თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2014, 15:46
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2690,
კომენტარები: 11
კონტრაქტის ამოწურვის ვადები
"დრონი მეფონებ და არა მეფენი"
კონტრაქტის ამოწურვის ვადები
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე მეხუთე დღეა გახსნილია და გუნდებმა ასე თუ ისე, დაიწყეს აქტიურობა. იმის მოლოდინში, რომ "იუნაიტედი" ვინმე ძლიერ ნახევარმცველებს იყიდის უკვე მესამე წელი გადის. ეს თემა უფრო აქტუალური გახდა, მას შემდეგ რაც ლეგენდარულმა პოლ სქოულზმა საბოლოოდ დაასრულა კარიერა. მას შემდეგ გუნდს ახალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში და დაიმედებულ გულშემატკივრებს მხოლოდ ბელგიელი მარუან ფელაინი შემორჩათ ხელში, რომელმაც სწორედ ხელის ტრავმა მიიღო და დააკლება გუნდს დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა ტრავმაზე რომ არაფერი ვთქვათ მას სათამაშო დრო საკმარისად მიეცა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. გაძლიერებას რომ თავი დავანებოთ, გუნდში იმის საშიშროებაც გაჩნდა რომ კლუბი დასუსტდეს. მოგეხსენებათ ფეხბურთელის გაფორმებისას მას კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის ამოწურვის ვადის მოსვლა რა თქმა უნდა გარდაუვალი მოვლენაა. საუბარი ბევრ ფეხბურთელზეა, რომელმაც ფორმა დაკარგა და ვეღარ მოაქვს გუნდისთვის სარგებელი, მაგრამ ყველაზე აქტუალური მაინც რუნის კონტრაქტის ვადაა, რომლის ამოწურვამდე ბევრი დრო არ დარჩენილა და კლუბის ხელმძღვანელობამ გარკვეული ზომები აუცილებლად უნდა მიიღოს, რათა გუნდმა რუნი არ დაკარგოს. მოკლედ თემა კიდევ უფრო რომ არ გაიწელოს ქვემოთ გთავაზობთ "იუნაიტედის" ფეხბურთელების კონტრაქტის ვადებს და მათ დაბადების თარიღს (ფრჩხილებში) თვალსაჩინოებისთვის.

ზაფხული 2014

ნემანია ვიდიჩი (21.10.81)

პატრის ევრა (15.05.81)

ფაბიო (09.07.90)

რიო ფერდინანდი (07.11.78)

რაიან გიგზი (29.11.73)

ჯესი ლინგარდი (15.12.1992)

ფედერიკო მაკედა (22.08.1991)

ზაფხული 2015

ბენ ამოსი (10.04.90)

ანდერსონი (13.04.88)

ტომ ქლევერლი (12.08.89)

დარენ ფლეტჩერი (01.02.84)

ანტონიო ვალენსია (04.08.85)

უეინ რუნი (24.10.85)

ბებე (12.07.1990)

მაიკლ ქერიქი (28.07.81)

ზაფხული 2016

დავიდ დე ხეა (07.11.90)

ანდერს ლინდეგარდი (13.04.1984)

ფილ ჯონსი (21.02.1992)

ჯონი ევანსი (02.01.1988)

კრის სმოლინგი (22.11.1989)

შინჯი კაგავა (17.03.1989)

ეშლი იანგი (09.07.1985)

რაფაელი (09.07.1990)

ხავიერ ერნანდესი (01.06.88)

დანი უელბეკი (26.11.1990)

რობინ ვან პერსი (08.08.1983)

ნიკ პოუელი (23.03.1994)

ზაფხული 2017

ალექსანდრ ბუტნერი (11.02.1989)

ზაფხული 2018

მარუან ფელაინი (22.11.1987)

ნანი (17.11.1986)

ზაჰა (10.11.1992)

ადნან იანუზაი (05.02.1995)

გილერმო ვარელა (24.03.1993)
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GGMU
5 იანვარი 2014 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
მალე გაახანგრძლივაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top