თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2014, 15:30
ავტორი: love united,
ნანახია: 2965,
კომენტარები: 16
ვის იყიდის მოიესი?
ფაბრეგასი, გიუნდოგანი, როისი, შოუ და სხვები- ვინ გადმოვა "იუნაიტედში"?
ვის იყიდის მოიესი?
დევიდ მოიესმა აღიარა, რომ აუცილებელია ფეხბურთელების ყიდვა ზამთარში მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" "სუონსისთან" FA თასის მატჩი წააგო. მანჩესტერის სატრანსფერო პოლიტიკა წინა ზაფხულში წარუმატებელი გამოდგა. შემადგენლობის გაძლიერება მოიესის თქმით, ზამთარში რთული იქნება:"მე უკვე ვთქვი, რომ მსურდა იანვარში ახალი ფეხბურთელების მოყვანა გუნდში, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იქნება. არ ექნება აზრი მოლაპარაკებებს იმ მოთამაშეებთან, ვინც რეალურად გვჭირდება, რადგან ისინი არ დატოვებენ თავიანთ კლუბებს. " "იუნაიტედის" მოთხოვნად ფეხბურთელებს ორი ნახევარმცველი, ფორვარდი, ფლანგის და ცენტრალური მცველი დაემატა. MailOnline გვთავაზობს 6 ფეხბურთელს, რომელთა მომავალს მანჩესტერულ კლუბს უკავშირებენ.

ვის იყიდის მოიესი?

ოღონდ ისევ არა!მოიესი უყურებს თავისი გუნდის მარცხს სუონსისთან


მარკო როისი(დორტმუნდის ბორუსია) £40მილიონი-იანვარში "იუნაიტედში" გადასვლის შანსი: 2/5


როისის შეძენა მოიესს ყველაზე მეტად სურს. ის გერმანელის შეძენით მარცხენა ვინგერის პრობლემის მოგვარებას აპირებს. მარკო ზუსტად მოერგება 3 შემტევი ნახევარმცველის ტაქტიკას. მას შეუძლია გაყვეს ძველი თანაგუნდელების, მარიო გიოტცესა და რობერტ ლევანდოვსკის გზას და დატოვოს "ბორუსია", მაგრამ ეს ტრანსფერი დიდი ალბათობით ზაფხულამდე არ შედგება. მანამდე "იუნაიტედი" უნდა ეცადოს მოლაპარაკების წარმოებას.

ჩაანაცვლებდა:
ეშლი იანგს, ნანის




ვის იყიდის მოიესი?

მკვლელის ინსტიქტი: როისს შეუძლია გაატანინოს გუნდს მეტი გოლი


ვის იყიდის მოიესი?

დიდი კითხვის ნიშანი:გერმანელი ფეხბურთელი "სიგნალ იდუნა პარკს" ალბათ დატოვებს


ანდერ ერერა(ბილბაოს ატლეტიკი)£31მილიონი, 3/5


"იუნაიტედი" ცდილობდა ერერას ყიდვას ჯერ კიდევ წინა ზაფხულში, მაგრამ მოლაპარაკებები არ შედგა. ამის მიუხედავად, მანჩესტერელები მაინც ეცდებიან "ატლეტიკის" ფეხბურთელის ყიდვას. სკაუტები მას კიდევ ერთხელ წინა უიქენდზე დააკვირდნენ. ესპანელს შეუძლია ფლეიმეიქერად თამაში. მას შეუძლია ისეთ ფეხბურთელს, როგორიც როისია ბურთი დროულად, კარგ სიტუაციაში მიაწოდოს. კიდევ ერთი პლიუსი- მას შეეძლება მანჩესტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.

ჩაანაცვლებდა: ტომ ქლევერლის


ვის იყიდის მოიესი?

ერერა ერთ-ერთი საუკეთესოა მის კლუბში და მთლიან ლა ლიგაში


ცესკ ფაბრეგასი(ბარსელონა)£35მილიონი, 1/5


კიდევ ერთი ზაფხულში ჩაშლილი ტრანსფერი. "იუნაიტედს" კვლავ სურს ყოფილი "არსენალის" ფეხბურთელი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, წარმატებას მიაღწიონ ამ საკითხში. ბარსელონას არ სურს ესპანელის გაყიდვა. ისინი ელოდებიან, თუ რა ვითარება იქნება გუნდში ზაფხულში.

ჩაანაცვლებდა: შინჯი კაგავას


ვის იყიდის მოიესი?

"იუნაიტედმა" ვერ შეძლო ცესკ ფაბრეგასის შეძენა ზაფხულში


ვის იყიდის მოიესი?

ბედნიერები ბარსელონაში: ცესკი თავის მეგობარ გოგოსთან ერთად "ელჩესთან" მატჩის შემდეგ


დიეგო კოშტა(ატლეტიკო მადრიდი)£32მილიონი, 1/5


კოშტა ამ სეზონში გოლს გოლზე იტანს და არ არის გასაკვირი, რომ მრავალი კლუბი დააინტერესა, მაგრამ "ატლეტიკოს" ხელმძღვანელებს მკაცრად აქვთ განსაზღვრული მისი შენარჩუნება. ისინი არ მოისმენენ არავითარ შეთავაზებას ზაფხულმდე. შემდეგ მისი ფასი დიდი ალბათობით გაიზრდება.

ჩაანაცვლებდა:რობინ ვან პერსის


ვის იყიდის მოიესი?

ყველაზე მოთხოვნადი:თუ "იუნაიტედი" სერიოზულად გადაწყვეტს კოშტას შეძენას, მოუწევთ "ჩელსისთან" ბრძოლა


ვის იყიდის მოიესი?

