თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2014, 17:08
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2403,
კომენტარები: 15
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა
კიდევ ერთი მარცხი და უამრავი პრობლემა კლუბში
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა
მაშ ასე, შემოგთავაზებთ 6 ძირითად პრობლემას, რაც გუშინდელი მარცხის შემდეგ ნათელი გახდა.
დევიდ მოიესი და მისი შეგირდები გუშინ ინგლისის ასოციაციის თასს გამოეთიშნენ. "იუნაიტედმა" კიდევ ერთი მარცხი იწვნია საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ, კერძოდ ოლდ ტრაფორდზე და კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.
ეს იყო უსუსური გამოსვლა წითელი ეშმაკების, რომლებიც შეიძლება კვლავ შოკში იყვნენ "ტოტენჰემთან" წაგებული მატჩის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე.
ტრავმირებულთა რიცხვი არ მცირდება და კლუბს ლაზარეთში ძალიან ბევრი საჭირო ფეხბურთელი ჰყავს. მოიესი კი ჯერ-ჯერობით არავის შეძენას არ ცდილობს.
მე გეტყვით იმ 6 პრობლემას, რაც გუშინდელი წაგების შემდეგ ნათელი გახდა.

პრობლემა ნომერი ერთი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

"იუნაიტედი" მოკლებულია კრეატიულ თამაშს. თამაშის წაგება ერთია, მაგრამ შესაძლებლობის არ ქონა, მოიგო თამაში მეორე. მოიესის აზრით ყველაფერი ტრავმირებული ფეხბურთელების არ ყოლის გამო ხდება, თუმცა ფაქტია, რომ გუშინდელ თამაშში გუნდს მარტო ბიუტნერი აძლევდა ბიძგს შეტევაში. ნახევარდაცვას და თავდასხმას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამოეძინათ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ახალი პრობლემა, მაგრამ ნათელია, რომ ამის გადასაჭრელად ნაბიჯები არ იდგმება. ნახევარდაცვას აკლია კრეატივი, მათ არ შეუძლიათ რამდენიმე ზუსტი პასის გაკეტება მოედნის ცენტრში, ისე რომ ხიფათი შეექმნას მოწინააღმდეგეს. ამ ცენტრით მოიესის შეგირდები უმაღლეს დონეზე ვერასდროს ითამაშებენ.

პრობლემა ნომერი ორი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

კაგავამ ვერ გაამართლა. მისი ტრანსფერი არ აღმოჩნდა გამართლებული. დიდი ხნის განმავლობაში გულშემატკივრები მწვრთვნელებს ადანაშაულებნდნენ იმაში, რომ კაგავას არ ეძლეოდა სათამაშო დრო. თუმცა ბოლო პერიოდში ის ხშირად არის მოედანზე, მაგრამ იაპონელი ვერ ახერხებს შესაძლებლობების გამოვლენას.
კაგავა ცდილობს - "იუნაიტედი" დგას.
"დორტმუნდში", სადაც ის თამაშობდა ჰყავდა ძალიან კარგი მეწყვილეები. კაგავას შეუძლია უფრო მეტი, მაგრამ როგორც ჩანს მისი ნიჭი და ტალანტი იკარგება ნელ-ნელა.

პრობლემა ნომერი სამი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

ჰოლანდიელი შორს არის მაღალი დონის მცველობისგან. ბიუტნერი არის მარცხენა მცველი, მაგრამ ის უკეთესად ირჯება შეტევაში, ვიდრე დაცვაში. გუშინ მისი პლიუსები ვიხილეთ: მას შეუძლია გაცდეს ფეხბურთელს და ჩააწოდოს მშვენივრად.
იანგის და ნანის ტრავმა პრობლემას მატებს "იუნაიტედს" ფლანგზე. გუნდ ფაქტიურად იანუზაი და ზაჰა რჩება. ამიტომ შესაძლებელია ჰოლანდიელის წინ წაწევა და მისი გამოცდა იანგის პოზიციაზე. სრულიად შესაძლებელია ამ ყველაფრის გამოცდა 7-ში "სანდერლენდის" წინააღმდეგ.

