თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2014, 13:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2565,
კომენტარები: 11
წითლებსა და ლურჯებს შორის "დიდი ბრძოლაა"
სატრანსფერო ციებ-ცხელება. გახდებიან თუ არა ლურჯი არისტოკრატები წითელი ეშმაკუნები და პირიქით.
წითლებსა და ლურჯებს შორის
უკვე უამრავი ჭორი გავრცელდა მატას შესახებ და მისი მომავალი ბურუსითაა მოცული. დევიდ მოიესი დროს არ კარგავს და იანვრის ტრანსფერებზე ესპანელი გამთამაშებლის შეძენას შეეცდება.

მოურინიოს მოსვლის შემდეგ მატამ ადგილი დაკარგა ძირითადში, მიუხედავად იმისა, რომ ის ორი სეზონის მანძილზე ჩელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა.

წითლებსა და ლურჯებს შორის "დიდი ბრძოლაა"
მატა-ჩელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.


25 წლის ესპანელი ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო, რადგან ის ვერ მოხვდა ძირითადში ახალი წლის დღეს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მან მოურინიოს მიანიშნა კიდეც, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა ის დატოვებდა კლუბს.

წითლებსა და ლურჯებს შორის "დიდი ბრძოლაა"
"ჟოზე, მატა სკამს კი არა მოედანს ეკუთვნის!"


წითლებსა და ლურჯებს შორის "დიდი ბრძოლაა"


"მე მინდა მისი შენარჩუნება. მე ეს მართლა მსურს. არ მინდა, რომ ის წავიდეს. ეს ჩემი აზრი და ჩემი სურვილია. მაგრამ ჩემი კარი ღიაა და კლუბისაც ასევე. როდესაც ფეხბურთელს სურს ჩვენთან საუბარი ჩვენ ყოველთვის ადგილზე ვართ და ველით მას."-განაცხადა მოურინიომ.

მოიესისგან კიდევ უფრო მეტად მოითხოვენ ბევრი ფულის დახარჯვას და კლუბის დონის ფეხბურთელის შეძენას, რადგან "წითელ არმიას" კიდევ ჰქონდეს იმედი ტიტულის მოგებისა. მოიესიც ბევრს ფიქრობს ამაზე და ერთ-ერთი სამიზნე "ევერტონის" ვუნდერკინდი როს ბარკლი გახლავთ. მაგრამ მასთან ერთად შესაძლო ვარიანტებად მოიხსენიებენ: მარკუ როისს, კოკეს, ანდრეს ერერას.

წითლებსა და ლურჯებს შორის "დიდი ბრძოლაა"
გადმოიბირებს მოიესი კიდევ ერთ ფეხბურთელს ყოფილი გუნდიდან?


ოთხშაბათს "ტოტენჰემთან" წაგებული მატჩის შემდეგ, ამჟამინდელ ლიდერებს "მანჩესტერი" 11 ქულით ჩამორჩება და მათ ოთხეულში მოხვედრას უფრო დიდ ეჭვქვეშ აყენებს.

მოიესს უკვე დაწყობილი აქვს გეგმები თუ როგორ უნდა გააძლიეროს გუნდი, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ ფულის უმეტესობა არა ამ ზამთარს არამედ ზაფხულში დაიხარჯება. იგი ფიქრობს, რომ "იუნაიტედის" სამიზნეები ზამთარში ხელმისაწვდომი არ იქნებიან, კლუბები არ გამოუშვებენ მათ, სწორედ ამიტომაც მატა ყველაზე რეალური ვარიანტია. მოიესმა ასევე განაცხადა, რომ ნახევარდაცვის გაძლიერება კრეტიული ფეხბურთელით სურს.

წითლებსა და ლურჯებს შორის დიდი "ბრძოლა" მიმდინარეობს. გასულ ზაფხულს მოურინიო წითლების ლიდერის უეინ რუნის გადაბირებისთვის იბრძოდა, ხოლო ახლა მოიესის სამიზნე "არისტოკრატების" მატა და დევიდ ლუიზი გახლავთ. თუმცა თუ დევიდ მოიესს მატა სურს მან ცოტა ჭკვიანურად და სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან ესპანელისთვის ინგლისური კლუბების გარდა "ინტერი", "მილანი" და "პსჟ" იბრძვიან. თანხაც პატარა არ იქნება, რადგან თავად ჩელსის ის 2011 წელს £23.5 მილიონი დაუჯდა.

ალბათ ჩელსი მოლაპარაკებებზე წავა და მატას სანაცვლოდ ჩიჩარიტოსაც მოითხოვს, რადგან ლურჯებს თავდასხმის ხაზში აქვთ პრობლემა.

წითლებსა და ლურჯებს შორის "დიდი ბრძოლაა"
ჩეხს ჩიჩარიტო ღამის კოშმარად ექცა.


ManchesterEveningNews.co.uk
ტრანსფერები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
3 იანვარი 2014 13:41
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რაღაც არამგონია, რომ მატა ვიყიდოთ
0
№2
ავტორი: Malboro463
3 იანვარი 2014 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მატა გვჭირდება.
0
№3
ავტორი: Rooney.
3 იანვარი 2014 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
Mata ki ara aket ar agvaxion rooney
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is Red!
№4
ავტორი: chudikone
3 იანვარი 2014 13:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მატას იმედი მაქვს რატომღაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: love united
3 იანვარი 2014 14:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მატა ძაან კლასნი იგროკია.მე აზარს მირჩევნია.არამგონია ჩელსიმ გაუშვას,მაგრამ თუ იაქტიურებენ კარგი იქნება..
0
№6
ავტორი: Malboro463
3 იანვარი 2014 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
love united,
ტვითონ წასვლა უნდა. თავდამსხმელის ყიდვა უდნა და ჯოზეც მაგ ტრანსფერში მატას ჩართვას აპირებს ცალკე პსჯც ჩალიჩOბს
0
№7
ავტორი: Jubo
3 იანვარი 2014 15:23
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ზამთარში არამგონია მარა ჩიჩას გაყიდვა მემგონი მოგვიწევს ზაფხულისთვის :X
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: red devil
3 იანვარი 2014 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au magrad gvchirdeba mata neta davitriot
0
№9
ავტორი: Manchester_M
3 იანვარი 2014 19:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როდის დაიხურება რა ფანჯარა ყველაფერი გაირკვევა.
0
№10
ავტორი: Alex Buttner
3 იანვარი 2014 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
მატა როვიყიდოთ ძაან მაგარი იქნება რა <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top