თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2014, 11:12
ავტორი: love united,
ნანახია: 2481,
კომენტარები: 14
მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს
მოიესი გუშინ "პსჟ"-ს მატჩს დაესწრო
მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს
დევიდ მოიესი აგრძელებს დაკვირვებას ფეხბურთელებზე. ის გუშინ პარი სენ-ჟერმენის და ბორდოს მატჩს დაესწრო, რომელიც საფრანგეთის თასის ეგიდით ჩატარდა. "იუნაიტედის" ბოსმა ვერ იხილა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი გოლი. შვედი აქტიური იყო, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ თავი გამოიჩინეს ხავიერ პასტორემ, ადრიენ რაბიომ და ბლეის მატუიდიმ. პარიზელებმა 3-1 იმარჯვეს. დევიდ მოიესი სამხრეთ საფრანგეთში თავის მეორე დასაკვირვებელ მისიას აწარმოებდა ბოლო 48 საათის განვმალობაში. მანამდე ის "კალიარისა" და "იუვენტუსის" მატჩს დაესწრო იტალიაში, მაგრამ უცნობია, თუ ვის აკვირდებოდა შოტლანდიელი სპეციალისტი.

მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

მოიესი "პსჟ"-ს მატჩს დაესწრო, მაგრამ ფრანგთა მთავარმა ვარსკვლავმა გოლის გატანა ვერ შეძლო


მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

მოიესი უყურებდა "იუვენტუსის" თამაშს კალიარიში...შემდეგ კი წავიდა ბორდოში, სადაც ადგილობრივი კლუბის მატჩს დაესწრო პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ


იტალიაში დევიდ მოიესი დიდი ალბათობით კლაუდიო მარკიზიოსა და დავიდე ასტორის აკვირდებოდა შემადგენლობის გაძლიერების მიზნით. გუშინდელ მატჩში პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა თამაში ცენტრალური მცველით, ალექსით დაიწყო. მან სათადარიგოთა სკამზე დასვა ეზეკილ ლავეცი და ედინსონ კავანი. თამაშის შესაძლებლობა ნიჭიერ ახალგაზრდას, ხავიერ პასტორეს მიეცა.

მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

"პსჟ"-ს არგენტინელი შემტევი ხავიერ პასტორე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა


მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს


მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

ტიაგო სილვა და ადრიენ რაბიო შესაძლოა დევიდ მოიესის სასურველი ფეხბურთელები იყვნენ


არგენტინელმა პასტორემ, რომელმაც თავი "პალერმოში" კარგად თამაშით დაგვამახსოვრა, ასევე წარმატებულად ასპარეზობს "პსჟ"-ში. გუშინდელ მატჩში მან პირველი ტაიმის ბოლოს შეძლო გოლის გატანა ლუკასის პასის შემდეგ. ადრიენ რაბიომ გოლი მატჩის 84-ე წუთზე გაიტანა და პარიზელები დააწინაურა. ბოლო გოლი კი ედინსონ კავანიმ შეაგდო.

მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

დავიდე ასტორი, შესაძოა მას მოიესი აკვირდებოდა


მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

მოიესი აქტიურად აკვირდება რამდენიმე ფეხბურთელს


ასევე, "ხეტაფეს" მატჩს ესწრებოდა ფილ ნევილი. "ხეტაფემ" სახლში "რაიო ვალეკანო" მიიღო. შესაძლოა ნევილი სტუმრების ნიჭიერ ახალგაზრდას, საულ ნიგეზს აკვირდებოდა.

წყარო:dailymail
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: rvpevil
15 იანვარი 2014 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ამდენს კი არა 1-2 ნორმალურს დააკვირდი და ვინმე წესიერი იყიდე რა ასტორი ტო
0
№2
ავტორი: chudikone
15 იანვარი 2014 11:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რას დაბორიალობს ამხელა კაცი, ვინმე მაინც იყიდოს ან სურვული გამოთქვას ყიდვის ან დაგავაიმედოს ან რამე რა :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: love united
15 იანვარი 2014 11:23
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს თუ კიდე იტყვის არავის ვაკვირდები,უბრალოდ ვისვენებო, ან იდიოტია, ან ჩვენ ვგონივართ იდიოტები
0
№4
ავტორი: Vodafone
15 იანვარი 2014 11:26
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ჩვენ ვიღადავოთ და ეს მართლა ისვენებს მგონი wink
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
15 იანვარი 2014 11:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეხლა კიდევ იტყვის ვისვენებდიო
0
№6
ავტორი: Manchester_M
15 იანვარი 2014 11:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რას დაგულაობს ეს ? :D:D
0
№7
ავტორი: gilmour
15 იანვარი 2014 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
პასტორეზეც არ ვიტყოდი უარს პრინციპში:) იმედია იბრას არ აკვირდებოდა:))
0
№8
ავტორი: Macklemore
15 იანვარი 2014 15:19
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმენა შოტლანდიელია რა! ფერგიც ასე იყო. არა რა ტრანსფერი დასასვენებლად ვიყავი იტალიაშიო. :D
0
№9
ავტორი: VaRdo
15 იანვარი 2014 15:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ააქ ვინც არის ნახსენები ყველაზე მაგრად ტიაგო სილვა მინდა, მაგრამ ვინ მოგვცემს მაგას და თუ მოგვცემენ და დაადებენ იმხელა ფასს რომ ჩვენ გადახდის თავი არ გვექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: SaS
15 იანვარი 2014 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ეს ქვეყნებს ათვალიერებს. შედეგი დადე მოიეს შედეგი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Не в наших планах жить вечно - в наших планах жить достойно...
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top