თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2014, 01:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1970,
კომენტარები: 12
მოიესი: ჩვენ "Fa Cup"-ს მოვიგებთ
დევიდ მოიესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 10 წლიანი წარუმატებელი სერიის დასრულება.
მოიესი: ჩვენ
დევიდ მოიესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "FA Cup"-ის მოგება და განაცხადა, რომ ეს ჩემპიონატი "იუნაიტედში" ყველასთვის მნიშვნელოვანია.

ბოლო დროს ამ თასის პრიორიტეტი დაეცა, ამ საკითხთან დაკავშირებით "ასტონ ვილას" მწვრთნელმა, პოლ ლამბერტმა განაცხადა, რომ ცხრილის სათავეში მყოფი გუნდები ამ გათამაშებას ხელის შემშლელად თვლიან და მათი ყურადღება მხოლოდ "პრემიერ ლიგაზე" არის გადართული.

მიუხედავად ამისა, შოტლანდიელი მწვრთნელი ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს "ინგლისის თასს" და განაცხადა, რომ მთელი ძალებით შეეცდება მის მოპოვებას.

"ეს თასი მნიშვნელოვანია ჩემთვის და ეს ყოველთვის ასე იყო" - განუცხადა ბოსმა ჟურნალისტებს. "დარწმუნებული ვარ "ინგლისის ასოციაციის თასი" პრიორიტეტულია ყველა გუნდისთვის. რაც უფრო შორს მიდიხარ ამ ტურნირში, მას მნიშვნელობა ემატება. ბევრი "პრემიერ ლიგის" გუნდისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ პერიოდში გუნდები ბევრ მატჩს ატარებენ ჩემპიონატში, ამიტომ ძალიან გადატვირთულები არიან."

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" ეს თასი 10 წელია არ მოუგია და 2004 წლის შემდეგ ისინი მხოლოდ ორჯერ გავიდნენ ფინალში. როცა მოიესს ჰკითხეს უკმაყოფილო იყო თუ არა მისი გუნდი ამ შედეგით, მან უპასუხა: "დარწმუნებული ვარ ეს მათ არ მოსწონთ. ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", გუნდი რომელსაც შეუძლია ყველა ჩემპიონატში ბრძოლა. 10 წელი "FA Cup"-ის გარეშე ნამდვილად მოულოდნელი შედეგია ესეთი დონის გუნდისთვის."

"მაქსიმალურად შევეცდებით ამ თასის მოგებას, ისევე როგორც ყველა ჩემპიონატის, რომელშიც ვმონაწილეობთ. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რათა ეს 10 წლიანი წარუმატებელი სერია დავასრულოთ."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
4 იანვარი 2014 14:33
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ძალიან დიდი ხანია არ მოგვიგია. ამხელა პაუზა არ შეიძლება )) წელს კარლინგი და ფა თასი უნდა დავდოთ თუ პლ-ზე შანსები არ გვაქ
0
№12
ავტორი: Manchester_M
4 იანვარი 2014 20:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აქ ვის უნდა შევხვდეთ ვინაა მეტოქეები არ ვიცი ამ თასის შესახებ არაფერი. გამარკვიეთ რა ...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top