თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2014, 11:12
ავტორი: love united,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 14
მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს
მოიესი გუშინ "პსჟ"-ს მატჩს დაესწრო
მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს
დევიდ მოიესი აგრძელებს დაკვირვებას ფეხბურთელებზე. ის გუშინ პარი სენ-ჟერმენის და ბორდოს მატჩს დაესწრო, რომელიც საფრანგეთის თასის ეგიდით ჩატარდა. "იუნაიტედის" ბოსმა ვერ იხილა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი გოლი. შვედი აქტიური იყო, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ თავი გამოიჩინეს ხავიერ პასტორემ, ადრიენ რაბიომ და ბლეის მატუიდიმ. პარიზელებმა 3-1 იმარჯვეს. დევიდ მოიესი სამხრეთ საფრანგეთში თავის მეორე დასაკვირვებელ მისიას აწარმოებდა ბოლო 48 საათის განვმალობაში. მანამდე ის "კალიარისა" და "იუვენტუსის" მატჩს დაესწრო იტალიაში, მაგრამ უცნობია, თუ ვის აკვირდებოდა შოტლანდიელი სპეციალისტი.

მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

მოიესი "პსჟ"-ს მატჩს დაესწრო, მაგრამ ფრანგთა მთავარმა ვარსკვლავმა გოლის გატანა ვერ შეძლო


მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

მოიესი უყურებდა "იუვენტუსის" თამაშს კალიარიში...შემდეგ კი წავიდა ბორდოში, სადაც ადგილობრივი კლუბის მატჩს დაესწრო პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ


იტალიაში დევიდ მოიესი დიდი ალბათობით კლაუდიო მარკიზიოსა და დავიდე ასტორის აკვირდებოდა შემადგენლობის გაძლიერების მიზნით. გუშინდელ მატჩში პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა თამაში ცენტრალური მცველით, ალექსით დაიწყო. მან სათადარიგოთა სკამზე დასვა ეზეკილ ლავეცი და ედინსონ კავანი. თამაშის შესაძლებლობა ნიჭიერ ახალგაზრდას, ხავიერ პასტორეს მიეცა.

მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

"პსჟ"-ს არგენტინელი შემტევი ხავიერ პასტორე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა


მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს


მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

ტიაგო სილვა და ადრიენ რაბიო შესაძლოა დევიდ მოიესის სასურველი ფეხბურთელები იყვნენ


არგენტინელმა პასტორემ, რომელმაც თავი "პალერმოში" კარგად თამაშით დაგვამახსოვრა, ასევე წარმატებულად ასპარეზობს "პსჟ"-ში. გუშინდელ მატჩში მან პირველი ტაიმის ბოლოს შეძლო გოლის გატანა ლუკასის პასის შემდეგ. ადრიენ რაბიომ გოლი მატჩის 84-ე წუთზე გაიტანა და პარიზელები დააწინაურა. ბოლო გოლი კი ედინსონ კავანიმ შეაგდო.

მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

დავიდე ასტორი, შესაძოა მას მოიესი აკვირდებოდა


მოიესი შაბან დელმას სტადიონზე შენიშნეს

მოიესი აქტიურად აკვირდება რამდენიმე ფეხბურთელს


ასევე, "ხეტაფეს" მატჩს ესწრებოდა ფილ ნევილი. "ხეტაფემ" სახლში "რაიო ვალეკანო" მიიღო. შესაძლოა ნევილი სტუმრების ნიჭიერ ახალგაზრდას, საულ ნიგეზს აკვირდებოდა.

წყარო:dailymail
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: IJay
15 იანვარი 2014 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
იბრა რომ იყიდოს :დ
0
№12
ავტორი: LizarD
15 იანვარი 2014 22:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
gilmour,
პასტორე გაჩითოს რა მაგრად მევასება. ამ თამაშს ვუყურე და იბრა მახინჯია ტიპი. რაებს აკეთებს. ქუსლით აკეთებდა პასს 2 მეტრის სიმაღლეზე :დ
0
№13
ავტორი: red devil
16 იანვარი 2014 05:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Verati da pastore daitrios :D
0
№14
ავტორი: GGMU
16 იანვარი 2014 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
მოგზაურობს რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top