თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2014, 17:08
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2404,
კომენტარები: 15
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა
კიდევ ერთი მარცხი და უამრავი პრობლემა კლუბში
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა
მაშ ასე, შემოგთავაზებთ 6 ძირითად პრობლემას, რაც გუშინდელი მარცხის შემდეგ ნათელი გახდა.
დევიდ მოიესი და მისი შეგირდები გუშინ ინგლისის ასოციაციის თასს გამოეთიშნენ. "იუნაიტედმა" კიდევ ერთი მარცხი იწვნია საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ, კერძოდ ოლდ ტრაფორდზე და კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.
ეს იყო უსუსური გამოსვლა წითელი ეშმაკების, რომლებიც შეიძლება კვლავ შოკში იყვნენ "ტოტენჰემთან" წაგებული მატჩის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე.
ტრავმირებულთა რიცხვი არ მცირდება და კლუბს ლაზარეთში ძალიან ბევრი საჭირო ფეხბურთელი ჰყავს. მოიესი კი ჯერ-ჯერობით არავის შეძენას არ ცდილობს.
მე გეტყვით იმ 6 პრობლემას, რაც გუშინდელი წაგების შემდეგ ნათელი გახდა.

პრობლემა ნომერი ერთი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

"იუნაიტედი" მოკლებულია კრეატიულ თამაშს. თამაშის წაგება ერთია, მაგრამ შესაძლებლობის არ ქონა, მოიგო თამაში მეორე. მოიესის აზრით ყველაფერი ტრავმირებული ფეხბურთელების არ ყოლის გამო ხდება, თუმცა ფაქტია, რომ გუშინდელ თამაშში გუნდს მარტო ბიუტნერი აძლევდა ბიძგს შეტევაში. ნახევარდაცვას და თავდასხმას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამოეძინათ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ახალი პრობლემა, მაგრამ ნათელია, რომ ამის გადასაჭრელად ნაბიჯები არ იდგმება. ნახევარდაცვას აკლია კრეატივი, მათ არ შეუძლიათ რამდენიმე ზუსტი პასის გაკეტება მოედნის ცენტრში, ისე რომ ხიფათი შეექმნას მოწინააღმდეგეს. ამ ცენტრით მოიესის შეგირდები უმაღლეს დონეზე ვერასდროს ითამაშებენ.

პრობლემა ნომერი ორი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

კაგავამ ვერ გაამართლა. მისი ტრანსფერი არ აღმოჩნდა გამართლებული. დიდი ხნის განმავლობაში გულშემატკივრები მწვრთვნელებს ადანაშაულებნდნენ იმაში, რომ კაგავას არ ეძლეოდა სათამაშო დრო. თუმცა ბოლო პერიოდში ის ხშირად არის მოედანზე, მაგრამ იაპონელი ვერ ახერხებს შესაძლებლობების გამოვლენას.
კაგავა ცდილობს - "იუნაიტედი" დგას.
"დორტმუნდში", სადაც ის თამაშობდა ჰყავდა ძალიან კარგი მეწყვილეები. კაგავას შეუძლია უფრო მეტი, მაგრამ როგორც ჩანს მისი ნიჭი და ტალანტი იკარგება ნელ-ნელა.

პრობლემა ნომერი სამი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

ჰოლანდიელი შორს არის მაღალი დონის მცველობისგან. ბიუტნერი არის მარცხენა მცველი, მაგრამ ის უკეთესად ირჯება შეტევაში, ვიდრე დაცვაში. გუშინ მისი პლიუსები ვიხილეთ: მას შეუძლია გაცდეს ფეხბურთელს და ჩააწოდოს მშვენივრად.
იანგის და ნანის ტრავმა პრობლემას მატებს "იუნაიტედს" ფლანგზე. გუნდ ფაქტიურად იანუზაი და ზაჰა რჩება. ამიტომ შესაძლებელია ჰოლანდიელის წინ წაწევა და მისი გამოცდა იანგის პოზიციაზე. სრულიად შესაძლებელია ამ ყველაფრის გამოცდა 7-ში "სანდერლენდის" წინააღმდეგ.

