თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2014, 14:05
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2352,
კომენტარები: 12
მატას "ოლდ ტრაფორდზე" სამშაბათსვე ვიხილავთ!
მოიესმა მატას ფორმაზე, ხუანმა კი "ოლდ ტრაფორდზე" ისაუბრა.
მატას
როგორც სჩანს ხუან მატას დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე" ტრანსფერიდან სამ დღეში შედგება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერმა აღიარა, რომ მას სურს კლუბის რეკორდულმა შენაძენმა სამშაბათსავე ითამაშოს "კარდიფის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე".

"ხუანი ფორმიდან ამოვარდნილი არ არის. ვიცი, რომ მას მოუწია რამდენიმე თამაშის გამოტოვება და შეიძლება არც ითამაშა იმდენი თამაში რამდენიც მას სურდა, თუმცა მე მაინც მინდა, რომ მატა "კარდიფთან" მატჩში ჩავრთო."-აცხადებს დევიდ მოიესი MUTV-თან საუბრისას.

ესპანელი ნახევარმცველი მხოლოდ ერთხელ წარდგა "კარდიფის" წინააღმდეგ ამ სეზონში. ეს მოხდა 19 ოქტომბერს, როცა "ჩელსიმ" 4-1 სძლია "კარდიფს" სახლში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა "კარდიფს" ახალი მენეჯერი ყავს - "ოლდ ტრაფორდის" ლეგენდა ოლე გუნარი, მატამაც კლუბი გამოიცვალა და მზად არის წითელი ფორმით ითამაშოს მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი კვირის წინ "ოლდ ტრაფორდი" მისთვის ჯოჯოხეთი იყო და ლურჯი ფორმით აკვირდებოდა "ეშმაკუნების" თამაშს.

""ოლდ ტრაფორდი" ფეხბურთის სათამაშოდ შესანიშნავი სტადიონია,"-განაცხადა მატამ შაბათს.

"მე იქ რამდენიმეჯერ მომიწია თამაში, თუმცა ყოველთვის ჩამოვდიოდი როგორც მტერი, ახლა კი მაქვს უფლება ამ შესანიშნავ სტადიონზე ვითამაშო ისე, როგორც სახლში. განსხვავება რათქმაუნდა დიდია, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს შესანიშნავი იქნება, რადგან აქ საოცარი ფანები არიან!"-დაასრულა ესპანელმა.

მატამ ბოლოს "იუნაიტედის" კარი დალაშქრა მაისში, როცა "არისტოკრატებმა" "ეშმაკუნები" 1-0 დაამარცხეს. მაგრამ ბოლო "ოლდ ტრაფორდზე" შემდგარ თამაშში, რომელიც ფრედ დასრულდა, მატა სკამზე იჯდა.

ManUtd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
27 იანვარი 2014 17:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოიესი რას იტყვის დღეს ნეტა? იმედია გამახარებს და მეტყვის რომ რუნი პერსი მზადაა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: red devil
27 იანვარი 2014 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Xval unda movigot uechveli
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top