მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ გვერდს ჩიჩარიტომ მისცა ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის ბევრი რამ ისწავლოს ვან პერსისაგან და კლუბს დაეხმაროს რეაბილიტაციაში შარშანდელი წარუმატებელი სეზონის გამო.
პრემიერ ლიგის პირველი ორი მატჩის შედეგი ძალზედ მოულოდნელი იქნება, შეიძლება მოველოდოტ წარმატებებს მომავალში?
ფეხბურთში ვერასდროს ვერ განსაზღვრავ იმას თუ რა მოხდება ხვალ. მართალია წინა სეზონი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ ვცდილობთ შეცდომებზე ვისწავლოთ. ეპლ-ში არ არსებობს სუსტი გუნდი და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემპიონატი მსოფლიოში უძლიერესია. აქ არ შეიძლება მოედანზე ისე გამოსვლა, თითქოს წინასწარ იცოდე, რომ თამაშს მოიგებ. როცა იუნაიტედში თამაშობ ვალდებული ხარ გამოამჟღავნო, შენი ფიზიკური, ტექნიკური თუ ფსიქოლოგიური მზადყოფნა.
არ ღირს დასკვნების გამოტანა სეზონის დასაწყისში, სანამ არ ითამაშებ პირველ საშინაო მატჩს?
რა თქმა უნდა. გუნდის ყველა წევრმა, მწვრთნელთა შტაბმა და გულშემატკივარმა იცის ეს. ჩვენთვის გასაკვირი იყო პირველი მარცხი, მაგრამ ყოველ ტურში გამოვდივართ მოედანზე ჩვენი ძალის დასამტკიცებლად.
კლუბში 5 ახალწვეულია მათ შორის ენრიკესი. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
შესანიშნავი. მე მესმის, რასაც ისინი გრძნობენ, სწორედ იმავეს განვიცდიდი 2 წლის წინ. ისინი კარგად შეეწყვნენ გუნდს და ბევრს ვარჯიშობენ. ყველანი შეეცდებიან დაეხმარონ გუნდს.
ალბათ კარგია გყავდეს ისეთი მასწავლებელი როგორიც რობინ ვან პერსია?
დიახ, რა თქმა უნდა. ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს გაუმჯობესებას ასაკისდა მიუხედავად. მე ვცდილობ ჩემი თანაგუნდელებისგან ვისწავლო, განსკუთრებით თავდამსხმელებისგან. მე რობინისაგანაც უნდა ვისწავლო, რადგან მდოფლიო დონის ფორვარდად ვთვლი. მას შეუძლია ბევრი სარგებელი მოუტანოს გუნდს.
მართალია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებით პერსის თამაშს?
დიახ. ვფიქრობ, თუ შენ გიყვარს ფეხბურთი აუცილებლად უნდა დააკვირდე ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ვან პერსია და უეინ რუნი. მე ყოველთვის მომწონდა რობინის თამაში. ის დიდად დაეხმარა არსენალს და ახლა იმავეს გაკეთებას აპირებს იუნაიტედშიც.
გიხარიათ ვან პერსის გუნდში მოსვლა?
ეს ძალიან სასიამოვნოა. სეზონი დიდია და რამდენიმე ტურნირში გვიწევს მონაწილეობა, ამიტომაც ყველას გვექნება საკმარისი დრო სათამაშოდ. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა გუნდებისგან. იქნება კონკურენცია ძირითად გუნდში მოსახვედრად, მარგამ ამის არ მეშინია. მოედანზე გამოდის 11 ფეხბურთელი და უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ მათ რიცხვში მოხვდე.
მწვრთნელმა დაამტკიცა, რომ თუ ფეხბურთელი კარგ ფორმაშია მას აუცილებლად მიეცემა შანსი...
ზუსტად. ბოლო სიტყვა ყოველთვის მწვრთნელისაა. რა თქმა უნდა მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები იმისათვის, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვიდე. მე შემიძლია გუნდს სარგებელი მოვუტანო.
რა ისწავლე წინა წარუმატებელი სეზონისაგან?
ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საშინაო შეხვედრების მაჩვენებელი. ჩვენ მოუთმენალად ველოდებით მატჩებს რათა ჩვენი ძალები დავამტკიცოთ. მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისათვის.