თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2014, 21:45
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2443,
კომენტარები: 12
არენდით მყოფი "მანჩესტერელები"
წარმატებული კვირა არენდით მყოფი "წითელი ეშმაკებისთვის"
არენდით მყოფი
გასული კვირა გარკვეულ წილად წარმატებული აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" იმ ფეხბურთელებისთვის,რომლებიც არენდით სხვადასხვა კლუბებში იმყოფებიან თუ არ ჩავთვლით მაიკლ კინს,რომელსაც არცერთი წუთი არ უთამაშია "დერბის" შემადგენლობაში "ბრაიგტონის" წინააღმდეგ.პარასკევს "წითელი ეშმაკების" ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი სეზონის ბოლომდე არენდის წესით ფლორენციურ "ფიორენტინაში" გადაბარგდა,მაგრამ მისი დებიუტი არ შემდგარა "კატანიის" წინააღმდეგ სავარაუდოთ მისი დებიუტი ფლორენიურ კლუბში იტალიის თასზე "სიენას" წინააღმდეგ შედგება.

ნიკ პაუელი - "დონკასტერი" 3:0 "უიგანი"

ნიკ პაუელმა,რომელმაც მიმდინარე თვეში "უიგანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა სრული 90 წუთი ითამაშა ამჟამინდელ კლუბში "დონკასტერის" წინააღმდეგ.იმის მიუხედავად,რომ "უიგანი" გამანადგრებელი ანგარიშით დამარცხდა მოწინააღმდეგესთან აღსანიშნავია ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტის თამაში,რომელმაც ფორვარდის პოზიციაზე ითამაშა.პაუელი მიმდინარე სეზონში "უიგანის" ბომბარდირი არის ჩემპიონშიპში 5 გოლით."FA Cup"-ზე "მილტონის" წინააღმდეგ ნიკ პაუელის შესრულებული დუბლის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უი როისლერმა განაცხადა,რომ ინგლისელი კლბუის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა.
შემდეგი მატჩი: "უიგანი" - "კრისტალ პალასი" (25 იანვარი)


რაიან ტანკლიფი - "მილუოლი" 1:0 "იფსვიჩ თაუნი"

ინგლისის ჩემპიონშიპის 26-ე ტურში რაიან ტანკლიფმა "იფსვიჩ თაუნის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა "მილუოლის" წინააღმდეგ.21 წლის ინგლისელი მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა მთელი თამაშის განმავლობაში,ასევე ის ხშირად იწევდა დაცვაში მცველების დასახმარებლად.მატჩის დასაწყისშივე რაიანს შეეძლო მისი პირველი გოლი გაეტანა "იფსვიჩის" შემადგენლობაში,მაგრამ სამწუხაროდ მისი დარტყმული ძელს მოხვდა.საერთო ჯამში მისი ტრანსფერი შესაძლოა წარმატებულად ჩავთვალოთ,რადგან მან ამჟამინდელი კლუბის შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა და 1932 წუთი გაატარა მოედანზე.
შემდეგი მატჩი: "იფსვიჩ თაუნი" - "რედინგი" (25 იანვარი)


მარნიკ ვერმილი - "ნაიმეგენი" 3:1 "დენ ჰააგი"

ასევე წარმატებული კვირა ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელ მცველს,რომელიც ამჟამად ჰოლანდიურ "ნაიმეგენში" ასპარეზობს.მან სრული მატჩი ითამაშა ერედივიზიონის მე-19 ტურში დენ ჰააგის წინააღმდეგ,სადაც მისმა კლუბმა 3-1 იმარჯვა.35-ე წუთზე,როდესაც ანგარიში 1:1 იყო ვერმილმა თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ვერმილმა მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა "ნაიმეგენის" მაისურით.მიმდინარე სეზონში მან 14 მატჩი ითამაშა აქედან 13 ძირითადში დაიწყო.
შემდეგი მატჩი: "უტრეხტი" - "ნაიმეგენი" (22 იანვარი)


