თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2014, 12:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3117,
კომენტარები: 19
მატას ტრანსფერმა შესაძლოა კაგავას წასვლა გამოიწვიოს
იაპონელის ადგილი "იუნაიტედში" კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
მატას ტრანსფერმა შესაძლოა კაგავას წასვლა გამოიწვიოს
ხუან მატას 37 მილიონიანმა ტრანსფერმა შესაძლოა "ეშმაკუნების" ბანაკში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, რომ ეს დღეებია საუბრები არ წყდება ამ შესაძლო ტრანსფერთად დაკავშირებით. მეტიც, 99% ით უკვე "წითელი ეშმაკია".

რაც ყველასთვის თვალსაჩინოა, გუნდში მატას მოსვლა საგრძნობლად შეამცირებს კაგავასთვის შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს. როგორც ჩანს, დევიდ მოიესის გეგმებში არ შედის კაგავა, და მთავარ "დამრტყმელ" ძალად რუნის, მატას და რობინ ვან პერსის ხედავს.

ასევე ადნან იანუზაი, რომელიც ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრეს ძირითად შემადგენლობაში, თამაშის შანსებს უმცირებს იაპონელს. ერთი მხრივ ეს გუნდისთვის შესაძლოა ძალიან მომგებიანიც კი აღმოჩნდეს, რადგან მოიესს შეუძლია როისის და გიუნდოგანის ტრანსფერში ყოფილი დორტმუნდელი თამამად ჩართოს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც იურგენ კლოპი ახლაც გამოთქვამს სიმპათიებს მისი ყოფილი შეგირდის მიმართ, რომელმაც "ბორუსია" 2 წლის წინ დატოვა.

ამ სეზონში კაგავა მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ხოლო საერთო ჯამში მან 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ვერცერთი მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა. ასე და ამგვარად, უკვე ნათელი ხდება თუ როგორ აპირებს მატას გამოყენებას დევიდ მოიესი. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გუნდში კაგავას ადგილი აღარ არის, როდესაც ყველანი მწყობრში იქნებიან.

მოსალოდნელია რომ მომავალ ზაფხულს "იუნაიტედი" კიდევ უფრო შეეცდება შემტევი ფეხბურთელების დამატებას. რაც თავის მხრივ გამორიცხავს კაგავას გუნდში დარჩენის აუცილებლობას. მოგახსენებთ რომ ამ დროისთვის "იუნაიტედის" რადარზე იმყოფებიან: ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კარლოს მანე (სპორტინგი), მარკო როისი (დორტმუნდი), და პატრიკ ჰერმანი (მიუხენგლადბახი).

წყარო: MEN
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: Z A C K™
24 იანვარი 2014 14:37
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ნო პრობლემ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№12
ავტორი: Malboro463
24 იანვარი 2014 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5886
აგი კიდე არ გაიფუორმებით?
0
№13
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2014 15:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაგავა ცოდოა მანჩესტერსი, მითუმეტეს მატა ტუ მოვა. ბორუსიაში თუ დაბრუნდება კარგი იქნება, გუნდოგანსი გავუცვალოთ ან როისში, ცოტას დავუმატებთ და ეგაა :დ ბორუსიაში ამის თამაშები რო მახსენდება მაგრად მიტყდება ამის უთამაშებლობა. გავუშვათ :დ
0
№14
ავტორი: Malboro463
24 იანვარი 2014 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5886
ჰუმელსში ან სუბოტიჩში გაცვალონ + თანხასაც დაუმატებენ
0
№15
ავტორი: gilmour
24 იანვარი 2014 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჯერ ერთ AMF-ს ვერ მოუძებნეს გუნდში ადგილი და ახლა უკვე 2 გვყავს და კაგავას საერთოდ აღარ მოუწევს თამაში. თან მატა ბევრად უფრო კარგი ფეხბურთელია. მეც მევასება კაგავა მაგრამ საყრდენი ნახევარმცველი ვერ დადგება მაგისგან ფიზიკურად სუსტია. ამიტომ რამე კარგ ტრანსფერში თუ ჩართავენ კარგი ვარიანტი იქნება.
0
№16
ავტორი: don_vini
24 იანვარი 2014 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ყველამ უნდა ვაღიაროთ რომ კაგავას ტრანფერმა არ გაამართლა.რამხელა ავანსიც იყო ამ ფეხბურთელზე გაწეული იმის ანხევარიც კი ვერ გამოავლინა.ამ ფეხბურთელს სხვა ტაკტიკა ჭირდება გუნდში.2 თავდასხმელიან გუნდშI უბრალოდ ჭირს ამ ფეხბურთელის ადგილის მოძებნა და ეგ დაემართა მანჩესტერში.2 ფორვარდით ვთამაშობთ და ვინგერათ კი აყენებდნენ მაგრამ ვერ თამაშობს ვინგერად.ასე რომ ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№17
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2014 16:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
gilmour,
მე პირადად მირჩევნია ვალენსია გაუშვან ამის გაშვებას, მატა რომ მოვა ყველაფერი შეიცვლება, ტექნიკური და კრეატიულია მატა და შეუწყობს თამაშს, ვალენსიას კიდე მარტო თავისი თავი უგებს. კრეატიული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შეტევა ძალიან მაგარია მანჩესტერში კიდე ზუსტად ეგრე გამოდის, თუ გადმოვიდა ზემოთხსენებული + რუნი + იანუზაია + პერსი + კაგავა... სუყველას აქვს მაგის ნიჭი. მემგონი დამეთანხმები...
0
№18
ავტორი: Manchester_M
24 იანვარი 2014 17:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაგავა რატო უნდა წავიდეს ? მეტი გასაშვები ვერ ნახეს ?
0
№19
ავტორი: SAF
24 იანვარი 2014 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს და 15 მილიონი და როისი ჩვენია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top