თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2014, 14:01
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 3289,
კომენტარები: 14
როდემდე გაგრძელდება უპატივცემულობა გულშემატკივრის მიმართ და პირიქით?!
"იუნაიტედი" დიდ კრიზისშია...
როდემდე გაგრძელდება უპატივცემულობა გულშემატკივრის მიმართ და პირიქით?!
გუშინ გაიმართა ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩი, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" უელსურ გუნდს "სუონსის" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-2 ანგარიშით დამარცხდა. როგორც "იუნაიტედმა" ბოლო დროს შეგვაჩვია ეს მატჩიც უღიმღამო გამოდგა და მანკუნიანელებმა თამაშის ფრედ დასრულებაც ვერ შეძლეს. გუნდი დააღალატა ფაბიომ, რომელმაც მიიღო თავისი შანსი, მაგრამ 10 წუთიც კი ვერ გაჩერდა მოედანზე და მაიკ დინმა საბოლოოდ გააძევა კიდეც ახალგაზრდა ბრაზილიელი.

ამ დამარცხებას შეიძლება ბევრი მიზეზი მოუძებნო. ალბათ მათგან საკვანძო ფეხბურთელების რუნის, ვან პერსის, ნანის, ჯონსის, ფელაინის და რაფაელის არ ყოფნაა გამოსარჩევი. გუშინ გუნდის ძირითადი შემადგენლობა ნამდვილად არ თამაშობდა, მაგრამ არამგონია ეს გასასამართლებელი საბუთი იყოს. გუნდმა 6 საშინაო მატჩიდან 4 დათმო და მხოლოდ 2 მოიგო. იყო დრო როცა ოლდ ტრაფორდი აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. დრო როცა ამ სტადიონზე კანკალით ჩამოდიოდნენ, თუმცა მაშინ ის ერთადერთი იყო, რომლის მსგავსიც არასდროს დაიბადება. ნუთუ ამ "იუნაიტედს" არ შესწევს იმის ძალა, რომ გუნდის ლიდერების გარეშეც კი მოუგოს "სუონსის" დონის გუნდს ოლდ ტრაფორდზე?!

როდემდე გაგრძელდება უპატივცემულობა გულშემატკივრის მიმართ და პირიქით?!


ამაზე რაღას ვიტყვით ? "იუნაიტედს" არ ჰყავს ერთგული გულშემატკივარი?! ეს ხმამაღალი ნათქვამი იქნება მეგობრებო, რადგანაც ეს "იუნაიტედია" და მისი გულშემატკივარი ყოველთვის მომთხოვნი იქნება და ვერ შეეგუება შემთხვევით გუნდის ჩამოსვლას და დამარცხებას.

როდემდე გაგრძელდება უპატივცემულობა გულშემატკივრის მიმართ და პირიქით?!


ასეთმა მდგომარეობამ შესაძლოა ამ ადამიანის დარჩენის შანსები საგრძნობლად შეამციროს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გუნდში, რომელიც ოთხეულშიც კი ვერ შევიდა ? არამგონია რუნი ამას შეეგუოს.

და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ფანების მიწერ დაწერილი წერილი დევიდ მოიესისთვის:

From a fans: Moyes can't handle United. This is not the kind of a coach you should trust. He is a learner. You can't believe in a learner. All you Moyes fans, pls stop the fuck, swallow the pride and seek for moyes sack. Madrid, barca, chelsea, city, Napoli, psg, Bayern, all changed coach but suffereth no crises. Moyes is the wrong coach for United job. Pls don't say we are glory hunters. Not been a glory hunter doesn't mean You don't want United to win trophies, still be the best and the largest. If you like stick with Moyes 100 years, he won't win anything, he lacks the tactics, Courage and all United player are easily getting injury because they are bored with the coaching style. The players want the coach to be sacked and you ordinary person is resisting it. Pls join us to ask for Moyes sack. Swallow your pride and say the truth. He is not capable.