ბებე - "სპორტინგ ბრაგა" 1:1 "ფერეირა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა "ფერეირას" შემადგენლბოაში "ბრაგას" წინააღმდეგ და თავისი შესანიშნავი გოლით 1 ქულა მოუტანა გუნდს.72-ე წუთზე,როდესაც "ფერეირა" მინიმალური სხვაობით აგებდა მეტოქესთან შესანიშნავი შორეული დარტყმით ბებემ ანგარიში გაათანაბრა და თავისი მეორე გოლი მიითვალა ამჟამინდელ კლუბში.23 წლის პორტუგალიელს მიმდინარე სეზონში 860 წუთი აქვს გატარებული მოედანზე.
შემდეგი მატჩი: "ბელენსესი" - "ფერეირა" (25 იანვარი)


ანხელო ენრიკესი - "რეალ სარაგოსა" 0:0 "ჰერკულესი"

"წითელი ეშმაკების" ჩილელმა ფორვარდმა,რომელიც ამჟამად ესპანურ "სარაგოსაში" თამაშობს მხოლდო 10 წუთი გაატარა მოედანზე სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურში "ჰერაკლესის" წინააღმდეგ.რა თქმა უნდა ეს დრო მას არ ეყო იმისთვის,რომ თამაშის ბედი შეეცვალა.19 წლის ჩილელი მიმდინარე სეზონში სარაგოსას ბომბარდირი არის 5 გოლით და მან საერთო ჯამში მოედანზე 1183 წუთი გაატარა.
შემდეგი მატჩი: "მირანდეში" - "სარაგოსა" (25 იანვარი)
სტატიები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
20 იანვარი 2014 21:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვერმილი სულ არ მახსოვდა თურმე რა სეზონს ატარებს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: VaRdo
20 იანვარი 2014 21:51
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნიკ პაუელი love დამიბრუნეთ ეს კაცი. კლევერლს ეხლავე მირჩევნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: GeorgeBest
20 იანვარი 2014 21:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბებემ მაგარი გოლი შეაგდო :დ პაუელი ძაან მაგარია უმატებს მაგრად. კაი სასტავი გვყავს გაშვებული დ ამომავალ წელს შეავსებენ გუნდს
0
№4
ავტორი: Berba 9
20 იანვარი 2014 21:51
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხო ვერმილი კარგი ბიჭია, ყველაზე მეტად პაუელის და ენრიკესის მეიმედება, იმედია კარგი ფეხბურთელები დადგებიან:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: gilmour
20 იანვარი 2014 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
პაუელი შემდეგი სეზონიდან ჩვენთან უნდა იყოს! ბებ კიდე ჩვენი ყოფილა:))) ამ რუნი პერსის არყოფნაში რო გვყოლოდა ისე ცოტას დაგვეხმარებოდა ჯანზე მაინცაა:)
0
№6
ავტორი: VaRdo
20 იანვარი 2014 22:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
gilmour,

ბებეზე ცუდი ფეხბურთელი იუნაიტედს არ ჰყოლია და არ დამანახოთ ეგ კაცი იუნაიტედში. მოსვლის დღიდან ზოგიერთებმა გააღმერთეს ავატარებ იდაიყენეს მაშინდელ მანუნიტედჯიზე და ლამის 7 ნომერი ჩააცვეს. რა ბებე ღადაობთ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: gilmour
20 იანვარი 2014 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
VaRdo,
ვღადაობ აბა რას ვშვები რა დაგემართა:)))) არც არასდროს დამვასებია რა ბებე:)))
0
№8
ავტორი: Beckham 7
21 იანვარი 2014 00:22
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ვერმილი რაფას ვერ ამოაგდებს რო დაბრუნდება, ზამენაზე კარგი იქნება ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№9
ავტორი: buka oboladze
21 იანვარი 2014 00:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
პაუელის იმედი მაქვს
0
№10
ავტორი: red devil
21 იანვარი 2014 04:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Poweli magari izrdeba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top