თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2014, 16:12
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2603,
კომენტარები: 18
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია
გუშინდელმა მარცხმა "იუნაიტედის" მინუსები თვალსაჩინო გახადა.
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია
"იუნაიტედმა" უკვე მეოთხედ დათმო თამაში საკუთარ სტადიონზე ამ სეზონში. უკვე საკამათოა, შეძლებს თუ არა კლუბი მოხვდეს საუკეთესო 4 კლუბში.
ემანუელ ადებაიორის და კრისტიან ერიქსენის გოლებით "ტოტენჰემმა" 3 ქულის აღება შეძლო ოლდ ტრაფორდზე, მათ საპასუხოდ კი "იუნიტედმა" მხოლოდ ერთი გოლი გატანა შეძლო, გოლი ავტორი კი დენი უელბეკია.
შემოგთავაზებთ 6 პრობლემას, რაც გუშინ თვალსაჩინო გახდა.

მაშ ასე, პრობლემა ნომერი პირველი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

კრის სმოლინგი აშკარად შეზღუდულია მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ის შეიძლება მშვენივრად თამაშობდეს ცენტრში, თუმცა მისი მარჯვენა მცველად დაყენება არის სრული შეუსაბამობა და ამას ყველაფერს მოიესი უნდა აცნობიერებდეს.
შოტლანდიელმა ასევე კარგად იცის, რომ ნომინალურად ფაბიო, რაფაელის ტყუპისცალი არის მარჯვენა მცველი და ის უპრობლემოდ თამაშობს, როგორც მარჯვნივ ისე მარცხნივ. ბრაზილიელი არის სწრაფი, ადვილად ერთვება შეტევაში და შეუძლია უპრობლემოდ უკან დაბრუნებაც ძალიან სწრაფად. სმოლინგს ძალიან დიდ პრობლემად სწორედ ემანუელ ადებაიორი და რობერტო სოლდადო უქმნიდნენ, მოკლედ რომ ვთქვათ, სმოლინგი ვერ ეწეოდა მათ.

პრობლემა ნომერი ორი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

თუ კი რუნი ითამაშებს კარგად, "იუნატედი" ითამაშებს კარგად. შედეგი კი ის არის, რომ რუნი არ არის რობოტი, მასაც აქვს ჩავარდნა და გუშინდელი მისი ჩავარდნა აშკარად ნათელს ხდის "იუნაიტედის" დამოკიდებულებას რუნიზე.
ინგლისელი ვერ თამაშობდა გუშინ მაღალ დონეზე, რადგან მას აწუხებს მცირე ტრამვა.
რუნი ვერ ითამაშებს ყოველ კვირა მაღალ დონეზე და აუცილებელია შოტლანდიელმა ეძებოს ის გზა, რომლითაც ის წარმატებას მიაღწევს რუნის გარეშეც.

პრობლემა ნომერი სამი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

ლენონმა გუშინ ევრას ფაქტიურად შანსი არ დაუტოვა, ახალი წელი მისთვის კოშმარად იქცა. ფრანგმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ის მადლობელი უნდა იყოს, რომ დე ხეამ ითამაშა ასე კარგად და ხშირად იგერიებდა მისი ფლანგიდან შეტევებს.
სწორედ ევრას ფლანგიდან წამოიწყო შეტევა "ტოტენჰემმა", კერძოდ ლენონმა და "იუნაიტედმა" მიიღო ბურთი საკუთარ კარში. იგივე მოხდა მეორე გოლის დროსაც, როდესაც კრისტიან ერიქსენმა გაიტანა გოლი.

