თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2014, 21:45
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2450,
კომენტარები: 12
არენდით მყოფი "მანჩესტერელები"
წარმატებული კვირა არენდით მყოფი "წითელი ეშმაკებისთვის"
არენდით მყოფი
გასული კვირა გარკვეულ წილად წარმატებული აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" იმ ფეხბურთელებისთვის,რომლებიც არენდით სხვადასხვა კლუბებში იმყოფებიან თუ არ ჩავთვლით მაიკლ კინს,რომელსაც არცერთი წუთი არ უთამაშია "დერბის" შემადგენლობაში "ბრაიგტონის" წინააღმდეგ.პარასკევს "წითელი ეშმაკების" ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი სეზონის ბოლომდე არენდის წესით ფლორენციურ "ფიორენტინაში" გადაბარგდა,მაგრამ მისი დებიუტი არ შემდგარა "კატანიის" წინააღმდეგ სავარაუდოთ მისი დებიუტი ფლორენიურ კლუბში იტალიის თასზე "სიენას" წინააღმდეგ შედგება.

ნიკ პაუელი - "დონკასტერი" 3:0 "უიგანი"

ნიკ პაუელმა,რომელმაც მიმდინარე თვეში "უიგანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა სრული 90 წუთი ითამაშა ამჟამინდელ კლუბში "დონკასტერის" წინააღმდეგ.იმის მიუხედავად,რომ "უიგანი" გამანადგრებელი ანგარიშით დამარცხდა მოწინააღმდეგესთან აღსანიშნავია ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტის თამაში,რომელმაც ფორვარდის პოზიციაზე ითამაშა.პაუელი მიმდინარე სეზონში "უიგანის" ბომბარდირი არის ჩემპიონშიპში 5 გოლით."FA Cup"-ზე "მილტონის" წინააღმდეგ ნიკ პაუელის შესრულებული დუბლის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უი როისლერმა განაცხადა,რომ ინგლისელი კლბუის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა.
შემდეგი მატჩი: "უიგანი" - "კრისტალ პალასი" (25 იანვარი)


რაიან ტანკლიფი - "მილუოლი" 1:0 "იფსვიჩ თაუნი"

ინგლისის ჩემპიონშიპის 26-ე ტურში რაიან ტანკლიფმა "იფსვიჩ თაუნის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა "მილუოლის" წინააღმდეგ.21 წლის ინგლისელი მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა მთელი თამაშის განმავლობაში,ასევე ის ხშირად იწევდა დაცვაში მცველების დასახმარებლად.მატჩის დასაწყისშივე რაიანს შეეძლო მისი პირველი გოლი გაეტანა "იფსვიჩის" შემადგენლობაში,მაგრამ სამწუხაროდ მისი დარტყმული ძელს მოხვდა.საერთო ჯამში მისი ტრანსფერი შესაძლოა წარმატებულად ჩავთვალოთ,რადგან მან ამჟამინდელი კლუბის შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა და 1932 წუთი გაატარა მოედანზე.
შემდეგი მატჩი: "იფსვიჩ თაუნი" - "რედინგი" (25 იანვარი)


მარნიკ ვერმილი - "ნაიმეგენი" 3:1 "დენ ჰააგი"

ასევე წარმატებული კვირა ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელ მცველს,რომელიც ამჟამად ჰოლანდიურ "ნაიმეგენში" ასპარეზობს.მან სრული მატჩი ითამაშა ერედივიზიონის მე-19 ტურში დენ ჰააგის წინააღმდეგ,სადაც მისმა კლუბმა 3-1 იმარჯვა.35-ე წუთზე,როდესაც ანგარიში 1:1 იყო ვერმილმა თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ვერმილმა მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა "ნაიმეგენის" მაისურით.მიმდინარე სეზონში მან 14 მატჩი ითამაშა აქედან 13 ძირითადში დაიწყო.
შემდეგი მატჩი: "უტრეხტი" - "ნაიმეგენი" (22 იანვარი)


ბებე - "სპორტინგ ბრაგა" 1:1 "ფერეირა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა "ფერეირას" შემადგენლბოაში "ბრაგას" წინააღმდეგ და თავისი შესანიშნავი გოლით 1 ქულა მოუტანა გუნდს.72-ე წუთზე,როდესაც "ფერეირა" მინიმალური სხვაობით აგებდა მეტოქესთან შესანიშნავი შორეული დარტყმით ბებემ ანგარიში გაათანაბრა და თავისი მეორე გოლი მიითვალა ამჟამინდელ კლუბში.23 წლის პორტუგალიელს მიმდინარე სეზონში 860 წუთი აქვს გატარებული მოედანზე.
შემდეგი მატჩი: "ბელენსესი" - "ფერეირა" (25 იანვარი)


ანხელო ენრიკესი - "რეალ სარაგოსა" 0:0 "ჰერკულესი"

"წითელი ეშმაკების" ჩილელმა ფორვარდმა,რომელიც ამჟამად ესპანურ "სარაგოსაში" თამაშობს მხოლდო 10 წუთი გაატარა მოედანზე სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურში "ჰერაკლესის" წინააღმდეგ.რა თქმა უნდა ეს დრო მას არ ეყო იმისთვის,რომ თამაშის ბედი შეეცვალა.19 წლის ჩილელი მიმდინარე სეზონში სარაგოსას ბომბარდირი არის 5 გოლით და მან საერთო ჯამში მოედანზე 1183 წუთი გაატარა.
შემდეგი მატჩი: "მირანდეში" - "სარაგოსა" (25 იანვარი)
სტატიები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
21 იანვარი 2014 15:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არენდით გაშვებული ხალხის იმედზე უნდა ვიყოთ ? არავის არ ყიდულობენ ?
0
№12
ავტორი: fabio
21 იანვარი 2014 16:49
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
ესენი რო დაბრუნდნენ რათ გინდა მოიესი გააფუჭებს wink

ესენი რო დაბრუნდნენ რათ გინდა მოიესი გააფუჭებს wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top