კოშტამ უკვე 23-ჯერ გაიტანა მიმდინარე სეზონში


ლუკ შოუ(საუტჰემპტონი)£30მილიონი, 2/5


მოიესმა გადაწყვიტა, რომ 29 წლის "ევერტონელი" ლეიტონ ბეინსი საკმაოდ ასაკოვანია ფულის დასახარჯად, ამიტომ ეცდება საუტჰემპტონის ფლანგის მცველის, ლუკ შოუს შეძენას. სამხრეთული კლუბი ეცდება შეინარჩუნოს მოთამაშე ზაფხულამდე, შემდეგ კი გაყიდოს 20 მილიონ ევროდ. ინგლისელით ასევე დაინტერესებულია "ჩელსი".

ჩაანაცვლებდა:პატრის ევრას


ვის იყიდის მოიესი?

ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი


ვის იყიდის მოიესი?

მოიესმა მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო ბეინსის ყიდვა


ილკაი გიუნდოგანი(დორტმუნდის ბორუსია)£22მილიონი,1/5


მეორე ფეხბურთელი დორტმუნდიდან, რომელსაც დიდხანს არ უწერია გერმანიაში დარჩენა. მოიესი ინტენსიურად აკვირდება ილკაის თამაშს. 23 წლის გიუნდოგანს არ უთამაშია აგვისტოს შემდეგ ზურგის ტრავმის გამო, ამიტომ უფრო რეალურია მისი შეძენა ზაფხულში, ვიდრე ახლა.

ჩაანაცვლებდა:ანდერსონს, მაიკლ კერიკს




ვის იყიდის მოიესი?


ვის იყიდის მოიესი?

გიუნდოგანი უკვე გახდა დორტმუნდისა და გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი


ედინსონ კავანი(პსჟ)£60მილიონი, 1/5


როგორც ცნობილია, ურუგვაელი ფეხბურთელი კარგად ვერ შეეგუა საფრანგეთს. გუნდში ის კარგად ასპარეზობს- შეძლო 16 გოლის გატანა 22 მატჩში. ის სიამოვნებით შეხვდება ახალ გამოწვევას. პსჟ მას შეელევა 60 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში.

ჩაანაცვლებდა:რობინ ვან პერსის


ვის იყიდის მოიესი?

კლასი, რომელიც საკმაოდ რთული შესაძენია, რადგან დიდ ბიუჯეტს მოითხოვს


რადამელ ფალკაო(მონაკო)£60მილიონი, 1/5


კოლუმბიელის ამჟამინდელი კლუბი, მონაკო არ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და შესაძლოა მომავალ სეზონშიც არ ითამაშოს. ამიტომ ფალკაოს სხვა გუნდში გადაბარგება რეალურია. მონაკო მას დაახლოებით 60 მილიონ ევროდ აფასებს. "ჩელსი" ეცდება მის შეძენას ედინსონ კავანის მსგავსად.

ჩაანაცვლებდა:ხავიერ ერნანდესს


ვის იყიდის მოიესი?

რადამელ ფალკაო ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია ევროპაში


სტივენ დეფური(პორტო)£40მილიონი, 3/5


"ასტონ ვილამ" უკვე მიმართა ბელგიელი ნახევარმცველის აგენტებს, რომელიც მზად არის ინგლისში გადასასვლელად. გასაგებია, რომ 25 წლის ნახევარმცველისთვის უკეთესი იქნება, თუ უფრო მაღალ დონეზე გადავა და ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში. დეფური მარუან ფელაინის კარგი მეგობარია, რამაც შეიძლება უფრო რეალური გახადოს მისი ტრანსფერი "ოლდ ტრაფორდზე".

ვის იყიდის მოიესი?

ნახევარდაცვის მაესტრო: "პორტოს" ფეხბურთელი სტივენ დეფური ფელაინის მეგობარია


წყარო:dailymail
ტრანსფერები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
7 იანვარი 2014 15:33
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ოღონდ როისი ოღონდ როისი ოღონდ როისიი რაა <3 კაი ჰო ვიცი რო უაზროდ ვოცნებობ :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: Luka Gelashvili
7 იანვარი 2014 15:41
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
გიუნდოგანი და როისი კარგი იქნება :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: gio(kosheichi)
7 იანვარი 2014 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
RedGirl,
eee bevri manchesterelli mase ocnebobs
0
№4
ავტორი: davita
7 იანვარი 2014 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
აუუ როისი გაასწორებდა და ლუკა troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: LizarD
7 იანვარი 2014 16:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
როისი კარგი იქნება მაგრამ რეალურები რომ ვიყოთ დღევანდელ მანჩესტერს როისი ვერ შეეწყობა და ნახევარდაცვა უფრო ცუდ მდგომარეობაშია ვიდრე ფლანგები. ფაბრეგასს მე ისევ კაგავა მირჩევნია. უფრო კრეატიულია, რაც მანჩესტერს აკლია ზუსტად.
0
№6
ავტორი: NUGI
7 იანვარი 2014 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
რათ უნდათ პერსის შემნაცვლებელი
0
№7
ავტორი: Berba 9
7 იანვარი 2014 16:53
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ძალიან კარგი სიახლე, ყოჩაღ ავტორ:) ტრანსფერებს რაც შეეხება გიუნდოგანი ჩემთვის ნომერ პირველია, იმედია ზუსტად გერმანელ თურქს იყიდიან:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: gio VAN PERSIE123
7 იანვარი 2014 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
au kavani gvinda ra magra gaasworebs
0
№9
ავტორი: Macklemore
7 იანვარი 2014 17:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ ხოხა, ცოტა ხანში წავიკითხავ, ძაან დიდია.
0
№10
ავტორი: red_girl
7 იანვარი 2014 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
roisis imedi argqondeeet! tqva ukve vrchebio da vsooo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top