თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2014, 19:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2806,
კომენტარები: 12
მოიესის პრეს-კონფერნცია
დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ უეინ რუნი დაუბრუნდა ვარჯიშს, თუმცა განაცხადა, რომ თავდამსხმელი არ იქნება მზად კვირას, "პრემიერ ლიგის" მატჩისთვის.
მოიესის პრეს-კონფერნცია
დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ უეინ რუნი დაუბრუნდა ვარჯიშს, თუმცა განაცხადა, რომ თავდამსხმელი არ იქნება მზად კვირას, "პრემიერ ლიგის" მატჩისთვის.

რუნიმ ტრავმა მიიღო ახალი წლის დღეს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ და მას შემდეგ არ გამოსულა მოედანზე. ასევე გამოჯანმრთელების დაჩქარების მიზნით ის იმყოფებოდა ეგვიპტეში, სადაც ექიმის ზედამხედველობის ქვეშ იყო.

"აონის" სავარჯიშო კომპლექსში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოიესმა განააცხადა, რომ 28 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელება სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა მისი დაბრუნების დრო უცნობია. "უეინი დაბრუნდა. ის კარგადაა, თუმცა მზადა არ არის "ჩელსისთვის".

"ის ვარჯიშობს მოედანზე და კარგადაც გამოიყურება. მას დასვენების საშუალება ჰქონდა, ამ პერიოდში საკმაოდ მოძლიერდა და ტრავმის მოშუშებას ახერხებს, ასევე ის მცირე პერიოდით უცხოეთში იყო დასასვენებლად. ის ჩვენ ძალიან დაგვეხმარება სეზონის განმავლობაში, თუმცა არა მომავალ მატჩში."

"მე არ მინდა დავასახელო მისი დაბრუნების თარიღი და მერე აღმოჩნდეს, რომ მზად არ არის. თუმცა ეს მალე მოხდება. მე დღეს ვუყურებდი მის სირბილს და ის კარგად გამოიყურება."

"ის თავის თავს კარგად უვლის და ამ დროის განმავლობაში ფიტნეს მწვრთნელთან მუშაობდა, რომელიც მასთან ერთად გაემგზავრა. სართო ჯამში, ჩვენ კმაყოფილები ვართ და ვეცდებით უეინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოედანს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის."


ბოსმა ასევე ისაუბრა რუნის პარტნიორზე, რობინ ვან პერსიზე, რომელიც 10 დეკემბრის შემდეგ გულშემატკივრებს არ უხილავთ.

"მე ვიმედოვნებ, რომ რობინი ვარჯიშს შემდეგი კვირიდან დაიწყებს. მისი მოედანზე დაბრუნება გუნდს ძალიან დაეხმარება."

"რობინი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ძალიან გვაკლია. თუმცა ის ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან, ისევე როგორც დანარჩენი ფეხბურთელები. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ისინი მალე დაუბრუნდებიან გუნდს."


დევიდ მოიესმა ისაუბრა ანდერსონზეც, რომელიც არენდის წესით "ფიორენტინას" შეუერთდა.

"ის "ფიორენტინაში" გავანათხოვრეთ." განაცხადა ბოსმა პრესკონფერენციაზე. "ჩვენ ვერ შევძელით მისთვის იმდენი სათამაშო დროის მოცემა, რამდენიც მას სურდა. ამიტომ ვფიქრობ ეს მისთვის კარგი შანსი იქნება."

"ის მიდის კარგი ჩემპიონატის კარგ გუნდში. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ის ამით ისარგებლებს."


25 წლის ნახევარმცველი "იუნაიტედმა" 2007 წელს შეიძინა "პორტოსგან". ამ პერიოდში მან "პრემიერ ლიგაში" მხოლოდ 104 მატჩი ჩაატარა, აქედან 70-ჯერ დაიწყო პირველივე წუთებიდან.

ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯრმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მისი ევროპულ მატჩებზე დასწრების მიზეზი, რომელიმე ფეხბურთელზე დაკვირვება იყო.

"იუნაიტედის" მენეჯერი დააფიქსირეს საფრანგეთში და იტალიაში სხვადასხვა მატჩის მიმდინარეობისას, რის გამოც "იუნაიტედს" ბევრი ფეხბურთელი დაუკავშირეს. თუმცა მოიესმა განაცხადა, რომ მისი მოგზაურობის მიზეზი ტრანსფერები არ ყოფილა.

"მე უბრალოდ მომწონს ფეხბურთის ყურება"- დაამატა მან. "მე ძალიან მსიამოვნებს სხვადასხვა გუნდების მატჩების ყურება. ვცდილობ დავესწრო რაც შეიძლება მეტ მატჩს - ეს ჩემი სტილია."

"მე თამაშებს არ ვუყურებ მხოლოდ ფეხბურთელთა დასაკვირვებლად - ზოგჯერ ასეთ მატჩებზე ცოდნის შესაძენად დავდივარ. სწორედ ამ მიზეზით ვიმოგზაურე ბოლო დღეებში სხვადასხვა ქვეყანაში."


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
17 იანვარი 2014 19:56
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რუნი სასწაულ ფორმაში არისო, ჯანმრთელად არისო, ვარჯიშობსო და ჩელსისთან ვერ ითამაშებსო wink რაღაცას მაიმუნობს.
0
№2
ავტორი: GoGa.
17 იანვარი 2014 20:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
მოწეული ხო არ აქ ამჩემისას
0
№3
ავტორი: love united
17 იანვარი 2014 20:15
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგრად მაინტერესებს ანდერსონი ფიორეში რას იზამს.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 იანვარი 2014 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თუ არც რუნი და არც პერსი არ იქნებიან, მაშინ კაგავა თავის ადგილზე თავდამსხმელის უკან, ფორვარდათ ველბეკი, მარცხნივ იანუზაი და მარჯვნივ ვალენსია, შუაში ქერიქი და ფლეტჩერი, ნუ დაცვა კიდე ადვილი მისახვედრია- ვიდიჩი ევანსი (სმოლინგი), ევრა მარცხნივ და რაფაელი მარჯვნივ. რავიცი ამაზე კაი შემადგენლობა დღევანდელ მანჩესტერში ალბათ არ მოიძებნება.
0
№5
ავტორი: rooney and persi
17 იანვარი 2014 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
ამას ხო არ აჟრიალებს
0
№6
ავტორი: VaRdo
17 იანვარი 2014 20:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აცადეთ კაცს. ტრანსფერი ზაფხულში იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Amerigo
17 იანვარი 2014 20:43
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
VaRdo,
მერე კიდე გადადებენ რა უბედურებაა ფეხბურთს ტელევიზორში უყუროს!
0
№8
ავტორი: cherekter
17 იანვარი 2014 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
au robini rato ara toreeeeee mand tamashi aiweodaaaa
0
№9
ავტორი: Manchester_M
17 იანვარი 2014 22:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნი იქნება მმაიმუნობს ეს უნიჭოდ და სავარაუდოდ რვპც უნდა იყოს.
0
№10
ავტორი: VaRdo
17 იანვარი 2014 23:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
mosse,

ვნახოთ როგორი სიზმრები გაქვს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top