პრობლემა ნომერი ოთხი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

ფაბიოს არ აქვს მომავალი "იუნაიტედში" და ეს ფაქტია.
ორივე ბრაზილიელ და სილვას დიდი გული აქვთ ახალგაზრდა სხეულში.
თუმცა ფაბიოს არ ეძლევა შანსი, მას უფრო მეტი ტრამვა აქვს, ასევე იყო არენდით, როგორც ჩანს მისი გემი უკვე იძირება "იუნაიტედში".
რამდენიმე წუთი დაჭირდა ბრაზილიელს, წითელი ბარათის მისაღებად, გუშინ.
მისმა ძმამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაამტკიცა, რომ ის ღირსეული მარჯვენა მცველია, ამიტომ ფაბიოს მოუწია მარცხენა მცველობა, მაგრამ არც დრო და არც შანსი არ მიეცა ბრაზილიელს.
გუშინდელი დღე კი მისთვის სამწუხარო აღმოჩნდა.
მას შეიძლება აღარც მიეცეს შანსი, არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ საერთოდ "იუნაიტედში" თამაშისა. არაა გამორიცხული ბრაზილიელმა ამ ზაფხულსვე დატოვოს კლუბი.

პრობლემა ნომერი ხუთი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა
პრობლემა ნაკლებად, ალბათ უფრო მინიშნება მოიესს, რომ ფლეთჩეს შეუძლია გადატვირთულ პერიოდში დაეხმაროს გუნდს. შოტლანდიელმა გუშინ 90 წუთი ძალიან კარგ დონეზე ჩაატარა. მისი შესაძლებლობა მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ გუშინ მან დაამტკიცა, რომ ღირსეულად იმსახურებს ადგილს ამ გუნდში.
ფლეთჩერი საჭირო დროს დაბრუნდა და მას შეუძლია ჩაანაცვლოს კერიკი, სანამ ინგლისელს ტრამვა აქვს და ასევე შოტლანდიელს შესწევს ძალა შეითავსოს ლიდერობა.

პრობლემა ნომერი ექვსი:
6 რამ, რაც გუშინდელმა მარცხმა გვასწავლა

მოიესი გუშინ მიტოვებულს გავდა. ბევრი ფიქრობს, რომ გლეიზერები და ედ ვუდვარდი მისი არჩევისას შეცდნენ და აუცილებელია ამ შეცდომის მალევე გამოსწორება.
ფაქტი ერთია, კლუბი გამოვარდა ისეთი თასიდან, რომლის მოგებას შეიძლებოდა და შესაძლოა ეს თასი გულშემატკივრათა დამშვიდების საბაბიც ყოფილიყო.
შოტლანდიელი სპეციალისტი წარმოუდგენელ შეცდომებს უშვებს და ამყარებს ანტი-რეკორდებს.
სერ ალექსმა თავად გადაწყვიტა, რომ შოტლანდიელს შეეცვალა იგი. მას მთელი მანჩესტერი ენდობა, სჯერათ მისი და ამიტომაც უმეტესობა კვლავ მოიესის გვერდით დგას.
მოიესის ერთადერთი ტრანსფერი ფელაინია, სატრანსფერო ბაზრის ბოლო წუთებზე შეძენილი ფეხბურთელი კლუბს ვერ ეხმარება.
გლეიზერებმა ეხლა უნდა ჩაიხედონ ღრმად საკუთარ ჯიბეებში და დახარჯონ ის ფული, რასაც ამდენი ხანი აგროვებდა კლუბი. სწორედ ამ ოჯახმა უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ "იუნაიტედი" კვლავ ბრენდია და რომ, ეს კლუბი არ დაეცემა კიდევ დიდი ხანი.
საკითხი კი ასე ისმის, დახარჯავენ კი ისინი ფულს ?
ამაზე პასუხი მომავალში გვეცოდინება, თუ კი კლუბი ვერ მიაღწევს წარმატებას მათ სხვა გზა არ ექნებათ.
გლეიზერები არ არიან რისკიანები და თუ ისი არაფერს შეცვლიან, ეს იქნება ყველაზე დიდი რისკი მათი ბიზნესისთვის.

წყარო: "Bleacherreport"
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
6 იანვარი 2014 22:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ერთადერთი რამ რაც მე გუშინ დავინახე ის იყო, რომ გამო***ვდა მანჩესტერი. გასაგებია რომ ტოტენჰემი ცოტა ძლიერი მოწინააღმდეგე იყო მაგრამ სვანსი რაღა ანდერსონია ჰა?? მაგათ რატო ვერ უგებენ თან, ეს დედა აფეთქებული, ოლდ ტრაფორდზეა თამაში სადღაც ტრაკში ლიბერტი სტადიუმზე ხო არა მით უმეტეს, რომ იქ მოიგეს 1-4 სეზონის პირველ თამაშში.

