"იუნაიტედი" დიდ კრიზისშია...
გუშინ გაიმართა ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩი, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" უელსურ გუნდს "სუონსის" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-2 ანგარიშით დამარცხდა. როგორც "იუნაიტედმა" ბოლო დროს შეგვაჩვია ეს მატჩიც უღიმღამო გამოდგა და მანკუნიანელებმა თამაშის ფრედ დასრულებაც ვერ შეძლეს. გუნდი დააღალატა ფაბიომ, რომელმაც მიიღო თავისი შანსი, მაგრამ 10 წუთიც კი ვერ გაჩერდა მოედანზე და მაიკ დინმა საბოლოოდ გააძევა კიდეც ახალგაზრდა ბრაზილიელი.
ამ დამარცხებას შეიძლება ბევრი მიზეზი მოუძებნო. ალბათ მათგან საკვანძო ფეხბურთელების რუნის, ვან პერსის, ნანის, ჯონსის, ფელაინის და რაფაელის არ ყოფნაა გამოსარჩევი. გუშინ გუნდის ძირითადი შემადგენლობა ნამდვილად არ თამაშობდა, მაგრამ არამგონია ეს გასასამართლებელი საბუთი იყოს. გუნდმა 6 საშინაო მატჩიდან 4 დათმო და მხოლოდ 2 მოიგო. იყო დრო როცა ოლდ ტრაფორდი აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. დრო როცა ამ სტადიონზე კანკალით ჩამოდიოდნენ, თუმცა მაშინ ის ერთადერთი იყო, რომლის მსგავსიც არასდროს დაიბადება. ნუთუ ამ "იუნაიტედს" არ შესწევს იმის ძალა, რომ გუნდის ლიდერების გარეშეც კი მოუგოს "სუონსის" დონის გუნდს ოლდ ტრაფორდზე?!
ამაზე რაღას ვიტყვით ? "იუნაიტედს" არ ჰყავს ერთგული გულშემატკივარი?! ეს ხმამაღალი ნათქვამი იქნება მეგობრებო, რადგანაც ეს "იუნაიტედია" და მისი გულშემატკივარი ყოველთვის მომთხოვნი იქნება და ვერ შეეგუება შემთხვევით გუნდის ჩამოსვლას და დამარცხებას.
ასეთმა მდგომარეობამ შესაძლოა ამ ადამიანის დარჩენის შანსები საგრძნობლად შეამციროს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გუნდში, რომელიც ოთხეულშიც კი ვერ შევიდა ? არამგონია რუნი ამას შეეგუოს.
და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ფანების მიწერ დაწერილი წერილი დევიდ მოიესისთვის:
From a fans: Moyes can't handle United. This is not the kind of a coach you should trust. He is a learner. You can't believe in a learner. All you Moyes fans, pls stop the fuck, swallow the pride and seek for moyes sack. Madrid, barca, chelsea, city, Napoli, psg, Bayern, all changed coach but suffereth no crises. Moyes is the wrong coach for United job. Pls don't say we are glory hunters. Not been a glory hunter doesn't mean You don't want United to win trophies, still be the best and the largest. If you like stick with Moyes 100 years, he won't win anything, he lacks the tactics, Courage and all United player are easily getting injury because they are bored with the coaching style. The players want the coach to be sacked and you ordinary person is resisting it. Pls join us to ask for Moyes sack. Swallow your pride and say the truth. He is not capable.
ფანებისგან: მოიესს არ შეუძლია "იუნაიტედის" მართვა. ის არ არის მწვრთნელი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. ის ახლა სწავლობს გრანდის მართვას. რეალმა, ბარსელონამ, ჩელსიმ, სიტიმ, ნაპოლიმ, პსჟმ და ბაიერნმაც შეცვალეს მწვრთნელი, თუმცა ასეთი კრიზისი არცერთ გუნდში არაა. მოიესი არ არის ის კაცი ვისაც ამ საქმის გაკეთება შეუძლია. არ თქვათ, რომ ჩვენ წარმატების მოყვარულები ვართ. არ იყო წარმატების მოყვარული ნიშნავს, რომ არ გინდოდეს უყურო "იუნაიტედის" ტიტულების მოგებას. მოიესს 100 წელიც, რომ მისცეთ ის მაინც ვერაფერს მოიგებს. მისი ტაქტიკა არ ამართლებს, ფეხბურთელები ხშირად იღებენ ტრავმებს. გთხოვთ მოგვეცით უფლება მასთან საუბრისა. გთხოვთ თქვათ სიმართლე. ის არ არის ნიჭიერი მწვრთნელი.