თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2014, 14:05
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 12
მატას "ოლდ ტრაფორდზე" სამშაბათსვე ვიხილავთ!
მოიესმა მატას ფორმაზე, ხუანმა კი "ოლდ ტრაფორდზე" ისაუბრა.
მატას
როგორც სჩანს ხუან მატას დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე" ტრანსფერიდან სამ დღეში შედგება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერმა აღიარა, რომ მას სურს კლუბის რეკორდულმა შენაძენმა სამშაბათსავე ითამაშოს "კარდიფის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე".

"ხუანი ფორმიდან ამოვარდნილი არ არის. ვიცი, რომ მას მოუწია რამდენიმე თამაშის გამოტოვება და შეიძლება არც ითამაშა იმდენი თამაში რამდენიც მას სურდა, თუმცა მე მაინც მინდა, რომ მატა "კარდიფთან" მატჩში ჩავრთო."-აცხადებს დევიდ მოიესი MUTV-თან საუბრისას.

ესპანელი ნახევარმცველი მხოლოდ ერთხელ წარდგა "კარდიფის" წინააღმდეგ ამ სეზონში. ეს მოხდა 19 ოქტომბერს, როცა "ჩელსიმ" 4-1 სძლია "კარდიფს" სახლში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა "კარდიფს" ახალი მენეჯერი ყავს - "ოლდ ტრაფორდის" ლეგენდა ოლე გუნარი, მატამაც კლუბი გამოიცვალა და მზად არის წითელი ფორმით ითამაშოს მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი კვირის წინ "ოლდ ტრაფორდი" მისთვის ჯოჯოხეთი იყო და ლურჯი ფორმით აკვირდებოდა "ეშმაკუნების" თამაშს.

""ოლდ ტრაფორდი" ფეხბურთის სათამაშოდ შესანიშნავი სტადიონია,"-განაცხადა მატამ შაბათს.

"მე იქ რამდენიმეჯერ მომიწია თამაში, თუმცა ყოველთვის ჩამოვდიოდი როგორც მტერი, ახლა კი მაქვს უფლება ამ შესანიშნავ სტადიონზე ვითამაშო ისე, როგორც სახლში. განსხვავება რათქმაუნდა დიდია, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს შესანიშნავი იქნება, რადგან აქ საოცარი ფანები არიან!"-დაასრულა ესპანელმა.

მატამ ბოლოს "იუნაიტედის" კარი დალაშქრა მაისში, როცა "არისტოკრატებმა" "ეშმაკუნები" 1-0 დაამარცხეს. მაგრამ ბოლო "ოლდ ტრაფორდზე" შემდგარ თამაშში, რომელიც ფრედ დასრულდა, მატა სკამზე იჯდა.

ManUtd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
27 იანვარი 2014 14:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
პერსი, მატა, რუნი R.I.P Cardiff
0
№2
ავტორი: don_vini
27 იანვარი 2014 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ერთი სული მაქვს წითელ ფორმაში როდის ვნახავ ამის თამაშს;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№3
ავტორი: VaRdo
27 იანვარი 2014 14:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალე გათენდეს ხვალინდელი დღე რა no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: davita
27 იანვარი 2014 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
როგორ ველოდები ხვალინდელ დღეეეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: Manchester_M
27 იანვარი 2014 15:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პერსი რუნი იანუზაი და მატა ესენი იყვნენ ხვალ ძან გაასწორებს.
0
№6
ავტორი: zatara
27 იანვარი 2014 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
7 ნომერი მაინც არ მემეტება ამისთვის okay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№7
ავტორი: gilmour
27 იანვარი 2014 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
აბა რაა თუ ყველაფერი მოგვარებულია და უკვე აქვს უფლება თამაშის ძირითადში უნდა იყოს რათქმაუნდა. ხვალ დიდი დღე გვაქვს ერთისიტყვით!
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
27 იანვარი 2014 16:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Saghool kaia !!
0
№9
ავტორი: Lev
27 იანვარი 2014 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
მატა მანჩესტერის ფორმით შეტევაში....ეუუფ)) მაგადია მაგადი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№10
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2014 16:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ამის თამაშს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top