თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2014, 21:34
ავტორი: washington,
ნანახია: 2558,
კომენტარები: 12
ექსკლუზივი: იანუზაი "მანჩესტერზე" გიჟდება
ადნანი პოლ პოგბაზეც საუბრობს....
ექსკლუზივი: იანუზაი
“მანჩესტერ იუნაიტედის” კარგ თამაშში ერთ-ერთი მთავარი “დამნაშავე” ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი გახლავთ. შარშან ადნანი “იუნაიტედის” რეზერვში ასპარეზობდა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეხლა კი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბრიტანულმა პრესამ იანუზასთან ექსკლუზივური ინტერვიუ ჩაწერა...

- პრემიერ ლიგის რეალურ ფავორიტად რომელი გუნდი გესახებათ?


- "ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ოქროს მედლების მოპოვების უკეთესი შანსი “სიტის” და “ჩელსის” აქვთ. ამ ორ გუნდს პრემიერ ლიგის ბრძოლის რესურსი გააჩნია. “არსენალმა” შესანიშნავი სტარტი აიღო, მაგრამ მეეჭვება სეზონის ბოლომდე გაძლოს. სამწუხაროდ ჩვენ მე-7 ადგილზე ვიმყოფებით 37 ქულით, თუმცა მერწმუნეთ ყოველივე ტურში "სასწაული" ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება".

- ფანების მხრიდან ზეწოლას ხომ არ განიცდით?


- "პირიქით, გულშემატკივრები ყველანაირად გვერდში გვიდგას. მათ ჩვენი შესანიშნავად ესმით. ზოგადად, ინგლისში ფეხბურთს სულ სხვაგვარად უყურებენ. ყველამ იცის, მის საყვარელ გუნდს რა შეუძლია და ამოცანებსაც ამის მიხედვით უსახავს".

- როგორია ადნანის ერთი ჩვეულებრივი დღე?


- "წყნარს ვერ გეტყვით. დილით ვდგები, მერე ჩემს საყვარელ კაფეში ვსაუზმობ და ვარჯიშზე მივდივარ. ხშირად უკანა გზაზე, საღამოს სახლში ვატარებ და ხმაურიან წვეულებებს ვმართავ, მართალია ბევრ ჩემს მეზობელს ვაწუხებთ, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი ვარ".

- წეღან გულშემატკივრები ახსენეთ და მოდით, ეს თემა განვავრცოთ. ინგლისური და ესპანური ფანები ძალიან განსხვავდებიან თქვენი აზრით?


- "როგორც უკვე ვთქვი, ინგლისში სხვაგვარი გულშემატკივრობაა. უფრო მხურვალედაც გქომაგობენ. დავუშვათ, თამაშს აგებ. ესპანეთში როგორც სხვებისგან გამიგია გულშემატკივარი არ გამხნევებს, ინგლისში კი პირიქით, თუ შეატყვეს, რომ გუნდს მატჩის გადარჩენა შეუძლია, გულმხურვალედ გქომაგობენ. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მათ მხარდაჭერას ძალიან კარგად გრძნობ".

- პოლ პოგბაზე რას იტყვით?


- "კარგი ფეხბურთელია. მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, დიდი იმედი მაქვს, "სადაც" იქნება დიდ წარმატებებს მიაღწევს. მისი ახლანდელი შეფასებული ფასი ცოტა გაბერილი კია, მაგრამ ეს უფრო მარკეტინგული სვლა მგონია".

- ფეხბურთი რომ არა...


- "ჟურნალისტი ან კალათბურთელი გამოვიდოდი. ძალიან მომწონს ჟურნალისტის პროფეია. თუმცა, ვინ იცის, ფეხბურთს იმხელა ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, სხვა პროფესიის ათვისებაზე არ დავფიქრებულვარ".

ბევრი დაიწერა თქვენს შესაძლო "პარი სენ ჟერმენში" გადასვლაზე....


- "რას ამბობთ, "მანჩესტერი" ჩემი მეორე სახლია, ეს კლუბი სიგიჟემდე მიყვარს, თუ კლუბი ჩემს გაშვებას არ მოინდომებს მაშინ, მზად ვარ კარიერის ბოლომდე "წითელი" მაისური მეცვას".

წყარო: Thesun.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2014 21:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მანჩესტერი" ჩემი მეორე სახლია, ეს კლუბი სიგიჟემდე მიყვარს, თუ კლუბი ჩემს გაშვებას არ მოინდომებს მაშინ, მზად ვარ კარიერის ბოლომდე "წითელი" მაისური მეცვას


იმედი მაქვს ამ სიტყვებს გულწრფელად ამბობ დ არეალში წასვლას არ გეგმავ wink
0
№2
ავტორი: BERDI
28 იანვარი 2014 21:45
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ჰაჰა იუნაზაი რა მაგარია რა. პოგბას ფასი მართლა გაბერილია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: love united
28 იანვარი 2014 21:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ადნან ძმა ხარ <3
0
№4
ავტორი: buka oboladze
28 იანვარი 2014 21:51
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მაგარიკაცია lol
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 იანვარი 2014 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სამუდამოდ იუნაიტედში ადნან, სამუდამოდ!!! fellow love
0
№6
ავტორი: ratenco
28 იანვარი 2014 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
a kaci
0
№7
ავტორი: LizarD
28 იანვარი 2014 22:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მაგარი ტიპია, წვეულებები, 18 ფუნტ სტერლინგად ნათრევი ნაშები, საღოლ :დ
0
№8
ავტორი: marouan
28 იანვარი 2014 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
dzaan kaci <33
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ i love united <3
№9
ავტორი: tupaca
28 იანვარი 2014 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Es memgoni meore George bestia :D
0
№10
ავტორი: Manchester_M
28 იანვარი 2014 23:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მიყვარხარ იმენა მაგარი ძმა ეს კაცი იმედია კარიერის ბოლომდე ჩვენთან იქნება არ მომწყინდება ამის თამაშის ყურება <3 love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top