თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2014, 18:47
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2289,
კომენტარები: 14
"იუნაიტედის" სატრანსფერო რეკორდები
გთავაზობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო რეკორდებს
რეი უილკინსი £825,000

რეი უილკინსი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსიდან" შეიძინა 1979 წლის აგვისტოში. ინგლისელი "ეშმაკების" რიგებში 5 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 194 მატჩი და 10 გოლია

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


გარი ბერტლზი £1.25 მილიონი

გარი ბერტლზის ტრანსფერი 1980 წლის აგვისტოში შედგა. ის "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნოტინგემ ფორესტიდან" £1.25 მილიონად შეიძინა. ბერტლზმა კლუბში 2 სეზონი გაატარა და 66 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


ბრაიან რობსონი £1.25 მილიონი

ბრაიან რობსონი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1981 წლის ოქტომბერში "ვესტ ბრომვიჩიდან" £1.25 მილიონად შეიძინა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლუბში 461 მატჩი ჩაატარა და 91 გოლის გატანა შეძლო. რობსონის დებიუტი "ტოტენჰემთან" მატჩში შედგა, 1981 წლის 7 ოქტომბერს.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


მარკ ჰიუზი £1.5 მილიონი

მარკ ჰიუზის ტრანსფერი 1988 წლის ივნისში განხორციელდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ის "ბარსელონადან" შეუერთდა. ჰიუზმა "იუნაიტედში" 10 სეზონი გაატარა. მის ანგარიშზე 467 მატჩი და 163 გოლი. ლეგენდის დებიუტი 1988 წლის 26 ოქტომბერს შედგა, როცა ის 20 წლის იყო.


"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


გარი პალისტერი £2.3 მილიონი

გარი პალისტერი "მანჩესტერ იუნაიტედს" 1989 წლის აგვისტოში "მიდელსბროდან" შეუერთდა. ინგლისელმა კლუბში 9 სეზონი გაატარა. მის ანგარიშზე 437 მატჩი და 15 გოლია. მისი დებიუტი 1989 წლის 30 აგვისტოს, "ნორვიჩთან" მატჩში შედგა.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


როი კინი £3.75 მილიონი

"იუნაიტედის" ლეგენდარული კაპიტნის, როი კინის ტრანსფერი 1993 წლის ივლისში შედგა. ის სერ ალექს ფერგიუსონმა "ნოტინგემ ფორესტიდან" შეიძინა. როიმ ოქროს ასოებით ჩაწერა მისი სახელი "იუნაიტედის" ისტორიაში. მისი დებიუტი 1993 წლის 7 აგვისტოს, "არსენალთან" მატჩში. კინმა კლუბში 480 მატჩი ჩაატარა და 51 გოლის გატანა შეძლო.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


ენდი კოული £7 მილიონი

ენდი კოულის ტრანსფერი 1995 წლის იანვარში განხორციელდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისელი "ნიუკასლიდან შეიძინა. კოულმა კლუბში 8 სეზონი გაატარა. მის ანგარიშზე 275 მატჩი და 121 გოლია.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


იაპ სტამი £10.75 მილიონი

ჰოლანდიელი მცველი "მანჩესტერ იუნაიტედს" 1998 წლის ივლისში "პსვ"–დან შეუერდა. სტამი "ეშმაკების" რიგებში 4 სეზონის განმავლობაში ირიცხებოდა. მან 127 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


დუაიტ იორკი £12.6 მილიონი

იორკის ტრანსფერი 1998 წლის აგვისტოში განხორციელდა. ის "იუნაიტედმა" ასტონ ვილადან შეიძინა. მან კლუბში 4 სეზონი გაატარა და 66 გოლიც გატანა შეძლო. იორკის ანგარიშზე 152 მატჩია. ინგლისელის დებიუტი 1998 წლის 22 აგვისტოს, "ვესტ ჰემთან" მატჩში შედგა.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


