თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2014, 16:13
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2727,
კომენტარები: 16
მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
მოიესი კროოსისთვის £25 მილიონს ამზადებს.
მოახერხებს
"ბაიერნის" მთავარმა მწრთვნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ტონი კროოსი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარდგეს.

ნახევარმცველმა, ძალიან უხეში ჟესტით დატოვა ბოლო თამაში და გაბრაზებაც შეეტყო, როცა მთავარმა მწრთვნელმა ის შეცვალა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და შესაძლოა ის "ბაიერნს" დაემშვიდობოს კიდეც.

ამასობაში "იუნაიტედი" დროს არ კარგავს და 24 წლის ნახევარმცველისთვის £25 მილიონს ამზადებს.

მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
კროოსის უხეში საქციელი შესაძლოა მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდეს.


მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
"იუნაიტედი" მზადაა გერმანელ ვარსკვლავში £25 მილიონი გადაიხადოს.


მატჩის მოგების შემდგომ, პეპ გვარდიოლამ ასეთი განცხადება გააკეთა:

"კროოსი საჭირო ფიგურაა ჩვენთვის, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და თანაც ძალიან სწრაფად. დღეს აქ ხარ, ხვალ იქ."

მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ შესაძლოა კროოსის ტრანსფერი შედგეს.


კროოსმა ხელთათმანები გაიხადა და ისროლა, მას შემდეგ რაც ის კლაუდიო პიზაროთი შეანაცვლეს მესამოცე წუთზე. მოიესი კი კროოსის აგენტთან შენიშნეს გასულ პარასკევს, ის კარგად აკვირდებოდა გერმანელს. ამასთანავე ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მომავალში კონტრაქტის განახლებას არ აპირებს და მისი მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.

სათამაშო დროის უქონლობის გარდა ჟურნალისტები კროოსის უკმაყოფილების მიზეზად თანხის ფაქტორსაც ასახელებენ. როგორც სჩანს, კროოს ხელფასის გაზრდა სურს, თუმცა "ბაიერნი" უარზეა. კროოს კი ბოლომდე სჯერა, რომ მას მოხოვნილი თანხა ეკუთვნის.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კროოსი კლუბს დატოვებს, "იუნაიტედის" ნახევარდაცვას კი ახალი ტრანსფერის მიუხედავად კიდევ სჭირდება გაძლიერება. "Sportsmail"-ის განცხადებით, მოიესი თავისი ასისტენტებით შეხვდა კროოსის აგენტს საშა ბრისს, რომელთან ერთადაც აკვირდებოდნენ თამაშს.

მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
მატას ტრანსფერმა გულშემატკივარი ძალიან გაახარა. შეიძენს "იუნაიტედი" კიდევ ერთ საჭირო ფიგურას?


ყველა ფაქტორი "იუნაიტედის" სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა ცოტა ხნის წინ მოიესმა განაცხადა, რომ უფრო მნიშვნელოვან ტრანსფერსაც განახორციელებდა და ამასთანავე ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მის ინტერესებში ტონი კროოსიც შედიოდა.

რას იზამს "იუნაიტედი" და შეიძენს თუ არა მოიესი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფიგურას ამას 1 დღესა და 6 საათში ვნახავთ.


DailyMail.co.uk
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
30 იანვარი 2014 16:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
love აუ ეს ტრანსფერი შედგეს და ზაფხულში თუ გინდა აღარავინ იყიდო რა. ჩაერით ყველანი და კროსი დადეთ ლიგაზე გასვლაც ხომ გივნდა მიდით რა. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 იანვარი 2014 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შეუძლებელი უნდა შეძლონ და ეს კაცი უნდა მოიყვანონ რაა
0
№3
ავტორი: davita
30 იანვარი 2014 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
მოიყვანონ კაცო მაგარი კაცია მაგარს შეეწყობა გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: chudikone
30 იანვარი 2014 16:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
1 დღეღა დაგვრჩა ამ ტრანსფერისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: N10
30 იანვარი 2014 16:52
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
აუ ეს ტრანსფერი შედგეს და ეგაა რა აღარაფერი აგარ გვინდა
0
№6
ავტორი: love united
30 იანვარი 2014 17:00
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კროოსიც თუ მოიყვანეს კარგი სატრანფერო პოლიტიკა გამოუვა მოიესს
0
№7
ავტორი: VaRdo
30 იანვარი 2014 17:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოდი მოდიიი. სკაისპორტზეც თუ დაიწერება კარგი იქნება . ვუსატკავებ ბრიტანულ პრესას. :/ ეს მვოდიეს და აღარავინ მიდნა ზაფხულში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: lefty
30 იანვარი 2014 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მოოდი პატარავ მოოდი love
0
№9
ავტორი: gilmour
30 იანვარი 2014 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ოჰოოო ეს ვაფშე დაგვხატავს რაა, მთავარია მოესწროს ფანჯარა ხვალ იხურება მგონი.
დაიკიდეთ ის ფაქტორი რო ლიგაზე ვერ ითამაშებს მთავარია გადმოვიდეს, პრემიერლიგაში ზემოთ ასვლაა ახლა მთავარი.
0
№10
ავტორი: Goginashvili777
30 იანვარი 2014 17:36
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აუ ეს ეხლა რომ გადმოვიდეს მაგრად გაასწორებს :)
გამთამაშებელია მაგრამ ჩამშლელადაც თამაშობს და თავდასხმის უკანაც :)
კაგავა და ქლევერლის იმედზე უკვე აღარავინაა და კროსი გვინდა :)
საუკეთესო ვარიანტია მგონი :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top