პრობლემა ნომერი ოთხი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

ყველაზე ცნობილი თემა "იუნაიტედში", რომლის დამალვაც უკვე შეუძლებელი ხდება. პრობლემები ცენტრში, როდესაც შენ თამაშს ასრულებ ცენტრალური ნახევარმცველების გარეშე და მათ მაგივრად დგანან რუნი-კაგავა, ესეიგი ნახევარდაცვაში აშკარა გარღვევაა.
კლუბს ჰყავს, კერიკი, ჯონსი და ფელაინი, თუმცა ისინი ტრამვირებულები არიან და აშკარა ხდება ცენტრის უმოქმედობა თამაში მიმდინარეობისას. კლევერლი არის ენერგიული, მაგრამ ვერ დაიკვეხნის კრეატივით, მას არ შეუძლია შექმნას გოლი, ან თუნდაც თავად გაიტანოს.
ინგლისელი უკეთესად გამოიყურებოდა, მაშინ როდესაც ნახევარდაცვაში 5 კაცი იდგა, "ნორვიჩთან" მატჩში, თუმცა ვერც იქ მოახერხა ვერაფერი.

პრობლემა ნომერი ხუთი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

ტაქტიკური ცვლილება და ვალენსიას დაცვაში დაწევა უკვე ორჯერ ვიხილეთ მოიესის მხრიდან, პირველად როდესაც "იუნაიტედი" აგებდა "ევერტონთან" და მეორედ გუშინ.
ორივეჯერ ასეთი ცვლილების შემდეგ კლუბმა გოლი გაუშვა მისი შეცდომით, პირველად "ევერტონიდან" ბრაიან ოვიედომ გამოიჩინა თავი, მეორედ კი გუშინ კრისტიან ერიქსენმა.
ვალენსია არის მშვენიერი შემტევი მარჯვენა ნახევარმცველი, მაგრამ ის მარჯვენა მცველად ვერ ივარგებს ამ მომენტში. მაგრამ თუ კი მოიესს სურს კვლავ განახორციელოს ასეთი ცვლილებები თამაშის მიმდინარეობისას, მაშინ ვალენსიამ უნდა ივარჯიშოს, როგორც შემტევად, ისევე მცველად.

პრობლემა ნომერი ექვსი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

"იუნაიტედს" არ შესწევ ძალა დაასრულო ჩემპიონატი საუკეთესო ოთხეულში. მანჩესტერული კლუბი აშკარად კარგად გამოიყურებოდა შობის პერიოდში, გუნდმა 4 შეხვედრა მოიგო ზედიზედ, თუმცა ყველაფერი ეს პირველ იანვარს დასრულდა და უკვე ჩნდება კითხვები, არის თუ არა მზად "იუნაიტედი" ოთხეულში შესასვლელად.
აშკარაა, რომ გუნდმა უნდა მოიგოს 10 თამაში მაინც ზედიზედ, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა 4-ეულისთვის მებრძოლ კლუბებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისი იმედი არ არის.
"ტოტენჰემმა" შეიტანა საკუთარი სახელი ოლდ ტრაფორდზე მოგებულებს შორის და მიემატა "ევერტონს", "ვესტ ბრომვიჩს" და "ნიუკასლს", გარდა ამისა კლუბს სათამაშო აქვს სახლში "ლივერპულის" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.

მაშ ასე, გამოიკვეთა 6 ძირითადი პრობლემა გუშინდელი მატჩის შემდეგ, ზოგი არ კაგავს იმედს, ზოგს უკვე ჩაქნეული აქვს ხელი, ყველაფერი კი სეზონის ბოლოს გადაწყდება, შევა თუ არა "იუნაიტედი" პირველ ოთხეულში.

