თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2014, 19:49
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3528,
კომენტარები: 15
მატა: იმედი მაქვს ოდესმე "ოლდ ტრაფორდზე" ვითამაშებ
რა საერთო აქვს ხუან მატას და ერიკ კანტონას...
მატა: იმედი მაქვს ოდესმე
ხუან მატას ტრანსფერთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ხორვატიულმა ვებგვერდმა 24Sata.hr-მ.

2010 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მატა "ვალენსიას" ფეხბურთელი იყო, ესპანელი იმყოფებოდა ხორვატიაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართულ მატჩში.

თამაშის შემდეგ მასთან ინტერვიუ ჩაწერა ხორვატმა ჟურნალისტმა ანტონიო ბევანდამ, საქმე იმაში გახლავთ, რომ ჟურნალისტის ყურადღება მიიპყრო ერთმა საინტერესო მომენტმა.

"ერთი საინტერესო ამბავი მახსოვს ესპანელთან დაკავშირებით. ეს მოხდა 2010 წლის 12 ოქტომბერს. ახალგზრდა ესპანელი იმყოფებოდა ვარძინში, სადაც მისი ნაკრები ხორვატიასთან ანგარიშით 3-0 დასრულდა.

იქ იმყოფებოდა ესპანელი ჟურნალისტი, რომელსაც სურდა მატასთან და ბოიან კრკიჩთან ჩაეწერა ინტერვიუ მომავალ მატჩთან დაკავშირებით (რამდენიმე დღის შემდეგ "ბარსელონა" ნოუ კამპზე მასპინძლობდა "ვალენსიას"). როცა ხუანი გასახდელი ოთახიდან გამოვიდა, ჟურნალისტმა მას წითელი მაისური მიაწოდა, რომელიც მატამ დედამისს გადასცა ჩანთაში ჩასადებად.

ვიფიქრე, რომ ეს იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური, ერიკ კანტონას წარწერით. ძალიან მინდოდა გამერკვია ეს სიმართლე იყო თუ არა.

"მე ვნახე მაისური რომელიც ჩანთაში ჩადე. ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურია?" - ვკითხე ესპანელს.

მატამ გაიცინა და მიპასუხა: "დიახ, ეს "იუნაიტედის" მაისურია. მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ."

შემდეგ კი იმ დროისთვის ერთ-ერთმა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურელმა დაამატა: "მე იმედი მაქვს, რომ ოდესმე "ოლდ ტრაფორდზე" ვითამაშებ."

ამ სიტყვებით მე მივხვდი, თუ როგორ უყვარდა მას "იუნაიტედი" და როგორ სურდა "წითელ ეშმაკებს" შეერთებოდა."
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
26 იანვარი 2014 19:49
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგარი კაცია love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
26 იანვარი 2014 19:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მერე სად იყავი აქამდე ვერ თქვი ეგ? wink
0
№3
ავტორი: ლადო
26 იანვარი 2014 19:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დღითიღე უფრო და უფრო მიყვარდება რაა ეს კაცი...იმედია კარგიფთან ვნახავ წითელ ფორმაში და გოლი, რომ გაიტანოს მაგრად გამისწორდება
0
№4
ავტორი: red.vuking
26 იანვარი 2014 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
მატაააააააააააა.. :) 7 მიცეს????? :)
0
№5
ავტორი: Manchester_M
26 იანვარი 2014 19:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რა გააჩითა ავტორმა სგ !!!!
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2014 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამას გვიმალავდი??? wink
0
№7
ავტორი: buka oboladze
26 იანვარი 2014 20:25
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
red.vuking,
კი შვიდი ნომერი მისცეს
0
№8
ავტორი: Manchester_M
26 იანვარი 2014 20:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნიმ კონტრაქტი გაახარნგრძლივა და უეჭველი ამ ტრანსფერმაც იქონია გავლენა.
0
№9
ავტორი: GoGa.
26 იანვარი 2014 21:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
ვითომ სიმართლეა ? belay
0
№10
ავტორი: LizarD
26 იანვარი 2014 21:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
buka oboladze,
ოფიციალურად? ჯერ არსად დაწერილა რა ნომრით იასპარეზებს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top