თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2014, 13:49
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2521,
კომენტარები: 20
მატა იუნატედს დაუახლოვდა
37 მილიონი ესპანელი გამთამაშებლის სანაცვლოდ და გარი ნევილის მოსაზრება ამ ტრანსფერთად დაკავშირებით.
მატა იუნატედს დაუახლოვდა
სამშაბათის პრესა იუწყება, რომ დევიდ მოიესმა ოფიციალურად მიმართა "ჩელსის" ხელმღვანელებს, რათა ხუან მატა მის შეგირდების სიას მიუმატოს. მოგეხსენებათ რომ ამ უკანასკნელს არ ეძლევა საკმარისი სათამაშო დრო, მას შემდეგ რაც გუნდში ჟოზე მოურინიო დაბრუნდა.

პრემიერ ლიგის ცხრილში, მეშვიდე ადგილზე მყოფი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი ამ ფატქს გამოეხმაურა და დაამატა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აუცილებელია გუნდს "ახალი სისხლი" შეემატოს. მაგრამ ყოფილი მცველი ფიქრობს რომ მატა ვერ ჯდება "იუნაიტედის" სათაშო სტილში.

"ეს დიდი თანხაა (37 მილიონი), მაგრამ კლუბს აუცილებლად სჭირდება ახალი ფეხბურთელი." - აცხადებს ნევილი Monday Night Football-თან ინტერვიუში.

"ერგება ის იმას, რასაც "იუნაიტედის" ფილოსოფია ჰქვია ?! მე ვიტყოდი რომ არა. პირველი კითხვა ის არის, თუ სად უნდა ითამაშოს მან ? უეინ რუნი და რობინ ვან პერსი შეტევის ხაზს მშვენივრად ინაწილებენ. მატამ მარცხენა ფრთაზე უნდა ითამაშოს თუ მარჯვენა ?!"

"ჩვენ ვხედავთ თუ როგორ უწევს ხანდახან კაგავას მარცხნივ თამაში. ჩვენ ერთად ვნახეთ თუ როგორ თამაშობდა კლებერსონი მარცხნივ. ასევე იყო ვერონიც, რომლმაც აგრეთვე მარცხენა ფრთაზე გადაინაცვა, რადგან ვერ ახერხებდა გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშს."

"დევიდ მოიესს ალბათ გუნდის ფილოსოფიის შეცვლა აქვს განზრახული. ალბათ ვინგერების გარეშე თამაშის დრო მოვიდა. ის ალბათ 3 ნახევარმცველით აპირებს თამაშს."

"იმისათვის რომ, მატამ შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს, მაშინ ცვლილებები უნდა მოხდეს გუნდში. "იუნაიტედი" ძირითადად ვინგერებით თამაშობს და სად მოუწევს მატას ადგილის დამკვიდრება?"

"მატა შესანიშნავი ფეხბურთელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად საჭიროა ის არის, რომ დებიდ მოიესმა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და ედ ვუდვარდმა ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელონ."

"ეს სწორედ ისაა, რაც "იუნაიტედს" სჭირდება. ახალი ფეხბურთელების დამატება გუნდში მყოფთაგანების მოტივაციაზეც იმოქმედებს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი 3-4 ახალი ფეხბურთელის დამატება."

"შეიძლება მატას შეძენით რაღაც ახალი დაიწყოს გუნდში, მაგრამ თუ მკითხავთ, ჯდება თუ არა ის გუნდის სათამაშო სტილში, მე მაინც გეტყვით - არა." - დაასრულა გარი ნევილმა.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ მატა სათამაშო დროის გამო უკმაყოფილიოა და სავარაუდოდ დატოვებს ლონდონურ კლუბს, რათა მუნდიალზე განაცხადში მისი მოხვედრის შანსები საგრძნობლად გაზარდოს. რაც ყველაზე მთავარია, "იუნაიტედი" მასში სარეკორდო თანხის გადახდას აპირებს, ყველაფერი ცნობილი 48 საათში გახდება.

მატა იუნატედს დაუახლოვდა

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Tamara
21 იანვარი 2014 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ამაზე კარგს ვის იყიდიან, ყველაფერში ჩაჯდება, ნეტა ზედმეტი ფილოსოფიიით თავი არ აიფეთქოთ
0
№12
ავტორი: fabio
21 იანვარი 2014 16:09
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
მოყვანოს და ცოტათი მაინც დაგვეხმარება რა ვიცი
0
№13
ავტორი: VaRdo
21 იანვარი 2014 16:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამაზე კარგს მართლა ვერავის ვიყიდით ამ ზამთარს. გადმოვიდეს რა მაგრად გამისწორდება ძაან გიჟი იგროკია მე მომწონს და სხვისი არ ვიცი. ნიდით ბიჭო ერთხელ მაინც გაანძრიეთ ცენზურა და დადეთ ტრანსფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: LizarD
21 იანვარი 2014 16:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მე წავიკითხე რომ მანჩესტერმა უარყოო, რამდენად ოფიციალური წყაროა?
0
№15
ავტორი: GGMU
21 იანვარი 2014 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ის რა ღადაობაა :D ჩიჩარიოტს ფორმაშI რო მატა ჩაუსვიათ :D
0
№16
ავტორი: Manchester_M
21 იანვარი 2014 17:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ხომ თქვა მაურინიონ პრემიერ ლიგაში ფეხბურთელს არ გავყიდიო და ამ ტრანსფერის იმედი რატო გაქვთ ?
0
№17
ავტორი: love united
21 იანვარი 2014 19:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგრად გამიხარდება ეს თუ გადმოვა.ძაან მაგარი ტრანსფერი იქნება...
0
№18
ავტორი: Malboro463
21 იანვარი 2014 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ყველაზე კარგი ვარიანტია მატა გვჭირდდება ზუსტად მარა ამ ტრანსფერის მე მაინც არ მჯერა
0
№19
ავტორი: red devil
22 იანვარი 2014 07:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Nevils vetanxmebi manchesteri yoveltvis vingerebit tamashobda da aramgonia mata chven stilshi chajdes
0
№20
ავტორი: W. Rooney
22 იანვარი 2014 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
kreatiulia da shetevebs bevrad mravalperovans gaxdis... tan msoplioze tamashi unda da bolomde daixarjeba+chelsistanac dasamtkicebeli eqneba rom cudad moeqcnen... au daglijavs es love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top