წყარო:"bleacherreport.com"
ახალი ამბები
18 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2014 16:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოთხეულში შევალთ დიდი იმედი მაქვს. იდეალური სწტატიაა რა ანახეთ მოიესს :დდ მაგრად მიკვირს რატომა რ აყენებს ფაბიოს, ხო ხედავს რო ეს სმოლინგი ვერაა რა, ამ მარჯვენა ფლანგზე არაფრად ვარგა და ერთხელ მაინც რატო არ აძლევს შანსს? ეს ვალენსიაც მაგარი კატასტროფაა მაგ პოზიციაზე და რატო ხდება ესე ვერ ვხვდები, იმაზე დიდი სეცდომა ფაბიომ რა უნდა დაუშვას რაც ვალენსიამ დაუშვა? ეს ქლევერლი მაგარი ზარალია და დამღლელია მაგის თამასის ყურება, იმენა სვარკაა ტიპი. წინ პასზე დაგინული აქვს. ვალენსიას ერთფეროვანი შეტევები და უაზრო ჩაწოდებები კაროჩე რა.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2014 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სრულიად ვეთანმხები აქ ჩამოთვლილ მიზეზებს, განსაკუთრებით სმოლინგზე , არაფრად არ ვარგა მარჯვენა მცველად დ დააყენე ფაბიო რაა. (ზაჰაზე და ფაბიოზე ალერგია აქ მოიეს wink )
0
№3
ავტორი: DimaSanaia
2 იანვარი 2014 16:25
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
მე ვფიქრობ, რომ თუ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ვიყიდით რომელიმე ძლიერ ფეხბურთელს, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში და შეტევებს კრეატიულობა შეემატება აუცილებლად შევალთ ოთხეულში. სამწუხაროდ წლევანდელი მაქსიმუმი იქნება ოთხეულში შესვლა. მთავარია ახლა დავიწყოთ მოგებების სერია და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. აუცილებლად გვჭირდება ახლა ახალი ძალა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: GGMU
2 იანვარი 2014 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ყველაფერში გეთანხმები :) კდიდე შეიძLება რაღაცეების დამატება
0
№5
ავტორი: Owlicova
2 იანვარი 2014 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ბრავო ავტორ! 3d_5
ანახეთ ეს სტატია დავითას და მოაშოროს იქნებ სმოლინგი.
ცვლილებები მართლა საჭიროა! მანჩესტერ იუნაიტედი არ უნდა იყოს მხოლოდ რუნი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Keep the red flag flying high, because ManU will never die! manunited
№6
ავტორი: Manchester_M
2 იანვარი 2014 16:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვეთანხმები ამ სტატიას და რაგაცეები ჩამატებაც შეიძლება. ბრავო ავტორ კარგად გაქ დანახული პრობლემები.
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
2 იანვარი 2014 17:24
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კრის სმოლინგი გუშინ საშინლდ თამაშობდა...რუნიმ ტრამვა მიიღო მის გარეშე კი გუნდი ვერ იგებს
0
№8
ავტორი: love united
2 იანვარი 2014 18:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფაბიო ძირითადში! :დ

დიდი ცვლილებები უნდა ჩაატაროს ამ კაცმა...თორემ ქლევერლით კარგ შედეგს ვერასდროს დადებს...
0
№9
ავტორი: NUGI
2 იანვარი 2014 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
1
სუონსი და სანდერლენდი არ არიან კარგ ფორმაში ამით უნდა ვისარგებლოთ და ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ ეს კარგი იქნება ჩვენთვის
2
ჩემპიონთა ლიგაში სუსტი მეტოქე გვყვავს ეს გვაძლევს იმის საშუალებას რომ მეოთხედ ფინალში გადავიდეთ მარა შემდეგ არიან ის კლუბები ბარსა,რეალი,დორტმუნდი და სხვა ესენი დიდ კონკურეციას გვიწევენ ჩემპიონთა ლიგაში იმედია ფინალში ვიქნებით 2011 წლის მერე ფინალში არ ვყოფილვართ
3
რატომ დგას სმოლინგი და არა რაფაელი ან ფაბიო
4
კაგავა ზამენაზე და კლევერლი ძირითადშიიიი

მოიესი : "რუნი –ეს ჩვენი თილისმაა"
0
№10
ავტორი: Z A C K™
2 იანვარი 2014 19:30
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
სრული სიმართლე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top