თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2014, 21:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2738,
კომენტარები: 11
"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"
რონალდუმ გუშინ მეოთხასე გოლი გაიტანა.
როდესაც კრიშტიანუ პირველად გამოჩნდა "იუნაიტედის" შემადგენლობაში, ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ეს ერთ დღეს სუპერვარსკვლავი გახდებოდა. მაგრამ თუ დღეს მას შეხედავთ, ეს მეტია ვიდრე უბრალოდ სუპერვარსკვლავი, ალბათ მისი ყველაზე დიდი ფანიც კი ვერ იწინასწარმეტყველებდა ამგვარ მომავალს.

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"-ამგვარად უმღეროდა წითელი არმია რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნის დროს. პირველად ის ერთი თინეიჯერი იყო, ბიჭი, რომელიც ყველას ერთი მოძრაობით ცდებოდა, ბიჭი, რომლის შემხედვარეც გულგრილი ვერ დარჩებოდით, და წითელი ეშმაკი, რომელსაც იმ დროისთვის საუკეთესოდ დასახელებულ ბრაზილიელ რონალდოს ადარებდნენ.

თავიდანვე საოცრება იყო, მაგრამ რონალდუ პროგრესს არ წყვეტდა. ის უფრო და უფრო უკეთესი ხდებოდა "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის შემდეგ. 47 მატჩში, მან 42 გოლის გატანა მოახერხა "იუნაიტედისთვის" და მათ შორის იყო ის ერთადერთი გოლი, რომელიც "მანჩესტერმა" "ჩელსის" წინააღმდეგ გაიტანა ფინალში და თასი მესამედ აგვაწევინა. ფიქრობდნენ, რომ რონალდუ ამაზე დიდ რეკორდს ვერ მიაღწევდა, მაგრამ ის რონალდუა.. მას გვირგვინი დაადგეს და აღიარეს საუკეთესოდ ინგლისში, ევროპაში, მსოფლიოში. არავის შეეძლო მის გვერდით დადგომა.

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"


რონალდუ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, როდესაც "რეალ მადრიდმა" მასში £80 მილიონი გადაიხადა. სეზონის ბოლოს პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 35 თამაშში 33 გოლის გატანა მოახერხა.

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"


ხალხი კიდევ ფიქრობდა, რომ რონალდუ საკუთარ თავს ამ რეკორდს ვერ მოუხსნიდა, თუმცა მომავალ სეზონში კრიშტიანუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და 54 თამაშში 53 გოლი გაიტანა, ამის შემდგომ 55 თამაშში 60 გოლი, შემდეგ 55–ში 55, ხოლო ამჟამად 22 თამაშში 29 გოლი აქვს.

კრიშტიანუ რონალდუს ამჟამად 400 გოლი აქვს მთლიანად მის კარიერაში, ხოლო ცალკე კლუბში 353. ბრაზილიელმა რონალდომ კი 352 გოლის გატანა მოახერხა.

"მხოლოდ ერთი რონალდუ არსებობს!"


მაგრამ ჯერ ყველაფერი კიდევ არ დასრულებულა. რონალდუ 28 წლისაა და კიდევ აქვს სათამაშოდ დრო. ალბათ ძნელი წარმოსადგენია რის მიღწევას შეძლებს ის კარიერის დასასრულამდე.

ManUtdBlog
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: BERDI
8 იანვარი 2014 13:27
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ეჰჰჰ ეგებ აგვიხდეს ოცნება და დაბრუნდეს მანჩესტერში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top