ფანებისგან: მოიესს არ შეუძლია "იუნაიტედის" მართვა. ის არ არის მწვრთნელი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. ის ახლა სწავლობს გრანდის მართვას. რეალმა, ბარსელონამ, ჩელსიმ, სიტიმ, ნაპოლიმ, პსჟმ და ბაიერნმაც შეცვალეს მწვრთნელი, თუმცა ასეთი კრიზისი არცერთ გუნდში არაა. მოიესი არ არის ის კაცი ვისაც ამ საქმის გაკეთება შეუძლია. არ თქვათ, რომ ჩვენ წარმატების მოყვარულები ვართ. არ იყო წარმატების მოყვარული ნიშნავს, რომ არ გინდოდეს უყურო "იუნაიტედის" ტიტულების მოგებას. მოიესს 100 წელიც, რომ მისცეთ ის მაინც ვერაფერს მოიგებს. მისი ტაქტიკა არ ამართლებს, ფეხბურთელები ხშირად იღებენ ტრავმებს. გთხოვთ მოგვეცით უფლება მასთან საუბრისა. გთხოვთ თქვათ სიმართლე. ის არ არის ნიჭიერი მწვრთნელი.
სტატიები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
6 იანვარი 2014 16:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომეწონა სიახლე ყოჩაღ, მაგრამ სა საკვანძო ფეხბურთელებში ნანიც მიამატა wink

რაც შეეხება ფანების წერილს, არ ვეთანხმები ნაწილობრივ, იმიტომ რომ ჩამოთვლილი გუნდებიდან რომლებმაც მწვრთნელი შეცვალეს ისედაც უძლიერესი შემადგენლობები უფრო გააძლიერეს. შემადგენლობა გადაბერებულია, ყველა პოზიციაზე გვიჭირს უკვე. თუმცა მოიესი მარტლა ეხლა სწავლობს გრანდის მართვას მგონი, არ ამართლებს ხშირ შემთხვევაში ამ კაცის ტაქტიკა და ძვირადაც დაგვიჯდა ბევრჯერ უკვე. არ მინდა პესიმისტი ვიყო, მაგრამ ოპტიმიზმის საშუალებას უკვე აღარც მაძლევენ. წლის ბოლოს ვნახავ საბოლოო შედეგს დ აშემდეგ გადაწყდება ყველას ბედი
0
№12
ავტორი: chudikone
6 იანვარი 2014 16:12
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველანაირად ვეთანხმები ფანებს, მეც მათი ნაწილი ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: tupaca
6 იანვარი 2014 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Panebs vuertdebi Da vetanxmebi yvelaperShi rac sheexeba 1986 wels fergi ro movida manchesteri cud dgeshi iyo Da nu shevadarebt moyesis mosvlas man chempioni gundi chaibara Da siri ro ar iyos am dgeshi ar viqnebodit, gadaxedet erti mogebul tamashebs romeli moviget moiesis taqtikit??? An gvimartlebda an pexburtelebis individualizmit vaxerxebdit gamarjvebas
0
№14
ავტორი: zatara
7 იანვარი 2014 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
იმაზე ლაპარაკიც არ ღირს ფერგის მოსვლის დროს რა მანჩესტერი იყო და მოიესის დროს რა არის... მაგრამ ის რომ შარშან ვიგებდით და წელს ვერა ეს მწვრთნელის დამსახურება რომ არის მაგდენს ვერ ხვდებით?

მერე კიდე რომ იძახით რეალს და ბარსას 11 კაცი ვარსკვლავი ყავთო და ჩვენ არაო... ნეტა რატო არ არიან ვარსკვლავები? იმიტომ რომ ვერაფერს აკეთებენ სტადიონზე და ვერ უგებენ სოუნსებს და ახალციხეებს...

ფანების დაშლას რაც შეეხება მაგრად არ მიყვარს თამაშამდე რო ტოვებენ სტადიონს... მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაანახონ უკვე გუნდს რომ რამე შეიცვალოს... ფანებმა სახე გაიხიონ და გუნდი სულ აგებდეს ეგრე არ არის რააა...

მე მაინც მოიესს ვაბრალებ და ძალიან გამიცრუა იმედები... მეტს მოველოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top