თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2014, 01:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1969,
კომენტარები: 12
მოიესი: ჩვენ "Fa Cup"-ს მოვიგებთ
დევიდ მოიესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 10 წლიანი წარუმატებელი სერიის დასრულება.
მოიესი: ჩვენ
დევიდ მოიესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "FA Cup"-ის მოგება და განაცხადა, რომ ეს ჩემპიონატი "იუნაიტედში" ყველასთვის მნიშვნელოვანია.

ბოლო დროს ამ თასის პრიორიტეტი დაეცა, ამ საკითხთან დაკავშირებით "ასტონ ვილას" მწვრთნელმა, პოლ ლამბერტმა განაცხადა, რომ ცხრილის სათავეში მყოფი გუნდები ამ გათამაშებას ხელის შემშლელად თვლიან და მათი ყურადღება მხოლოდ "პრემიერ ლიგაზე" არის გადართული.

მიუხედავად ამისა, შოტლანდიელი მწვრთნელი ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს "ინგლისის თასს" და განაცხადა, რომ მთელი ძალებით შეეცდება მის მოპოვებას.

"ეს თასი მნიშვნელოვანია ჩემთვის და ეს ყოველთვის ასე იყო" - განუცხადა ბოსმა ჟურნალისტებს. "დარწმუნებული ვარ "ინგლისის ასოციაციის თასი" პრიორიტეტულია ყველა გუნდისთვის. რაც უფრო შორს მიდიხარ ამ ტურნირში, მას მნიშვნელობა ემატება. ბევრი "პრემიერ ლიგის" გუნდისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ პერიოდში გუნდები ბევრ მატჩს ატარებენ ჩემპიონატში, ამიტომ ძალიან გადატვირთულები არიან."

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" ეს თასი 10 წელია არ მოუგია და 2004 წლის შემდეგ ისინი მხოლოდ ორჯერ გავიდნენ ფინალში. როცა მოიესს ჰკითხეს უკმაყოფილო იყო თუ არა მისი გუნდი ამ შედეგით, მან უპასუხა: "დარწმუნებული ვარ ეს მათ არ მოსწონთ. ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", გუნდი რომელსაც შეუძლია ყველა ჩემპიონატში ბრძოლა. 10 წელი "FA Cup"-ის გარეშე ნამდვილად მოულოდნელი შედეგია ესეთი დონის გუნდისთვის."

"მაქსიმალურად შევეცდებით ამ თასის მოგებას, ისევე როგორც ყველა ჩემპიონატის, რომელშიც ვმონაწილეობთ. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რათა ეს 10 წლიანი წარუმატებელი სერია დავასრულოთ."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
4 იანვარი 2014 01:01
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
წელს ნებისმიერი ტიტულის მოგება ძალიან კარგი იქნება, მითუმეტეს ფა თასის, თან დიდი ხანია არ მოგვიგია.
0
№2
ავტორი: RedGirl
4 იანვარი 2014 01:07
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჰო კარგი იქნება მოგება. მაგრამ ისედაც გადატვირთული გრაფიკი ამდენი ტრამვები. რავიცი შეძლებენ? :\
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: Esi
4 იანვარი 2014 01:08
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აქანე მანჩესტერია სიმონ cerealguy
0
№4
ავტორი: red devil
4 იანვარი 2014 05:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Es tasi mainc movigo eplis shansi chven agar gvaq :/
0
№5
ავტორი: chudikone
4 იანვარი 2014 07:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოიესი პრემიერ ლიგის მოგებასაც გვპირდებოდა cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Rosso Diavolo
4 იანვარი 2014 10:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Fa. Da capital one cup movigot da clze.gavidet
0
№7
ავტორი: GGMU
4 იანვარი 2014 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ეს მიანც მოვიგოთ
0
№8
ავტორი: Berba 9
4 იანვარი 2014 12:27
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Fa თასი, რომ წავიკითხე მეთქი რაღაც ახალი დაამატეს და დეზადორი, რომ არის Fa მაგის თასის მოგებას აპირებსთქო :)))))) პრემიერ ლიგის შემდეგ ყველაზე პრესტიჟულია და ცუდი არ იქნება, თუ მოვიგებთ:))
ისე კი თუ FA Cup-ს თარგმნი, ინგლისის ასოციაციის თასი შეგიძლია დაწერო:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: Vodafone
4 იანვარი 2014 13:40
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Great M.U,
ხო რავი FA დავტოვე და Cup გადავთარგმნე wink
0
№10
ავტორი: tupaca
4 იანვარი 2014 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
No coment
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top