პრობლემა ნომერი ოთხი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

ფაბიოს არ აქვს მომავალი "იუნაიტედში" და ეს ფაქტია.
ორივე ბრაზილიელ და სილვას დიდი გული აქვთ ახალგაზრდა სხეულში.
თუმცა ფაბიოს არ ეძლევა შანსი, მას უფრო მეტი ტრამვა აქვს, ასევე იყო არენდით, როგორც ჩანს მისი გემი უკვე იძირება "იუნაიტედში".
რამდენიმე წუთი დაჭირდა ბრაზილიელს, წითელი ბარათის მისაღებად, გუშინ.
მისმა ძმამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაამტკიცა, რომ ის ღირსეული მარჯვენა მცველია, ამიტომ ფაბიოს მოუწია მარცხენა მცველობა, მაგრამ არც დრო და არც შანსი არ მიეცა ბრაზილიელს.
გუშინდელი დღე კი მისთვის სამწუხარო აღმოჩნდა.
მას შეიძლება აღარც მიეცეს შანსი, არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ საერთოდ "იუნაიტედში" თამაშისა. არაა გამორიცხული ბრაზილიელმა ამ ზაფხულსვე დატოვოს კლუბი.

პრობლემა ნომერი ხუთი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა
პრობლემა ნაკლებად, ალბათ უფრო მინიშნება მოიესს, რომ ფლეთჩეს შეუძლია გადატვირთულ პერიოდში დაეხმაროს გუნდს. შოტლანდიელმა გუშინ 90 წუთი ძალიან კარგ დონეზე ჩაატარა. მისი შესაძლებლობა მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ გუშინ მან დაამტკიცა, რომ ღირსეულად იმსახურებს ადგილს ამ გუნდში.
ფლეთჩერი საჭირო დროს დაბრუნდა და მას შეუძლია ჩაანაცვლოს კერიკი, სანამ ინგლისელს ტრამვა აქვს და ასევე შოტლანდიელს შესწევს ძალა შეითავსოს ლიდერობა.

პრობლემა ნომერი ექვსი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

მოიესი გუშინ მიტოვებულს გავდა. ბევრი ფიქრობს, რომ გლეიზერები და ედ ვუდვარდი მისი არჩევისას შეცდნენ და აუცილებელია ამ შეცდომის მალევე გამოსწორება.
ფაქტი ერთია, კლუბი გამოვარდა ისეთი თასიდან, რომლის მოგებას შეიძლებოდა და შესაძლოა ეს თასი გულშემატკივრათა დამშვიდების საბაბიც ყოფილიყო.
შოტლანდიელი სპეციალისტი წარმოუდგენელ შეცდომებს უშვებს და ამყარებს ანტი-რეკორდებს.
სერ ალექსმა თავად გადაწყვიტა, რომ შოტლანდიელს შეეცვალა იგი. მას მთელი მანჩესტერი ენდობა, სჯერათ მისი და ამიტომაც უმეტესობა კვლავ მოიესის გვერდით დგას.
მოიესის ერთადერთი ტრანსფერი ფელაინია, სატრანსფერო ბაზრის ბოლო წუთებზე შეძენილი ფეხბურთელი კლუბს ვერ ეხმარება.
გლეიზერებმა ეხლა უნდა ჩაიხედონ ღრმად საკუთარ ჯიბეებში და დახარჯონ ის ფული, რასაც ამდენი ხანი აგროვებდა კლუბი. სწორედ ამ ოჯახმა უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ "იუნაიტედი" კვლავ ბრენდია და რომ, ეს კლუბი არ დაეცემა კიდევ დიდი ხანი.
საკითხი კი ასე ისმის, დახარჯავენ კი ისინი ფულს ?
ამაზე პასუხი მომავალში გვეცოდინება, თუ კი კლუბი ვერ მიაღწევს წარმატებას მათ სხვა გზა არ ექნებათ.
გლეიზერები არ არიან რისკიანები და თუ ისი არაფერს შეცვლიან, ეს იქნება ყველაზე დიდი რისკი მათი ბიზნესისთვის.

