თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2014, 21:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2563,
კომენტარები: 11
"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"
რონალდუმ გუშინ მეოთხასე გოლი გაიტანა.
როდესაც კრიშტიანუ პირველად გამოჩნდა "იუნაიტედის" შემადგენლობაში, ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ეს ერთ დღეს სუპერვარსკვლავი გახდებოდა. მაგრამ თუ დღეს მას შეხედავთ, ეს მეტია ვიდრე უბრალოდ სუპერვარსკვლავი, ალბათ მისი ყველაზე დიდი ფანიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდა ამგვარ მომავალს.

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"-ამგვარად უმღეროდა წითელი არმია რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნის დროს. პირველად ის ერთი თინეიჯერი იყო, ბიჭი, რომელიც ყველას ერთი მოძრაობით ცდებოდა, ბიჭი, რომლის შემხედვარეც გულგრილი ვერ დარჩებოდით, და წითელი ეშმაკი, რომელსაც იმ დროისთვის საუკეთესოდ დასახელებულ ბრაზილიელ რონალდოს ადარებდნენ.

თავიდანვე საოცრება იყო, მაგრამ რონალდუ პროგრესს არ წყვეტდა. ის უფრო და უფრო უკეთესი ხდებოდა "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის შემდეგ. 47 მატჩში, მან 42 გოლის გატანა მოახერხა "იუნაიტედისთვის" და მათ შორის იყო ის ერთადერთი გოლი, რომელიც "მანჩესტერმა" "ჩელსის" წინააღმდეგ გაიტანა ფინალში და თასი მესამედ აგვაწევინა. ფიქრობდნენ, რომ რონალდუ ამაზე დიდ რეკორდს ვერ მიაღწევდა, მაგრამ ის რონალდუა.. მას გვირგვინი დაადგეს და აღიარეს საუკეთესოდ ინგლისში, ევროპაში, მსოფლიოში. არავის შეეძლო მის გვერდით დადგომა.

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"


რონალდუ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, როდესაც "რეალ მადრიდმა" მასში £80 მილიონი გადაიხადა. სეზონის ბოლოს პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 35 თამაშში 33 გოლის გატანა მოახერხა.

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"


ხალხი კიდევ ფიქრობდა, რომ რონალდუ საკუთარ თავს ამ რეკორდს ვერ მოუხსნიდა, თუმცა მომავალ სეზონში კრიშტიანუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და 54 თამაშში 53 გოლი გაიტანა, ამის შემდგომ 55 თამაშში 60 გოლი, შემდეგ 55–ში 55, ხოლო ამჟამად 22 თამაშში 29 გოლი აქვს.

კრიშტიანუ რონალდუს ამჟამად 400 გოლი აქვს მთლიანად მის კარიერაში, ხოლო ცალკე კლუბში 353. ბრაზილიელმა რონალდომ კი 352 გოლის გატანა მოახერხა.

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"


მაგრამ ჯერ ყველაფერი კიდევ არ დასრულებულა. რონალდუ 28 წლისაა და კიდევ აქვს სათამაშოდ დრო. ალბათ ძნელი წარმოსადგენია რის მიღწევას შეძლებს ის კარიერის დასასრულამდე.

ManUtdBlog
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
7 იანვარი 2014 21:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
love როგორ მევასება

არ გიხდება ეგ თეთრი ფორმა, გადმოდი ისევ

love როგორ მევასება

არ გიხდება ეგ თეთრი ფორმა, გადმოდი ისევ
0
№2
ავტორი: LizarD
7 იანვარი 2014 21:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მხოლოდ ერთი რონალდო თუ არსებობს, მაშინ ის ნამდვილად ბრაზილიელია..... დანარჩენი კარგი სტატიაა = ) ვერ ვვუარყობ რომ ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულია მაგრამ ის რონალდო სხვა დონე იყო.
0
№3
ავტორი: love united
7 იანვარი 2014 21:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
He plays on the left, He plays on the right, That boy Ronaldo Makes City look shite wink
არ წასულიყო ეს მაიმუნი,ჩვენც უკეთეს დღეში ვიქნებოდით და ესეც ;დ
0
№4
ავტორი: Malboro463
7 იანვარი 2014 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
გიორგი,
წითელიც აქვთ
0
№5
ავტორი: RedGirl
7 იანვარი 2014 22:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Middlesbro,

წითელიც აქვთ


ჰო მარა მანჩესტერული წითელი სულ სხვა წითელია :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Manchester_M
7 იანვარი 2014 22:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რა ფორმაც არ უნდა ეცვას ამ კაცის თამაშს მაინც ვუყურებ და თან დიდი სიამოვნებით მინდა ძან რო მანჩესტერში დაბრონდეს !!! როცა რეალური იყო დაბურნება ამის უნდა დაებუნებინათ :X:X
0
№7
ავტორი: chudikone
7 იანვარი 2014 22:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოეშვით ოცნებებს, მოღალატეები არ ბრუნდებიან cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: MANUTD FAN.
8 იანვარი 2014 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მაგრად მინდა რო დაბრუნდეს, ეს რო დაბრუნდეს ვეღარაფერი ვეღარ შეგვაჩერებს მაგრამ ეგ არასდროს არ იქნება :((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№9
ავტორი: red devil
8 იანვარი 2014 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Amaze statiebs nugar wert gtxovt ra. Agar aris manchesteris fexburteli ara
0
№10
ავტორი: Berba 9
8 იანვარი 2014 12:19
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ჯანდაბაშიც წასულა:)))) ცენზურის დარღვევა, რომ შეიძლებოდეს უკეთეს ადგილას გავუშვებდი. შემაზიზღა თავი ! :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top