თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 23:07
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2561,
კომენტარები: 18
ჩიჩარიტო პერსისგან ისწავლის
ჩიჩარიტო აპირებს ვან პერსისგან ბევრი რამ ისწავლოს!
ჩიჩარიტო პერსისგან ისწავლის
მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ გვერდს ჩიჩარიტომ მისცა ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის ბევრი რამ ისწავლოს ვან პერსისაგან და კლუბს დაეხმაროს რეაბილიტაციაში შარშანდელი წარუმატებელი სეზონის გამო.

პრემიერ ლიგის პირველი ორი მატჩის შედეგი ძალზედ მოულოდნელი იქნება, შეიძლება მოველოდოტ წარმატებებს მომავალში?

ფეხბურთში ვერასდროს ვერ განსაზღვრავ იმას თუ რა მოხდება ხვალ. მართალია წინა სეზონი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ ვცდილობთ შეცდომებზე ვისწავლოთ. ეპლ-ში არ არსებობს სუსტი გუნდი და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემპიონატი მსოფლიოში უძლიერესია. აქ არ შეიძლება მოედანზე ისე გამოსვლა, თითქოს წინასწარ იცოდე, რომ თამაშს მოიგებ. როცა იუნაიტედში თამაშობ ვალდებული ხარ გამოამჟღავნო, შენი ფიზიკური, ტექნიკური თუ ფსიქოლოგიური მზადყოფნა.

არ ღირს დასკვნების გამოტანა სეზონის დასაწყისში, სანამ არ ითამაშებ პირველ საშინაო მატჩს?

რა თქმა უნდა. გუნდის ყველა წევრმა, მწვრთნელთა შტაბმა და გულშემატკივარმა იცის ეს. ჩვენთვის გასაკვირი იყო პირველი მარცხი, მაგრამ ყოველ ტურში გამოვდივართ მოედანზე ჩვენი ძალის დასამტკიცებლად.

კლუბში 5 ახალწვეულია მათ შორის ენრიკესი. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

შესანიშნავი. მე მესმის, რასაც ისინი გრძნობენ, სწორედ იმავეს განვიცდიდი 2 წლის წინ. ისინი კარგად შეეწყვნენ გუნდს და ბევრს ვარჯიშობენ. ყველანი შეეცდებიან დაეხმარონ გუნდს.

ალბათ კარგია გყავდეს ისეთი მასწავლებელი როგორიც რობინ ვან პერსია?

დიახ, რა თქმა უნდა. ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს გაუმჯობესებას ასაკისდა მიუხედავად. მე ვცდილობ ჩემი თანაგუნდელებისგან ვისწავლო, განსკუთრებით თავდამსხმელებისგან. მე რობინისაგანაც უნდა ვისწავლო, რადგან მდოფლიო დონის ფორვარდად ვთვლი. მას შეუძლია ბევრი სარგებელი მოუტანოს გუნდს.

მართალია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებით პერსის თამაშს?

დიახ. ვფიქრობ, თუ შენ გიყვარს ფეხბურთი აუცილებლად უნდა დააკვირდე ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ვან პერსია და უეინ რუნი. მე ყოველთვის მომწონდა რობინის თამაში. ის დიდად დაეხმარა არსენალს და ახლა იმავეს გაკეთებას აპირებს იუნაიტედშიც.

გიხარიათ ვან პერსის გუნდში მოსვლა?

ეს ძალიან სასიამოვნოა. სეზონი დიდია და რამდენიმე ტურნირში გვიწევს მონაწილეობა, ამიტომაც ყველას გვექნება საკმარისი დრო სათამაშოდ. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა გუნდებისგან. იქნება კონკურენცია ძირითად გუნდში მოსახვედრად, მარგამ ამის არ მეშინია. მოედანზე გამოდის 11 ფეხბურთელი და უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ მათ რიცხვში მოხვდე.

მწვრთნელმა დაამტკიცა, რომ თუ ფეხბურთელი კარგ ფორმაშია მას აუცილებლად მიეცემა შანსი...

ზუსტად. ბოლო სიტყვა ყოველთვის მწვრთნელისაა. რა თქმა უნდა მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები იმისათვის, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვიდე. მე შემიძლია გუნდს სარგებელი მოვუტანო.

რა ისწავლე წინა წარუმატებელი სეზონისაგან?

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საშინაო შეხვედრების მაჩვენებელი. ჩვენ მოუთმენალად ველოდებით მატჩებს რათა ჩვენი ძალები დავამტკიცოთ. მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისათვის.

წყარო:Manutd.com
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2012 12:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჩიჩა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: Beckham 7
12 ოქტომბერი 2012 13:04
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ჩIჩა უკან მიიწევს რაც საწყენია, არადა როგორ მჯეროდა ამის :X
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№13
ავტორი: Amanda Seyfried
12 ოქტომბერი 2012 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
უბრალოდ ცუდ სიტუაციასი მოხვდა და ცუდ დროს (რუნი-პერსი)
0
№14
ავტორი: razma21
12 ოქტომბერი 2012 14:17
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ChuDiiiK,
ძაან კარგად იცის მიღებაც და თავის საქმეც :))) ჩადგება ეხლა ფორმაში :)
0
№15
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 14:37
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
DimaSanaia,
ფეხბურთელისთვის დიდი დარტყმაა სათადარიგოზე ხშირად ყოფნა და მე ვფიქრობ ამის გამოც განიცადა რეგრესი
0
№16
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:42
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ხოდა მერე ნახავთ გოლებს თქვენ
0
№17
ავტორი: buka oboladze
18 დეკემბერი 2012 20:37
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
არამარტო ჩიჩა ))
0
№18
ავტორი: Manchester United 14
27 აპრილი 2014 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარი პერსიც და ჩიჩაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top