თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2014, 17:41
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2378,
კომენტარები: 12
ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს
"ჩელსისთან" მატჩის წინ შემოგთავაზებთ ფეხბურთელებს, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.
ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს
შესაძლოა ეს არის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მატჩი მოიესისთვის, მას შემდეგ რაც ის "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ტრავმების ეპიდემია, რომელიც ბოლო ორი თვეა "იუნაიტედის" მთავარ პრობლემად იქცა და ეს მათ ცუდ სერიაში აისახება.

საპირისპირო მდგომარეობაა ლონდონურ გუნდში, ჟოზე მაურინიოს "ჩელსი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერთა შორის არის.

ამ მატჩმა შესაძლოა სრულიად გააქროს ან ახალი სული შთაბეროს მათ საჩემპიონო ამბიციებს.

ახლა კი განვიხილავ ფეხბურთელებს, რომლებიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იქონებენ ამ მატჩში.

ბოლო ხაზი

დევიდ დე ჰეა VS ფერნანდო ტორესი

ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს

დე ჰეას ყველაზე ნაკლებად მიუძღვის წილი "იუნაიტედის" ცუდ სეზონში. ესპანელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და უამრავჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა, რასაც მის თანაგუნდელებზე ვერ ვიტყვით. ამიტომ მას გადამწყვეტი როლი ექნება "ჩელსისთან" მატჩში. მისი მოწინააღმდეგე იქნება ფერნანდო ტორესი, რომელიც როგორც ჩანს ვერასდროს დაუბრუნდება ძველ ფორმას, თუმცა მაინც შეუძლია დიდი საფრთხეები შეუქმნას ახალგაზრდა გოლკიპერის კარს.

ტორესს პროცენტულად ნამდვილად შესანიშნავი სტატისტიკა აქვს ამ სეზონში, მისი დარტყმული ბურთების 20% გოლით სრულდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მას მხოლოდ 4 გოლი აქვს, ესპანელი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის კარგი სერიით. საერთო ჯამში კი "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი კარისკენ დარტყმას ყოველ 48.65 წუთში ახერხებს, ხოლო ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრა ყოველ 88.45 წუთში გამოსდის.

თუ ამ სტატისტიკით ვიმსჯელებთ დე ჰეას ნამდვილად არ აქვს დიდი სამუშაო, თუმცა მას მაინც სიფრთხილე მოუწევს. 23 წლის მეკარემ ამ სეზონში 83 დარტყმიდან 71.1% მოიგერია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მას არ გაუჭორდება თანამემაულესთან გამკლავება.

დაცვა

რაფაელი VS ედენ აზარი

ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს

ყველამ კარგად იცის, რომ "ჩელსისგან" ყველაზე ნაკლები საფრთხე თავდასხმის ხაზიდან მოდის. მათი მთავარი დამრტყმელი ძალა შედარებით უკან განლაგებული ტრიოა. ედენ აზარი უდავოდ საუკეთესოა გუნდში და ამას მისი სტატისტიკაც გვიმტკიცებს. ბელგიელს უკვე 9 გოლი და 5 ასისტი აქვს, თუმცა მისი სიძლიერე სხვა მხარეა, ის "პრემიერ ლიგაში" წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით მეორე ადგილზეა (მას მხოლოდ ანდროს ტაუნსენდი უსწრებს), ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშში საშუალოდ 3.6-ჯერ ანხორციელებს წარმატებულ რეიდს, რაც ხაზს უსვამს მის საოცარ ტალანტს.

საბედნიეროდ , რაფაელს ამ სეზონში დაცვის მხრივ კარგი სტატისტიკა აქვს, მასზე გაცდომა ნამდვილად რთულია და საშუალოდ ბრაზილიელის მოტყუებას მოწინააღმდეგეები 0.7-ჯერ ახერხებენ მატჩში. ასევე ის ყოველ 29.2 წუთში ახერხებს ბურთის ჩაჭრას. შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად დიდ პრობელმებს შეუქმნის ედენ აზარს. ასევე, "ჩელსის" ვინგერი თამაშში საშუალოდ პასების 78.8% აკეთებს მეტოქის საჯარიმოში, რაც რაფაელისთვის ადვილი ლუკმა იქნება.