წყარო: "Bleacherreport"
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
6 იანვარი 2014 17:13
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ყველაფერი მშვენივრადაა ჩამოყალიბებული :) რამდენი ხანია ვიძახი ბიუნტნერი არააა გრანდის დონის...ფაბიოს უფრო მეტი დრო უნდა რომ დაღვინდეს...
0
№2
ავტორი: Red Hooligan
6 იანვარი 2014 17:15
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ფაბიო არა ხე. მომინდომა აქ გაგიჟება. რომ გამოვიდა ეგრევე მივხვდი რითაც დამთავრდებოდა. ბიუტნერი 1000ჯერ ჯობია და ითამაშოს უნდა კიდეც. ერთადერთი დაცვაში გააუმჯებესოს თამაში და კაია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: RedGirl
6 იანვარი 2014 17:15
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თამაშის წაგებაზე მეტად ცარიელ ოლდ ტრაფორდმა დამწყვიტა გული მე პირადად :))

გლეიზერებმა ეხლა უნდა ჩაიხედონ ღრმად საკუთარ ჯიბეებში და დახარჯონ ის ფული, რასაც ამდენი ხანი აგროვებდა კლუბი

იანვარში მაინც არარეალური მგონია წესიერი ტრანსფერი:| დაეხარჯათ 5 მილიონით მეტი ზაფხულში და ეყიდათ იოზილი :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: rvpevil
6 იანვარი 2014 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ეე მოიესის ბრალიცაა აქ ფერგი ამ გუნდით ბევრად კარგ შედეგს დადებდა ევერტონი ისევ იმ დონეზეა მწვრთნელის ღვაწლი იქ ნაკლები იყო უფრო კლუბი იყო ყოველთვის კარგად დაკომპლექტებული ვიძახდი მე არ მინდა მოიესი თქო მარტო მოთამაშეებს ნუ დავაბრალებთ
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
6 იანვარი 2014 17:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეეჰ გაგვიცრუეს იმედები ყველას
0
№6
ავტორი: GeorgeBest
6 იანვარი 2014 18:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაგავა იკარგება გუნდში, არ თამაშობს მანჩესტერი ისეტ ფეხბურთს რომელსაც კაგავა იყო მიჩვეული ბორუსიაში. პრემიერ ლიგაში და მანჩესტერში ნელ–ნელა კვდება ამის ნიჭი და საერთოდ არ ამართლებს. რომელ კრეატიულობაზეა ლაპარაკი როცა ქლევერლის თამაშს ვუყურებ. ახლად გაცოცხლებული ფლეტჩერის ფლანგზე გადატანა მირჩევნია ქლევერლის 90 ჭუთ თამაშს.

ტრანსფერები გვწირდება არის ნეტა ვინმე კიდე ვინც ამას ვერ ხედავს? ამ ზამთარს, ზაფხულში ვუდვარდსი 89 ფეხბურთელსრ ო დასდევს ერთი მაინც შეიძინოს დ აგვეშველება, გადაიხადონ საკამრისი თანხები და ყველაფერი რიგზე იქნება. თუ არადა მილანი მონაგონი გახდება
0
№7
ავტორი: Malboro463
6 იანვარი 2014 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5888
№8
ავტორი: love united
6 იანვარი 2014 19:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ტრანსფერებია საჭირო,ორი აზრი არ არის.ნახევარდაცვაა გასაძლიერებელი...
0
№9
ავტორი: tupaca
6 იანვარი 2014 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Moyess dedas ro vagineb zogs utydeba magram erti kargad gaaxilet tvalebi ra damarta gunds amas transperebic vegar ushvelis... Da vapshe gleizerebis ojaxi m......
0
№10
ავტორი: Wardell
6 იანვარი 2014 21:34
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყოჩაღ ავტორ კაი სტატიაა მართლა ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთისა :) კაგავაზე ნუ იტყვი რო არაა მანჩესტერის დონისო და არ გაამართლაო. ერთადერთი კრეატიული და მოაზროვნე ფეხბურთელია დღევანდელ მანჩესტერში უბრალოდ არ ათამაშებენ იმ პოზიციაზე სადაც მას თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა შეუძლია, ამასთან ერთად ფორმაშიც არააა :))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top