თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2014, 13:49
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2514,
კომენტარები: 20
მატა იუნატედს დაუახლოვდა
37 მილიონი ესპანელი გამთამაშებლის სანაცვლოდ და გარი ნევილის მოსაზრება ამ ტრანსფერთად დაკავშირებით.
მატა იუნატედს დაუახლოვდა
სამშაბათის პრესა იუწყება, რომ დევიდ მოიესმა ოფიციალურად მიმართა "ჩელსის" ხელმღვანელებს, რათა ხუან მატა მის შეგირდების სიას მიუმატოს. მოგეხსენებათ რომ ამ უკანასკნელს არ ეძლევა საკმარისი სათამაშო დრო, მას შემდეგ რაც გუნდში ჟოზე მოურინიო დაბრუნდა.

პრემიერ ლიგის ცხრილში, მეშვიდე ადგილზე მყოფი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი ამ ფატქს გამოეხმაურა და დაამატა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აუცილებელია გუნდს "ახალი სისხლი" შეემატოს. მაგრამ ყოფილი მცველი ფიქრობს რომ მატა ვერ ჯდება "იუნაიტედის" სათაშო სტილში.

"ეს დიდი თანხაა (37 მილიონი), მაგრამ კლუბს აუცილებლად სჭირდება ახალი ფეხბურთელი." - აცხადებს ნევილი Monday Night Football-თან ინტერვიუში.

"ერგება ის იმას, რასაც "იუნაიტედის" ფილოსოფია ჰქვია ?! მე ვიტყოდი რომ არა. პირველი კითხვა ის არის, თუ სად უნდა ითამაშოს მან ? უეინ რუნი და რობინ ვან პერსი შეტევის ხაზს მშვენივრად ინაწილებენ. მატამ მარცხენა ფრთაზე უნდა ითამაშოს თუ მარჯვენა ?!"

"ჩვენ ვხედავთ თუ როგორ უწევს ხანდახან კაგავას მარცხნივ თამაში. ჩვენ ერთად ვნახეთ თუ როგორ თამაშობდა კლებერსონი მარცხნივ. ასევე იყო ვერონიც, რომლმაც აგრეთვე მარცხენა ფრთაზე გადაინაცვა, რადგან ვერ ახერხებდა გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშს."

"დევიდ მოიესს ალბათ გუნდის ფილოსოფიის შეცვლა აქვს განზრახული. ალბათ ვინგერების გარეშე თამაშის დრო მოვიდა. ის ალბათ 3 ნახევარმცველით აპირებს თამაშს."

"იმისათვის რომ, მატამ შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს, მაშინ ცვლილებები უნდა მოხდეს გუნდში. "იუნაიტედი" ძირითადად ვინგერებით თამაშობს და სად მოუწევს მატას ადგილის დამკვიდრება?"

"მატა შესანიშნავი ფეხბურთელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად საჭიროა ის არის, რომ დებიდ მოიესმა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და ედ ვუდვარდმა ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელონ."

"ეს სწორედ ისაა, რაც "იუნაიტედს" სჭირდება. ახალი ფეხბურთელების დამატება გუნდში მყოფთაგანების მოტივაციაზეც იმოქმედებს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი 3-4 ახალი ფეხბურთელის დამატება."

"შეიძლება მატას შეძენით რაღაც ახალი დაიწყოს გუნდში, მაგრამ თუ მკითხავთ, ჯდება თუ არა ის გუნდის სათამაშო სტილში, მე მაინც გეტყვით - არა." - დაასრულა გარი ნევილმა.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ მატა სათამაშო დროის გამო უკმაყოფილიოა და სავარაუდოდ დატოვებს ლონდონურ კლუბს, რათა მუნდიალზე განაცხადში მისი მოხვედრის შანსები საგრძნობლად გაზარდოს. რაც ყველაზე მთავარია, "იუნაიტედი" მასში სარეკორდო თანხის გადახდას აპირებს, ყველაფერი ცნობილი 48 საათში გახდება.

მატა იუნატედს დაუახლოვდა

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
21 იანვარი 2014 13:51
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ამაზე მაგარს ზამთარში ვერ დავითრევთ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: ViDa
21 იანვარი 2014 13:59
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ეს თუ წამოვიდა პრობლემის ნახევარი გადაჭრილი იქნებაა :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2014 14:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მაგარი ვარიანტია ამ ეტაპზე, უკეთესი არ გადმოვა და მატა დაგვხატავს. იჩალიჩონ და მოიყვანონ ეს კაცი
0
№4
ავტორი: chudikone
21 იანვარი 2014 14:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაზე მაგარი შანსი გვაქვს ამის შეძენის. ჩელსი 40 მილიონად ყიდის და იმედია 3 მილიონს არ დაჟმოტავენ. თუნდაც არ იყოს იუნაიტედის სტილი მერე რა. თუნდაც შეცვლა დასჭირდეს, ხო ყველა კარგად ვხვდებით რომ ამ ნახევარდაცვით შორს ვერ წავალთ. ძაან გამიხარდება თუ ვიყიდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: gilmour
21 იანვარი 2014 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვეთანხმები ნევილს არ ჯდება მანჩესტერის სტილში, ისე როგორც კაგავას ვერ მოუნახეს ადგილი, არ მინდა ვინგერების გარეშეთამაში, თუმცა ვინმე აუცილებლად უნდა ვიყიდოთ და იყოს მატა.
0
№6
ავტორი: Vodafone
21 იანვარი 2014 14:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
gilmour,
გეთანხმები.

შეიძლება კაგავს ჯობია, მაგრამ ერთი სტილის ფეხბურთელები არიან, ორივე ჭკვიანია, ტექნიკური მაგრამ ფიზიკურად არცერთი არაა ძლიერი. კაგავა მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა რუნი ან პერსი დამტვრეულია, იგივე მოუწევს მატასაც. მაგრამ ახლა ისე გვჭირდება ახალი სისხლი, ეს ტრანსფერიც გამიხარდება.
0
№7
ავტორი: Manutd vs chelsea
21 იანვარი 2014 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
Matas yvelaze kargi variantia
0
№8
ავტორი: gio(kosheichi)
21 იანვარი 2014 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
amaze kai varianti zamtarshi aramgonia iyos albat tqvenc dametanxmebit
0
№9
ავტორი: buka oboladze
21 იანვარი 2014 15:11
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ნეტა გადმოვიყვანოთ
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
21 იანვარი 2014 15:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არამგონია რო გადმოვიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top