ნახევარდაცვა

დარენ ფლეტჩერი VS ოსკარი

ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს

ფლეტჩერი ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა მოედანს, თუმცა მას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს "სტემფორდ ბრიჯზე". მან ამ სეზონში მხოლოდ 175 წუთი ითამაშა, თუმცა შოტლანდიელი ახერხებს ბურთის ჩაჭრას ყოევლ 29.2 წუთში და ბურთის ართემვას ყოველ 11 წუთში. ასევე მას შესანიშნავად შეუძლია ბურთის დაჭერა და გადაცემების გაკეთება, მისი პასების 88.3% ზუსტად მიდის ადრესატამდე.

ოსკარი საოცრად კრეატიული ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია დიდი საფრთხის შექმნა ჯოზე მაურინიოს გუნდის ცენტრიდან.

ის ამ სეზონში ყოველ 55.6 წუთში ქმნის საგოლე მომენტს, ასევე მისი დარტყმული ბურთების 48.3% კარში მიდის, ამიტომ ბრაზილელი აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს დე ჰეას თუ მას თავისუფალი სივრცე მიეცემა, ფლეტჩერის საქმე კი სწორედ ამ სივრცის შეზღუდვაა.

თავდასხმა

უეინ რუნი VS ჯონ ტერი

ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება რუნისთვის, რადგან ის დაუპირსიპირდება გუნდს, რომელიც მის შეძენას ჯერ კიდევ აქტიურად ცდილობს. "იუნაიტედი" ვერ მოიგებს თუ გოლს არ გაიტანს, რუნი კი გოლის გატანის გარანტია. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში მას ხშირად ტრავმები აწუხებს, უკვე მოახერხა 9 გოლის გატანა და 9 ასისტიც მიითვალა. საშუალოდ კი ის ყოველ 36.5 წუთში ქმნის საგოლე ეპიზოდს.

ადამიანი, რომელიც მის შეჩერებას შეეცდება, იქნება მისი თანამემამულე ჯონ ტერი. ის საშუალოდ ყოველ 13 წუთში ჭრის ბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჩელსის" კაპიტანს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ძველებური ფორმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ უეინ რუნის ფეხებში ვარდნის მცდელობებიდან 85.7% წარმატებულია, რაც ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის ინგლისის ყოფილ კაპიტანს, როდესაც "იუნაიტედი" მათ ნახევარში პრესინგს მიმართავს.

წყარო: Manchester Evening News
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
17 იანვარი 2014 17:42
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ერთადერთი იანუზაის დავამატებდი აქ, დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი მტავარი ფიგურა იქნება.
0
№2
ავტორი: red_girl
17 იანვარი 2014 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
wazza iqnebaaaaaa? <3 <3 <3 <3
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 იანვარი 2014 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კიიი ტორესი როგორ ვერ შეცვლის თამაშის ბედს , ცარელა კარში რო ააცილებს შეცვლის აბა რას იზავს wink
0
№4
ავტორი: S.Goga
17 იანვარი 2014 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ტორესი როყავთ ეგ ჩვენ უნდა გვიხაროდეს :D :D :D :D მობიგებთ ბოიშყო
0
№5
ავტორი: fabio
17 იანვარი 2014 18:15
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
იქ რუნი ველბეკით ან ჩVიჩათი უნდა შეიცვალოს არ იქნება რუნი ისე კაი იქნება რომ მოვიგოთ,უფრო სწორად გაასწორებდა manutd

იქ რუნი ველბეკით ან ჩVიჩათი უნდა შეიცვალოს არ იქნება რუნი ისე კაი იქნება რომ მოვიგოთ,უფრო სწორად გაასწორებდა manutd
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
17 იანვარი 2014 18:19
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ფლეტჩერი ოსკარის წინააღმდეგ :დ ფლეთჩო ითრევს :დდ
0
№7
ავტორი: Manchester_M
17 იანვარი 2014 21:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
H E R N A N D E Z 14,
გაუჭირდება ან პირიქით არ მოხდეს ეგაა საშიში.
0
№8
ავტორი: LizarD
18 იანვარი 2014 02:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ეჰ რა რუნი, სადაა რუნი :/
0
№9
ავტორი: red devil
18 იანვარი 2014 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kagawa tavis poziciaze valenciam unda aiwyvitos rafa marto dacvashi unda dadges da jonsma unda itamashos oscaris winaagmdeg evras magrad daerxeva. Imedia matas ar atamashebs jozeli
0
№10
ავტორი: Manchester_M
18 იანვარი 2014 09:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჯონსიც არ ეყოლება ხო მანჩესტერს ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top