თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2014, 15:46
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2689,
კომენტარები: 11
კონტრაქტის ამოწურვის ვადები
"დრონი მეფონებ და არა მეფენი"
კონტრაქტის ამოწურვის ვადები
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე მეხუთე დღეა გახსნილია და გუნდებმა ასე თუ ისე, დაიწყეს აქტიურობა. იმის მოლოდინში, რომ "იუნაიტედი" ვინმე ძლიერ ნახევარმცველებს იყიდის უკვე მესამე წელი გადის. ეს თემა უფრო აქტუალური გახდა, მას შემდეგ რაც ლეგენდარულმა პოლ სქოულზმა საბოლოოდ დაასრულა კარიერა. მას შემდეგ გუნდს ახალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში და დაიმედებულ გულშემატკივრებს მხოლოდ ბელგიელი მარუან ფელაინი შემორჩათ ხელში, რომელმაც სწორედ ხელის ტრავმა მიიღო და დააკლება გუნდს დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა ტრავმაზე რომ არაფერი ვთქვათ მას სათამაშო დრო საკმარისად მიეცა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. გაძლიერებას რომ თავი დავანებოთ, გუნდში იმის საშიშროებაც გაჩნდა რომ კლუბი დასუსტდეს. მოგეხსენებათ ფეხბურთელის გაფორმებისას მას კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის ამოწურვის ვადის მოსვლა რა თქმა უნდა გარდაუვალი მოვლენაა. საუბარი ბევრ ფეხბურთელზეა, რომელმაც ფორმა დაკარგა და ვეღარ მოაქვს გუნდისთვის სარგებელი, მაგრამ ყველაზე აქტუალური მაინც რუნის კონტრაქტის ვადაა, რომლის ამოწურვამდე ბევრი დრო არ დარჩენილა და კლუბის ხელმძღვანელობამ გარკვეული ზომები აუცილებლად უნდა მიიღოს, რათა გუნდმა რუნი არ დაკარგოს. მოკლედ თემა კიდევ უფრო რომ არ გაიწელოს ქვემოთ გთავაზობთ "იუნაიტედის" ფეხბურთელების კონტრაქტის ვადებს და მათ დაბადების თარიღს (ფრჩხილებში) თვალსაჩინოებისთვის.

ზაფხული 2014

ნემანია ვიდიჩი (21.10.81)

პატრის ევრა (15.05.81)

ფაბიო (09.07.90)

რიო ფერდინანდი (07.11.78)

რაიან გიგზი (29.11.73)

ჯესი ლინგარდი (15.12.1992)

ფედერიკო მაკედა (22.08.1991)

ზაფხული 2015

ბენ ამოსი (10.04.90)

ანდერსონი (13.04.88)

ტომ ქლევერლი (12.08.89)

დარენ ფლეტჩერი (01.02.84)

ანტონიო ვალენსია (04.08.85)

უეინ რუნი (24.10.85)

ბებე (12.07.1990)

მაიკლ ქერიქი (28.07.81)

ზაფხული 2016

დავიდ დე ხეა (07.11.90)

ანდერს ლინდეგარდი (13.04.1984)

ფილ ჯონსი (21.02.1992)

ჯონი ევანსი (02.01.1988)

კრის სმოლინგი (22.11.1989)

შინჯი კაგავა (17.03.1989)

ეშლი იანგი (09.07.1985)

რაფაელი (09.07.1990)

ხავიერ ერნანდესი (01.06.88)

დანი უელბეკი (26.11.1990)

რობინ ვან პერსი (08.08.1983)

ნიკ პოუელი (23.03.1994)

ზაფხული 2017

ალექსანდრ ბუტნერი (11.02.1989)

ზაფხული 2018

მარუან ფელაინი (22.11.1987)

ნანი (17.11.1986)

ზაჰა (10.11.1992)

ადნან იანუზაი (05.02.1995)

გილერმო ვარელა (24.03.1993)
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
5 იანვარი 2014 15:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ახალი კონტრაქტები გვინდაა :D
0
№2
ავტორი: negative
5 იანვარი 2014 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
პრევიუს არ დებთ?
0
№3
ავტორი: RedGirl
5 იანვარი 2014 15:56
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რაც არ უნდა ფორმიდან ამოვარდნილნი იყვნენ რიო და ვიდა მაგათი გაშვება უნამუსობაა :|| თან უნდათ აქ კარიერის დასრულება და პატივისცემის გულისთვის უნდა დავიტოვოთ სხვას რომყველაფერს თავი დავანებოთ. აი რუნი რუნი :|| დარჩი რა გჭირს :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: GeorgeBest
5 იანვარი 2014 15:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გიგზს 5 წლიანი და რუნის კონტრაქტი დროზე დაიდოს, ტრანსფერზე მაგრად ეგ მინდა ეხლა
0
№5
ავტორი: fabio
5 იანვარი 2014 16:26
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
ყველას გავუხანგრძლივოთ იანგის და კლევერლის გარდა lol
0
№6
ავტორი: Count Alucard
5 იანვარი 2014 16:38
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ანდერსონი და იანგი გაუშვან ზაფხულშივე ფულს მაინც ვიშოვით, მაკედა ისედაც წავა, რიომ კარიერა რომ დაამტავროს მემგონი ჯობია ვეღარ თამაშობს იმ დონეზე და გაშვება კიდე ტეხავს ძალიან, არც თვითონ ენდომება სადმე სხვაგან თამაში. გიგსს კიდე 1 წლით გაუხანგრძლივონ და რუნისთვის მინიმუმ 4 წლიანი კონტრაქტია საჭირო. ვიდას და ევრას კიდე ჯობია 2 წლიანი კონტრაქტები დაუდონ და მერე დაასწრულებენ კარიერას ეგენიც. ჩემი აზრით ასე ჯობია, კიდევ სასწრაფოდ საჭიროა ლინგარდისთვის იგივე კონტრაქტი რაც იანუზაის დაუდეს, ნიჭიეწი ბიჭია და მაგის გაშვება შეცდომა იქნება როგორც პოგბასი და მორისონის.
0
№7
ავტორი: Manchester_M
5 იანვარი 2014 17:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფელაინი არ უნდა ათამაშონ საერთოდ დალპა მგონი ის კაცი. იმედია დღეს მაინც გამოიყვანს.
0
№8
ავტორი: Red Hooligan
5 იანვარი 2014 17:22
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Manchester_M,
ტრავმა აქვს ფელაინის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: Rosso Diavolo
5 იანვარი 2014 17:35
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საინტერესო სიახლე..იმედია რუნის გაუხანგრზლივებენ
0
№10
ავტორი: love united
5 იანვარი 2014 18:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იანგს 216მდე ქონია :დ დავიყუპეთ ;დ

რუნის უნდა გაუხანგრძლივონ.და 2014 წელს ვისაც უთავდება ყველას...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top