თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2014, 17:41
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2383,
კომენტარები: 12
ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს
"ჩელსისთან" მატჩის წინ შემოგთავაზებთ ფეხბურთელებს, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.
ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს
შესაძლოა ეს არის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მატჩი მოიესისთვის, მას შემდეგ რაც ის "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ტრავმების ეპიდემია, რომელიც ბოლო ორი თვეა "იუნაიტედის" მთავარ პრობლემად იქცა და ეს მათ ცუდ სერიაში აისახება.

საპირისპირო მდგომარეობაა ლონდონურ გუნდში, ჟოზე მაურინიოს "ჩელსი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერთა შორის არის.

ამ მატჩმა შესაძლოა სრულიად გააქროს ან ახალი სული შთაბეროს მათ საჩემპიონო ამბიციებს.

ახლა კი განვიხილავ ფეხბურთელებს, რომლებიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იქონებენ ამ მატჩში.

ბოლო ხაზი

დევიდ დე ჰეა VS ფერნანდო ტორესი

ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს

დე ჰეას ყველაზე ნაკლებად მიუძღვის წილი "იუნაიტედის" ცუდ სეზონში. ესპანელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და უამრავჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა, რასაც მის თანაგუნდელებზე ვერ ვიტყვით. ამიტომ მას გადამწყვეტი როლი ექნება "ჩელსისთან" მატჩში. მისი მოწინააღმდეგე იქნება ფერნანდო ტორესი, რომელიც როგორც ჩანს ვერასდროს დაუბრუნდება ძველ ფორმას, თუმცა მაინც შეუძლია დიდი საფრთხეები შეუქმნას ახალგაზრდა გოლკიპერის კარს.

ტორესს პროცენტულად ნამდვილად შესანიშნავი სტატისტიკა აქვს ამ სეზონში, მისი დარტყმული ბურთების 20% გოლით სრულდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მას მხოლოდ 4 გოლი აქვს, ესპანელი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის კარგი სერიით. საერთო ჯამში კი "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი კარისკენ დარტყმას ყოველ 48.65 წუთში ახერხებს, ხოლო ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრა ყოველ 88.45 წუთში გამოსდის.

თუ ამ სტატისტიკით ვიმსჯელებთ დე ჰეას ნამდვილად არ აქვს დიდი სამუშაო, თუმცა მას მაინც სიფრთხილე მოუწევს. 23 წლის მეკარემ ამ სეზონში 83 დარტყმიდან 71.1% მოიგერია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მას არ გაუჭორდება თანამემაულესთან გამკლავება.

დაცვა

რაფაელი VS ედენ აზარი

ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს

ყველამ კარგად იცის, რომ "ჩელსისგან" ყველაზე ნაკლები საფრთხე თავდასხმის ხაზიდან მოდის. მათი მთავარი დამრტყმელი ძალა შედარებით უკან განლაგებული ტრიოა. ედენ აზარი უდავოდ საუკეთესოა გუნდში და ამას მისი სტატისტიკაც გვიმტკიცებს. ბელგიელს უკვე 9 გოლი და 5 ასისტი აქვს, თუმცა მისი სიძლიერე სხვა მხარეა, ის "პრემიერ ლიგაში" წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით მეორე ადგილზეა (მას მხოლოდ ანდროს ტაუნსენდი უსწრებს), ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშში საშუალოდ 3.6-ჯერ ანხორციელებს წარმატებულ რეიდს, რაც ხაზს უსვამს მის საოცარ ტალანტს.

საბედნიეროდ , რაფაელს ამ სეზონში დაცვის მხრივ კარგი სტატისტიკა აქვს, მასზე გაცდომა ნამდვილად რთულია და საშუალოდ ბრაზილიელის მოტყუებას მოწინააღმდეგეები 0.7-ჯერ ახერხებენ მატჩში. ასევე ის ყოველ 29.2 წუთში ახერხებს ბურთის ჩაჭრას. შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად დიდ პრობელმებს შეუქმნის ედენ აზარს. ასევე, "ჩელსის" ვინგერი თამაშში საშუალოდ პასების 78.8% აკეთებს მეტოქის საჯარიმოში, რაც რაფაელისთვის ადვილი ლუკმა იქნება.

ნახევარდაცვა

დარენ ფლეტჩერი VS ოსკარი

ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს

ფლეტჩერი ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა მოედანს, თუმცა მას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს "სტემფორდ ბრიჯზე". მან ამ სეზონში მხოლოდ 175 წუთი ითამაშა, თუმცა შოტლანდიელი ახერხებს ბურთის ჩაჭრას ყოევლ 29.2 წუთში და ბურთის ართემვას ყოველ 11 წუთში. ასევე მას შესანიშნავად შეუძლია ბურთის დაჭერა და გადაცემების გაკეთება, მისი პასების 88.3% ზუსტად მიდის ადრესატამდე.

ოსკარი საოცრად კრეატიული ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია დიდი საფრთხის შექმნა ჯოზე მაურინიოს გუნდის ცენტრიდან.

ის ამ სეზონში ყოველ 55.6 წუთში ქმნის საგოლე მომენტს, ასევე მისი დარტყმული ბურთების 48.3% კარში მიდის, ამიტომ ბრაზილელი აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს დე ჰეას თუ მას თავისუფალი სივრცე მიეცემა, ფლეტჩერის საქმე კი სწორედ ამ სივრცის შეზღუდვაა.

თავდასხმა

უეინ რუნი VS ჯონ ტერი

ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტენ მატჩის ბედს

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება რუნისთვის, რადგან ის დაუპირსიპირდება გუნდს, რომელიც მის შეძენას ჯერ კიდევ აქტიურად ცდილობს. "იუნაიტედი" ვერ მოიგებს თუ გოლს არ გაიტანს, რუნი კი გოლის გატანის გარანტია. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში მას ხშირად ტრავმები აწუხებს, უკვე მოახერხა 9 გოლის გატანა და 9 ასისტიც მიითვალა. საშუალოდ კი ის ყოველ 36.5 წუთში ქმნის საგოლე ეპიზოდს.

ადამიანი, რომელიც მის შეჩერებას შეეცდება, იქნება მისი თანამემამულე ჯონ ტერი. ის საშუალოდ ყოველ 13 წუთში ჭრის ბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჩელსის" კაპიტანს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ძველებური ფორმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ უეინ რუნის ფეხებში ვარდნის მცდელობებიდან 85.7% წარმატებულია, რაც ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის ინგლისის ყოფილ კაპიტანს, როდესაც "იუნაიტედი" მათ ნახევარში პრესინგს მიმართავს.

წყარო: Manchester Evening News
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gio man utd
18 იანვარი 2014 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
aba rooney ar iqnebao?
facepalm
0
№12
ავტორი: Manchester United 14
18 იანვარი 2014 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ტორესი მეცოდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top