თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2014, 16:13
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2737,
კომენტარები: 16
მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
მოიესი კროოსისთვის £25 მილიონს ამზადებს.
მოახერხებს
"ბაიერნის" მთავარმა მწრთვნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ტონი კროოსი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარდგეს.

ნახევარმცველმა, ძალიან უხეში ჟესტით დატოვა ბოლო თამაში და გაბრაზებაც შეეტყო, როცა მთავარმა მწრთვნელმა ის შეცვალა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და შესაძლოა ის "ბაიერნს" დაემშვიდობოს კიდეც.

ამასობაში "იუნაიტედი" დროს არ კარგავს და 24 წლის ნახევარმცველისთვის £25 მილიონს ამზადებს.

მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
კროოსის უხეში საქციელი შესაძლოა მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდეს.


მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
"იუნაიტედი" მზადაა გერმანელ ვარსკვლავში £25 მილიონი გადაიხადოს.


მატჩის მოგების შემდგომ, პეპ გვარდიოლამ ასეთი განცხადება გააკეთა:

"კროოსი საჭირო ფიგურაა ჩვენთვის, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და თანაც ძალიან სწრაფად. დღეს აქ ხარ, ხვალ იქ."

მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ შესაძლოა კროოსის ტრანსფერი შედგეს.


კროოსმა ხელთათმანები გაიხადა და ისროლა, მას შემდეგ რაც ის კლაუდიო პიზაროთი შეანაცვლეს მესამოცე წუთზე. მოიესი კი კროოსის აგენტთან შენიშნეს გასულ პარასკევს, ის კარგად აკვირდებოდა გერმანელს. ამასთანავე ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მომავალში კონტრაქტის განახლებას არ აპირებს და მისი მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.

სათამაშო დროის უქონლობის გარდა ჟურნალისტები კროოსის უკმაყოფილების მიზეზად თანხის ფაქტორსაც ასახელებენ. როგორც სჩანს, კროოს ხელფასის გაზრდა სურს, თუმცა "ბაიერნი" უარზეა. კროოს კი ბოლომდე სჯერა, რომ მას მოხოვნილი თანხა ეკუთვნის.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კროოსი კლუბს დატოვებს, "იუნაიტედის" ნახევარდაცვას კი ახალი ტრანსფერის მიუხედავად კიდევ სჭირდება გაძლიერება. "Sportsmail"-ის განცხადებით, მოიესი თავისი ასისტენტებით შეხვდა კროოსის აგენტს საშა ბრისს, რომელთან ერთადაც აკვირდებოდნენ თამაშს.

მოახერხებს "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კროოსის შეძენას?
მატას ტრანსფერმა გულშემატკივარი ძალიან გაახარა. შეიძენს "იუნაიტედი" კიდევ ერთ საჭირო ფიგურას?


ყველა ფაქტორი "იუნაიტედის" სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა ცოტა ხნის წინ მოიესმა განაცხადა, რომ უფრო მნიშვნელოვან ტრანსფერსაც განახორციელებდა და ამასთანავე ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მის ინტერესებში ტონი კროოსიც შედიოდა.

რას იზამს "იუნაიტედი" და შეიძენს თუ არა მოიესი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფიგურას ამას 1 დღესა და 6 საათში ვნახავთ.


DailyMail.co.uk
სიახლეები
16 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
30 იანვარი 2014 18:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ეს რომ გადმოვიდეს მოიხსნება ყველანაირი პრობლემა, ფელაინიც ბრუნდება და მანჩესტერი აკრიფავს სერიოზულად!
0
№12
ავტორი: red devil
30 იანვარი 2014 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au neta es gadmovides ra magrad gaadzlierebs manchesters
0
№13
ავტორი: Vodafone
30 იანვარი 2014 20:12
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აუ მიდი რა დროზე იჩალიჩონ, მარა მატაზე იმდენი ხანი გვაწვალეს ეს ერთი დღე არამგონია ეყოთ. ისე ფელაინივით შეიძლება ბოლო წუთებში ვიყიდოთ.
0
№14
ავტორი: Manchester_M
30 იანვარი 2014 20:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მოვასწრებთ? ეს მგონი მაინც ზაფხულში თუ გადმოვა.
0
№15
ავტორი: ლადო
30 იანვარი 2014 21:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ერთ დღეში გავიფორმებთ...მაგრამ რაღაც რეალურად არ მიმაჩნია ეს ტრანსფერი
0
№16
ავტორი: don_vini
31 იანვარი 2014 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კარგი იქნება ძალიან კარგი კროსის ტრანსფერი.მაგრამ ჩემი აზრით ეს ტრანსფერი თუ მოხდა ზაფხულში იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top