რუდ ვან ნისტელროი £19 მილიონი

ლეგენდარული ჰოლანდიელი გოლეადორი, რუდ ვან ნისტელროი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2001 წლის ივლისში "პსვ"–დან შეუერდა. მისი დებიუტი 2001 წლის 12 აგვისტოს შედგა, "ლივერპულთან" მატჩში, სადაც ჰოლანდლიემა თავი გამოიჩინა და 51–ე წუთზე შეძლო მისი პირველი გოლის გატანა "იუნაიტედის" მაისურით. ჰოლანდლიემა კლუბში 5 სეზონი ითამაშა. მის ანგარიშზე 219 მატჩი და 150 გოლია.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


ხუან სებასტიან ვერონი £28 მილიონი

ვერონი "იუნაიტედს" 2001 წლის ივლისში, იტალური "ლაციოდან" შეურთდა. არგენტინელი "წითლების" მაისურით 2 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 82 მატჩი და 11 გოლია.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


რიო ფერდინანდი £29 მილიონი

ფერდინანდი "მანჩესტერ იუნაიტედს" "ლიდსიდან" შეუერთდა 2002 წლის ზაფხულში. ამ ტრანსფერის შემდეგ ის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. ფერდინანდი კლუბში უკვე 12 სეზონია ასპარეზობს. მის ანგარიშზე 445 ჩატარებული მატჩი და 8 გოლია.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


დიმიტარ ბერბატოვი £30 მილიონი

ბულგარელი ფორვარდი "იუნაიტედს" 2008 წლის აგვისტოში შეუერთდა ლონდონური "ტოტენჰემიდან". ბერბატოვმა კლუბში 4 სეზონი გაატარა. მის ანგარიშზე 149 მატჩი და 57 გოლია.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები


ხუან მატა £37,1 მილიონი

ესპანელი ნახევარმცველი "იუნაიტედს" 2014 წლის იანვარში შუერთდა ლონდონის "ჩელსიდან". ის გახდა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი კლუბის ისტორიაში.

"იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები
სიახლეები
14 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2014 18:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქედან ყველაზე კარგ ტრანსფერად რუდის დიდი პატივისცემის მიუხედავად რობსონის ტრანსფერს ჩავთვლი. ნისტელროის შედეგი საუკეთესოა 219 მატჩი და 150 გოლი love
0
№2
ავტორი: zazanikabunchi
28 იანვარი 2014 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
kai statia momewona sg
0
№3
ავტორი: fabio
28 იანვარი 2014 18:53
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
კარგი სტატიაა მალადეც ავტორ,ესეთი სტატიები რო დაიწეროს უფრო ხშირად კარგი იქნებოდა.ისე ცუდია მატაზე უფრო ძვირი არ გვყავს როცა სხვა გუნდები 60-70 მილიონს იხდიან თიტქმის ყველა ზაფხულის ფანაჯრაში.
0
№4
ავტორი: red devil
28 იანვარი 2014 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Matam manchestershi 10 sezoni dayo da mis angarishze 250 matshidan 180 goli da 190 asistia :D sagol me :D
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
28 იანვარი 2014 19:08
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბერბამ კოულმა ნისლეტროიმ გაამართლა ჯერი მატაზეა ვნახოთ რას იზამს ესპანელი :3
0
№6
ავტორი: gilmour
28 იანვარი 2014 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რა პრინციპითაა ვერ მივხვდი დალაგებული. რონალდუ, რუნი, კაგავა სად არიან?
0
№7
ავტორი: Vodafone
28 იანვარი 2014 19:15
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ჩვენი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის ფასად აქვს ნაყიდი რეალს ილარამენდი facepalm
0
№8
ავტორი: VaRdo
28 იანვარი 2014 19:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფელაინი მოტეხეთ? ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Malboro463
28 იანვარი 2014 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
პირველი სამი ეგრე მარა მერე რუნი არ მოდის ? ან ფელაინი სად წავიდა?
0
№10
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2014 19:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Middlesbro
"იუნაიტედის" სატრანსფერო რეკორდები

"იუნაიტედის" სატრანსფერო რეკორდები

რუნიმდე ვერონი იყო ნაყიდი 28 მილიონად. რეკორდი რიომ მოხსნა 29 მილიონად.

სატრანსფერო ფასის ზრდის მიხედვით კი არა სატრანსფერი რეკორდების მიხედვითაა დალაგებული. ანუ ტითოეული ტრანსფერი იმ დროისთვის სარეკორდო იყო wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top