ვინმე წესიერი მცველი და საყრდენი უნდა გუნდს და არა ისეთი 2 წელი არენდებში რომ უნდა ირბინოს ან სკამი ხეხოს არამედ ახლავე 2-3 თამაშში რომ შეეწყოს გუნდს და რამე უშველოს, თორემ კერიკი ვერაა ჯერ ფორმაში ფელაინის საერთოდ რა უნდა ამ ცხოვრებისგან ვერ გავიგე, ფლეტჩერი დაბერდა ანდერსონი და კლევერლი ვერაფერს ახერხებენ დაცვაში რიო დაბერდა სმოლინგზე პირველივე სეზონიდან ვიძახდი რომ არ იყო ის ფეხბურთელი რომელიც მანჩესტერს ჭირდებოდა ევანსი ცოტა გამოსწორდა მაგრამ არ არის საუკეთესო ვარიანტი, ერთადერთი ვიდა და ჯონსი არიან ძლიერები და ვიდა ბერდება ონსი კიდე ჰოსპოტალს ვერ გასცდა, რამე მოქმედებაა საჭირო და არა ის რომ ყოველი მატჩის მერე მოისმა იძახოს პრობლემები არის და ვმუშაობთო areyoukiddingme დავიღალეთ ბლინ პრობლემები რომ იყო ფერგის დროს ერთ მატჩში მეორე მატჩშივე ასწორებდა სიტუაციას ფერგი და არა 2 წლის მერე areyoukiddingme rage
0
№12
ავტორი: rvpevil
7 იანვარი 2014 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
შობას გილოცავთ <3!
0
№13
ავტორი: Chicharito 14
7 იანვარი 2014 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რატო გინდათ ყველაფერი მზარმზრეული? თქვენ მანჩესტერის გაძღოლა ადვილი გგონიათ . ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება იმიტო რომ ეს მანჩესტერია . ფერგი მოუგებდა უჭველიო . ბოლოს ეს ტიტული როდის მოიგეთ გახსოვთ . სტატისტიკა არ დაგავიწყდეთ მანჩესტერი ზედიზედ ბოლო პერიოდში ვერ ხდებოდა ჩემპიონი . შემადგენლობას გადახედეთ ერთი რა რუნი მოიგებს არტო თამაშს? როცა მძღნერი გუნდი გვყავს? ყველას ეზარება ცენზურას განძრევა იმიტომ რომ მწვრთნელი ავტოტიტეტის მოპოვებას ცდილობს . ბევრმა ალბათ არ იცი ბრაინა კლაფი მწვრთნელი ლეგენდა კაცმა ლიდსში ვერაფერს მიახწია იმიტომრომ ფეხბურთელები იყვნენ სვანები და რო გააგდზეს ნოტინგემ ფორესტს 2ჯერ ზედიზედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და ფინალში რეალიც კი დაამარცხა. ყვეაფერს თავისი მიზეზი იაქვს ადამიანებო. ცარამტების მიღწევას შრომა ჭირდება , მოიესი შრომობს ფეხბურთელები დგანან . ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას არ არის სწორი მანჩესტერის გულშემატკივრებისგან ეგეთი საქციელი .
0
№14
ავტორი: Alex Buttner
7 იანვარი 2014 02:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
პირველში გეთანხმები ბიუტნერი როარყოფილიყო ალბათ სულ დაგვერხეოდა დანარჩენებშიც გეთანხმები მაგრამ ჩემი აზრით ბიუტნერი ევრას ბევრად ჯობია!

და ამიტო არგვინდა მარცხემნა მცველი ჩემის აზრით იმედია მოიესი საჭირო პოზიციას გააძლიერებს !
0
№15
ავტორი: Count Alucard
7 იანვარი 2014 10:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Alex Buttner,
რა ბიუტნერი lol მაგაზე დებილი მცველი თუ ყავდეს ვინმეს პრემიერ ლიგაში არ ვიცი, მაგას ჩელსის ბერტრანდიც კი ჯობია, 2 წელია ვუყურებ და ტიპმა საერთოდ პროგრესი ვერ განიცადა, პასი მაგას არ უვარგა პოზიციას ვერ არჩევს სწორად და ჩაწოდებები კიდე 10 დან 2-3 გამოსდის დრბილინგიც ეგრე 10 ცდიდან 2 ჯერ თუ გამოუვა მარა მერე ისეთ ცაწოდებას აკეთებს რომ აზრი ეკარგება ყველაფერს. შეიძლება მე ზედემტად სუბიექტურად ვუყურებ მაგრამ კოენტრაო რო ვიყიდოთ ბევრად უკეთესი იქნება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top