თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2014, 21:34
ავტორი: washington,
ნანახია: 2760,
კომენტარები: 12
ექსკლუზივი: იანუზაი "მანჩესტერზე" გიჟდება
ადნანი პოლ პოგბაზეც საუბრობს....
ექსკლუზივი: იანუზაი
“მანჩესტერ იუნაიტედის” კარგ თამაშში ერთ-ერთი მთავარი “დამნაშავე” ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი გახლავთ. შარშან ადნანი “იუნაიტედის” რეზერვში ასპარეზობდა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეხლა კი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბრიტანულმა პრესამ იანუზასთან ექსკლუზივური ინტერვიუ ჩაწერა...

- პრემიერ ლიგის რეალურ ფავორიტად რომელი გუნდი გესახებათ?


- "ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ოქროს მედლების მოპოვების უკეთესი შანსი “სიტის” და “ჩელსის” აქვთ. ამ ორ გუნდს პრემიერ ლიგის ბრძოლის რესურსი გააჩნია. “არსენალმა” შესანიშნავი სტარტი აიღო, მაგრამ მეეჭვება სეზონის ბოლომდე გაძლოს. სამწუხაროდ ჩვენ მე-7 ადგილზე ვიმყოფებით 37 ქულით, თუმცა მერწმუნეთ ყოველივე ტურში "სასწაული" ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება".

- ფანების მხრიდან ზეწოლას ხომ არ განიცდით?


- "პირიქით, გულშემატკივრები ყველანაირად გვერდში გვიდგას. მათ ჩვენი შესანიშნავად ესმით. ზოგადად, ინგლისში ფეხბურთს სულ სხვაგვარად უყურებენ. ყველამ იცის, მის საყვარელ გუნდს რა შეუძლია და ამოცანებსაც ამის მიხედვით უსახავს".

- როგორია ადნანის ერთი ჩვეულებრივი დღე?


- "წყნარს ვერ გეტყვით. დილით ვდგები, მერე ჩემს საყვარელ კაფეში ვსაუზმობ და ვარჯიშზე მივდივარ. ხშირად უკანა გზაზე, საღამოს სახლში ვატარებ და ხმაურიან წვეულებებს ვმართავ, მართალია ბევრ ჩემს მეზობელს ვაწუხებთ, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი ვარ".

- წეღან გულშემატკივრები ახსენეთ და მოდით, ეს თემა განვავრცოთ. ინგლისური და ესპანური ფანები ძალიან განსხვავდებიან თქვენი აზრით?


- "როგორც უკვე ვთქვი, ინგლისში სხვაგვარი გულშემატკივრობაა. უფრო მხურვალედაც გქომაგობენ. დავუშვათ, თამაშს აგებ. ესპანეთში როგორც სხვებისგან გამიგია გულშემატკივარი არ გამხნევებს, ინგლისში კი პირიქით, თუ შეატყვეს, რომ გუნდს მატჩის გადარჩენა შეუძლია, გულმხურვალედ გქომაგობენ. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მათ მხარდაჭერას ძალიან კარგად გრძნობ".

- პოლ პოგბაზე რას იტყვით?


- "კარგი ფეხბურთელია. მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, დიდი იმედი მაქვს, "სადაც" იქნება დიდ წარმატებებს მიაღწევს. მისი ახლანდელი შეფასებული ფასი ცოტა გაბერილი კია, მაგრამ ეს უფრო მარკეტინგული სვლა მგონია".

- ფეხბურთი რომ არა...


- "ჟურნალისტი ან კალათბურთელი გამოვიდოდი. ძალიან მომწონს ჟურნალისტის პროფეია. თუმცა, ვინ იცის, ფეხბურთს იმხელა ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, სხვა პროფესიის ათვისებაზე არ დავფიქრებულვარ".

ბევრი დაიწერა თქვენს შესაძლო "პარი სენ ჟერმენში" გადასვლაზე....


- "რას ამბობთ, "მანჩესტერი" ჩემი მეორე სახლია, ეს კლუბი სიგიჟემდე მიყვარს, თუ კლუბი ჩემს გაშვებას არ მოინდომებს მაშინ, მზად ვარ კარიერის ბოლომდე "წითელი" მაისური მეცვას".

წყარო: Thesun.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
29 იანვარი 2014 00:35
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ვაიმეე ადნნააან <3 ახლა უფრო შემიყვარდა ეს ბიჭი :D <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: MANUTD FAN.
29 იანვარი 2014 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ძალიან მაგარი კაცი ხარ ადნან და იმედი მაქვს შენს სიტყვებს შეასრულებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top