე სიარული და იქ ფრენბურთის თამაშია. დანიელა, რომ გავიცანი 23 წლის ვიყავი და ფრენბურთის მატჩებზე სწორედ მისი ხათრით დავდიოდი".

- კერიკი თუ ჯერარდი?

- "მე ორივე მომწონს, რადგან როგორც მაიკლი, ასევე სტივენი ძლიერი ფეხბურთელები არიან და გოლებთან ერთად ხშირად საგოლე გადაცემებსაც აკეთებენ. პოლ პოგბა თუ არტურო ვიდალი? მართალია ფრანგი ფეხბურთელი ფორმის პიკშია, თუმცა ამჟამად უპირატესობას ჩილელს მივანიჭებ".

- “მანჩესტერზე” დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება?

- "ხელმძღვანელობის მხრიდან ნამდვილად არა, აი პრესის მხრიდან - კი. გულშემატკივრები ჩვენგან მუდამ სასწაულებს ელიან, ჩვენ კი "დროებითი" ჩავარდნა გვაქვს, თუმცა გვერწმუნეთ ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოსწორდება".

- ბევრს აინტერესებს თუ რატომ აირჩიეთ თავის დროზე 17 ნომერი?

- "მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მაფრთხილებდა, ეგ არცთუ წარმატებული ციფრიაო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჩვიდმეტი ნომერი მომწონდა. იცით რატომ მომწონს? შვიდიანზე მაქვს გართულება, რადგან 17 ნოემბერს დავიბადე".

- პრემიერ ლიგის მოგების იმედი აღარ გაქვთ?

- "მართალია წინ ნახევარი სეზონია დარჩენილი, მაგრამ მინდა ოპტიმისტი ვიყო, წელს ოქროს მედლების მოპოვება ძალიან რთული იქნება. "არსენალი" პრაქტიკულად ქულებს არ კარგავს, თუმცა მგონია, რომ ბოლოს "სიტი" ან "ჩელსი" დაეუფლება ტიტულს".


წყარო: www.thesun.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: chicha_chicha14
6 თებერვალი 2014 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ნანი ოქროა :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top