თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2014, 12:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3116,
კომენტარები: 19
მატას ტრანსფერმა შესაძლოა კაგავას წასვლა გამოიწვიოს
იაპონელის ადგილი "იუნაიტედში" კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
მატას ტრანსფერმა შესაძლოა კაგავას წასვლა გამოიწვიოს
ხუან მატას 37 მილიონიანმა ტრანსფერმა შესაძლოა "ეშმაკუნების" ბანაკში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, რომ ეს დღეებია საუბრები არ წყდება ამ შესაძლო ტრანსფერთად დაკავშირებით. მეტიც, 99% ით უკვე "წითელი ეშმაკია".

რაც ყველასთვის თვალსაჩინოა, გუნდში მატას მოსვლა საგრძნობლად შეამცირებს კაგავასთვის შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს. როგორც ჩანს, დევიდ მოიესის გეგმებში არ შედის კაგავა, და მთავარ "დამრტყმელ" ძალად რუნის, მატას და რობინ ვან პერსის ხედავს.

ასევე ადნან იანუზაი, რომელიც ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრეს ძირითად შემადგენლობაში, თამაშის შანსებს უმცირებს იაპონელს. ერთი მხრივ ეს გუნდისთვის შესაძლოა ძალიან მომგებიანიც კი აღმოჩნდეს, რადგან მოიესს შეუძლია როისის და გიუნდოგანის ტრანსფერში ყოფილი დორტმუნდელი თამამად ჩართოს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც იურგენ კლოპი ახლაც გამოთქვამს სიმპათიებს მისი ყოფილი შეგირდის მიმართ, რომელმაც "ბორუსია" 2 წლის წინ დატოვა.

ამ სეზონში კაგავა მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ხოლო საერთო ჯამში მან 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ვერცერთი მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა. ასე და ამგვარად, უკვე ნათელი ხდება თუ როგორ აპირებს მატას გამოყენებას დევიდ მოიესი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გუნდში კაგავას ადგილი აღარ არის, როდესაც ყველანი მწყობრში იქნებიან.

მოსალოდნელია რომ მომავალ ზაფხულს "იუნაიტედი" კიდევ უფრო შეეცდება შემტევი ფეხბურთელების დამატებას. რაც თავის მხრივ გამორიცხავს კაგავას გუნდში დარჩენის აუცილებლობას. მოგახსენებთ რომ ამ დროისთვის "იუნაიტედის" რადარზე იმყოფებიან: ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კარლოს მანე (სპორტინგი), მარკო როისი (დორტმუნდი), და პატრიკ ჰერმანი (მიუხენგლადბახი).

წყარო: MEN
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
24 იანვარი 2014 13:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კაგავა კი არა მალე გააოფიციალურეთ რა. ყველაფერში ნელები და ზანტები როგორ ხართ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Shako Jones
24 იანვარი 2014 13:05
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ტეხავს ძაან ნიჭიერია, რამხელა იმედებს ვამყარებდით მაგრამ კარგ თანხად თუ გავუშვებთ..
0
№3
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2014 13:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გუნდოგანში გაცვალონ , კაგავასთვისაც კარგი იქნება, იუნაიტედისთვისაც, ბურუსიასთვისაც... მაგრამ მე კაგავა ძირითადში მინდა ვალენსიას ნაცვლად <3
0
№4
ავტორი: BERDI
24 იანვარი 2014 13:20
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
რო დარჩეს კარგია მოიესმა უნდა მოარგოს ტაქტიკა, მატა , რუნი,პერსი,კაგავა,იანუზაი ამ შეტევას და მართლა ძალიან მაგარი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: red devil
24 იანვარი 2014 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჯობია წავიდეს
0
№6
ავტორი: DaTo_O
24 იანვარი 2014 13:29
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
BERDI MAN_FAN,
ზუსდტად ეგრეა მაგარი იქნება ეგ love

რუნი - პერსი

მატა - კაგავა - იანუზაი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 იანვარი 2014 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კაგავა წავიდეს იმ შემთხვევაში თუ როისი ან გუნდოგანი მოვა, სხვა შემთხვევაში არა!!! ისედაც გვაკლია მაღალი კლასის ფეხბურთელები და კაგავა ერთადერთია დღესდღეობით ( თუ რუნის არ ჩავთვლით რა თქმა უნდა) რომელსაც შეუძლია ცენტრიდან შეტევის დაწყება და თავდამსხმელის პასით მომარაგება.
0
№8
ავტორი: G1OrGiaNdM.U.
24 იანვარი 2014 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
kargi iqneba roisi rom davimatot kagava albat gasashvebia ver jdeba manus stilshi mata ver chajdeba albat shecvla mouwevs sqemis
0
№9
ავტორი: VaRdo
24 იანვარი 2014 13:54
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ როისი რომ დავიმატოთ კიდე იმენა მკვლელი ნახევარდაცვა ვეყოლება. მერე ზაფხულში დაცვას მიხვედავთ და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Tamara
24 იანვარი 2014 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
იქნებ ამასობაში კლევერლი მოვიშოროთ :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top