თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2014, 15:30
ავტორი: love united,
ნანახია: 2967,
კომენტარები: 16
ვის იყიდის მოიესი?
ფაბრეგასი, გიუნდოგანი, როისი, შოუ და სხვები- ვინ გადმოვა "იუნაიტედში"?
ვის იყიდის მოიესი?
დევიდ მოიესმა აღიარა, რომ აუცილებელია ფეხბურთელების ყიდვა ზამთარში მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" "სუონსისთან" FA თასის მატჩი წააგო. მანჩესტერის სატრანსფერო პოლიტიკა წინა ზაფხულში წარუმატებელი გამოდგა. შემადგენლობის გაძლიერება მოიესის თქმით, ზამთარში რთული იქნება:"მე უკვე ვთქვი, რომ მსურდა იანვარში ახალი ფეხბურთელების მოყვანა გუნდში, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იქნება. არ ექნება აზრი მოლაპარაკებებს იმ მოთამაშეებთან, ვინც რეალურად გვჭირდება, რადგან ისინი არ დატოვებენ თავიანთ კლუბებს. " "იუნაიტედის" მოთხოვნად ფეხბურთელებს ორი ნახევარმცველი, ფორვარდი, ფლანგის და ცენტრალური მცველი დაემატა. MailOnline გვთავაზობს 6 ფეხბურთელს, რომელთა მომავალს მანჩესტერულ კლუბს უკავშირებენ.

ვის იყიდის მოიესი?

ოღონდ ისევ არა!მოიესი უყურებს თავისი გუნდის მარცხს სუონსისთან


მარკო როისი(დორტმუნდის ბორუსია) £40მილიონი-იანვარში "იუნაიტედში" გადასვლის შანსი: 2/5


როისის შეძენა მოიესს ყველაზე მეტად სურს. ის გერმანელის შეძენით მარცხენა ვინგერის პრობლემის მოგვარებას აპირებს. მარკო ზუსტად მოერგება 3 შემტევი ნახევარმცველის ტაქტიკას. მას შეუძლია გაყვეს ძველი თანაგუნდელების, მარიო გიოტცესა და რობერტ ლევანდოვსკის გზას და დატოვოს "ბორუსია", მაგრამ ეს ტრანსფერი დიდი ალბათობით ზაფხულამდე არ შედგება. მანამდე "იუნაიტედი" უნდა ეცადოს მოლაპარაკების წარმოებას.

ჩაანაცვლებდა:
ეშლი იანგს, ნანის




ვის იყიდის მოიესი?

მკვლელის ინსტიქტი: როისს შეუძლია გაატანინოს გუნდს მეტი გოლი


ვის იყიდის მოიესი?

დიდი კითხვის ნიშანი:გერმანელი ფეხბურთელი "სიგნალ იდუნა პარკს" ალბათ დატოვებს


ანდერ ერერა(ბილბაოს ატლეტიკი)£31მილიონი, 3/5


"იუნაიტედი" ცდილობდა ერერას ყიდვას ჯერ კიდევ წინა ზაფხულში, მაგრამ მოლაპარაკებები არ შედგა. ამის მიუხედავად, მანჩესტერელები მაინც ეცდებიან "ატლეტიკის" ფეხბურთელის ყიდვას. სკაუტები მას კიდევ ერთხელ წინა უიქენდზე დააკვირდნენ. ესპანელს შეუძლია ფლეიმეიქერად თამაში. მას შეუძლია ისეთ ფეხბურთელს, როგორიც როისია ბურთი დროულად, კარგ სიტუაციაში მიაწოდოს. კიდევ ერთი პლიუსი- მას შეეძლება მანჩესტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.

ჩაანაცვლებდა: ტომ ქლევერლის


ვის იყიდის მოიესი?

ერერა ერთ-ერთი საუკეთესოა მის კლუბში და მთლიან ლა ლიგაში


ცესკ ფაბრეგასი(ბარსელონა)£35მილიონი, 1/5


კიდევ ერთი ზაფხულში ჩაშლილი ტრანსფერი. "იუნაიტედს" კვლავ სურს ყოფილი "არსენალის" ფეხბურთელი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, წარმატებას მიაღწიონ ამ საკითხში. ბარსელონას არ სურს ესპანელის გაყიდვა. ისინი ელოდებიან, თუ რა ვითარება იქნება გუნდში ზაფხულში.

ჩაანაცვლებდა: შინჯი კაგავას


ვის იყიდის მოიესი?

"იუნაიტედმა" ვერ შეძლო ცესკ ფაბრეგასის შეძენა ზაფხულში


ვის იყიდის მოიესი?

ბედნიერები ბარსელონაში: ცესკი თავის მეგობარ გოგოსთან ერთად "ელჩესთან" მატჩის შემდეგ


დიეგო კოშტა(ატლეტიკო მადრიდი)£32მილიონი, 1/5


კოშტა ამ სეზონში გოლს გოლზე იტანს და არ არის გასაკვირი, რომ მრავალი კლუბი დააინტერესა, მაგრამ "ატლეტიკოს" ხელმძღვანელებს მკაცრად აქვთ განსაზღვრული მისი შენარჩუნება. ისინი არ მოისმენენ არავითარ შეთავაზებას ზაფხულმდე. შემდეგ მისი ფასი დიდი ალბათობით გაიზრდება.

ჩაანაცვლებდა:რობინ ვან პერსის


ვის იყიდის მოიესი?

ყველაზე მოთხოვნადი:თუ "იუნაიტედი" სერიოზულად გადაწყვეტს კოშტას შეძენას, მოუწევთ "ჩელსისთან" ბრძოლა


ვის იყიდის მოიესი?

კოშტამ უკვე 23-ჯერ გაიტანა მიმდინარე სეზონში


ლუკ შოუ(საუტჰემპტონი)£30მილიონი, 2/5


მოიესმა გადაწყვიტა, რომ 29 წლის "ევერტონელი" ლეიტონ ბეინსი საკმაოდ ასაკოვანია ფულის დასახარჯად, ამიტომ ეცდება საუტჰემპტონის ფლანგის მცველის, ლუკ შოუს შეძენას. სამხრეთული კლუბი ეცდება შეინარჩუნოს მოთამაშე ზაფხულამდე, შემდეგ კი გაყიდოს 20 მილიონ ევროდ. ინგლისელით ასევე დაინტერესებულია "ჩელსი".

ჩაანაცვლებდა:პატრის ევრას


ვის იყიდის მოიესი?

ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი


ვის იყიდის მოიესი?

მოიესმა მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო ბეინსის ყიდვა


ილკაი გიუნდოგანი(დორტმუნდის ბორუსია)£22მილიონი,1/5


მეორე ფეხბურთელი დორტმუნდიდან, რომელსაც დიდხანს არ უწერია გერმანიაში დარჩენა. მოიესი ინტენსიურად აკვირდება ილკაის თამაშს. 23 წლის გიუნდოგანს არ უთამაშია აგვისტოს შემდეგ ზურგის ტრავმის გამო, ამიტომ უფრო რეალურია მისი შეძენა ზაფხულში, ვიდრე ახლა.

ჩაანაცვლებდა:ანდერსონს, მაიკლ კერიკს




ვის იყიდის მოიესი?


ვის იყიდის მოიესი?

გიუნდოგანი უკვე გახდა დორტმუნდისა და გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი


ედინსონ კავანი(პსჟ)£60მილიონი, 1/5


როგორც ცნობილია, ურუგვაელი ფეხბურთელი კარგად ვერ შეეგუა საფრანგეთს. გუნდში ის კარგად ასპარეზობს- შეძლო 16 გოლის გატანა 22 მატჩში. ის სიამოვნებით შეხვდება ახალ გამოწვევას. პსჟ მას შეელევა 60 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში.

ჩაანაცვლებდა:რობინ ვან პერსის


ვის იყიდის მოიესი?

კლასი, რომელიც საკმაოდ რთული შესაძენია, რადგან დიდ ბიუჯეტს მოითხოვს


რადამელ ფალკაო(მონაკო)£60მილიონი, 1/5


კოლუმბიელის ამჟამინდელი კლუბი, მონაკო არ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და შესაძლოა მომავალ სეზონშიც არ ითამაშოს. ამიტომ ფალკაოს სხვა გუნდში გადაბარგება რეალურია. მონაკო მას დაახლოებით 60 მილიონ ევროდ აფასებს. "ჩელსი" ეცდება მის შეძენას ედინსონ კავანის მსგავსად.

ჩაანაცვლებდა:ხავიერ ერნანდესს


ვის იყიდის მოიესი?

რადამელ ფალკაო ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია ევროპაში


სტივენ დეფური(პორტო)£40მილიონი, 3/5


"ასტონ ვილამ" უკვე მიმართა ბელგიელი ნახევარმცველის აგენტებს, რომელიც მზად არის ინგლისში გადასასვლელად. გასაგებია, რომ 25 წლის ნახევარმცველისთვის უკეთესი იქნება, თუ უფრო მაღალ დონეზე გადავა და ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში. დეფური მარუან ფელაინის კარგი მეგობარია, რამაც შეიძლება უფრო რეალური გახადოს მისი ტრანსფერი "ოლდ ტრაფორდზე".

ვის იყიდის მოიესი?

ნახევარდაცვის მაესტრო: "პორტოს" ფეხბურთელი სტივენ დეფური ფელაინის მეგობარია


წყარო:dailymail
ტრანსფერები
16 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
7 იანვარი 2014 18:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როისი, გუნდოგანი და შოუ. ეს კოშტა გაათრიონ მაგრად არ მევასება ეს ფეხბურთელი. ფაბრეგასის შეძენა ვაბშე იდეალურია რა, ეს კაცი დაგვეთრია თავის დროზე და მოგვარდებოდა ყველაფერი
0
№12
ავტორი: Rosso Diavolo
7 იანვარი 2014 18:07
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყველაზე კარგი ვარინტი როისია
0
№13
ავტორი: Manchester_M
7 იანვარი 2014 19:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არა რეალური ხალხია რომელიც გამოგვადგება არც ერთი არ გადმოვა აქედან კავანზე კიდო საიდან მოიტანენ პსჟეს ეგ თუ ასე ადვილად დატოვებს რავი რა :X:X:X
0
№14
ავტორი: VaRdo
7 იანვარი 2014 20:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ამ ზამთარს 1 კაი ფეხბურთელი და მერე ზაფხულამდე გავძლებთ როგორმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: Svanii
7 იანვარი 2014 20:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
Coshta Vafshe Argvinda Magaze Magari Shemsrulebeli Gvytavss!! RVP < 33 Roisi Da GundoGani Dagvxatavda Magrad Tann...
0
№16
ავტორი: tupaca
8 იანვარი 2014 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Moyes sheni saxe ro vnaxe sanderlendtan shemecode magram mainc unda gagino sheni bralia yvelaperI Da gaajvi ra
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top