თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2014, 16:12
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2780,
კომენტარები: 18
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია
გუშინდელმა მარცხმა "იუნაიტედის" მინუსები თვალსაჩინო გახადა.
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია
"იუნაიტედმა" უკვე მეოთხედ დათმო თამაში საკუთარ სტადიონზე ამ სეზონში. უკვე საკამათოა, შეძლებს თუ არა კლუბი მოხვდეს საუკეთესო 4 კლუბში.
ემანუელ ადებაიორის და კრისტიან ერიქსენის გოლებით "ტოტენჰემმა" 3 ქულის აღება შეძლო ოლდ ტრაფორდზე, მათ საპასუხოდ კი "იუნიტედმა" მხოლოდ ერთი გოლი გატანა შეძლო, გოლი ავტორი კი დენი უელბეკია.
შემოგთავაზებთ 6 პრობლემას, რაც გუშინ თვალსაჩინო გახდა.

მაშ ასე, პრობლემა ნომერი პირველი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

კრის სმოლინგი აშკარად შეზღუდულია მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ის შეიძლება მშვენივრად თამაშობდეს ცენტრში, თუმცა მისი მარჯვენა მცველად დაყენება არის სრული შეუსაბამობა და ამას ყველაფერს მოიესი უნდა აცნობიერებდეს.
შოტლანდიელმა ასევე კარგად იცის, რომ ნომინალურად ფაბიო, რაფაელის ტყუპისცალი არის მარჯვენა მცველი და ის უპრობლემოდ თამაშობს, როგორც მარჯვნივ ისე მარცხნივ. ბრაზილიელი არის სწრაფი, ადვილად ერთვება შეტევაში და შეუძლია უპრობლემოდ უკან დაბრუნებაც ძალიან სწრაფად. სმოლინგს ძალიან დიდ პრობლემად სწორედ ემანუელ ადებაიორი და რობერტო სოლდადო უქმნიდნენ, მოკლედ რომ ვთქვათ, სმოლინგი ვერ ეწეოდა მათ.

პრობლემა ნომერი ორი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

თუ კი რუნი ითამაშებს კარგად, "იუნატედი" ითამაშებს კარგად. შედეგი კი ის არის, რომ რუნი არ არის რობოტი, მასაც აქვს ჩავარდნა და გუშინდელი მისი ჩავარდნა აშკარად ნათელს ხდის "იუნაიტედის" დამოკიდებულებას რუნიზე.
ინგლისელი ვერ თამაშობდა გუშინ მაღალ დონეზე, რადგან მას აწუხებს მცირე ტრამვა.
რუნი ვერ ითამაშებს ყოველ კვირა მაღალ დონეზე და აუცილებელია შოტლანდიელმა ეძებოს ის გზა, რომლითაც ის წარმატებას მიაღწევს რუნის გარეშეც.

პრობლემა ნომერი სამი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

ლენონმა გუშინ ევრას ფაქტიურად შანსი არ დაუტოვა, ახალი წელი მისთვის კოშმარად იქცა. ფრანგმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ის მადლობელი უნდა იყოს, რომ დე ხეამ ითამაშა ასე კარგად და ხშირად იგერიებდა მისი ფლანგიდან შეტევებს.
სწორედ ევრას ფლანგიდან წამოიწყო შეტევა "ტოტენჰემმა", კერძოდ ლენონმა და "იუნაიტედმა" მიიღო ბურთი საკუთარ კარში. იგივე მოხდა მეორე გოლის დროსაც, როდესაც კრისტიან ერიქსენმა გაიტანა გოლი.

პრობლემა ნომერი ოთხი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

ყველაზე ცნობილი თემა "იუნაიტედში", რომლის დამალვაც უკვე შეუძლებელი ხდება. პრობლემები ცენტრში, როდესაც შენ თამაშს ასრულებ ცენტრალური ნახევარმცველების გარეშე და მათ მაგივრად დგანან რუნი-კაგავა, ესეიგი ნახევარდაცვაში აშკარა გარღვევაა.
კლუბს ჰყავს, კერიკი, ჯონსი და ფელაინი, თუმცა ისინი ტრამვირებულები არიან და აშკარა ხდება ცენტრის უმოქმედობა თამაში მიმდინარეობისას. კლევერლი არის ენერგიული, მაგრამ ვერ დაიკვეხნის კრეატივით, მას არ შეუძლია შექმნას გოლი, ან თუნდაც თავად გაიტანოს.
ინგლისელი უკეთესად გამოიყურებოდა, მაშინ როდესაც ნახევარდაცვაში 5 კაცი იდგა, "ნორვიჩთან" მატჩში, თუმცა ვერც იქ მოახერხა ვერაფერი.

პრობლემა ნომერი ხუთი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

ტაქტიკური ცვლილება და ვალენსიას დაცვაში დაწევა უკვე ორჯერ ვიხილეთ მოიესის მხრიდან, პირველად როდესაც "იუნაიტედი" აგებდა "ევერტონთან" და მეორედ გუშინ.
ორივეჯერ ასეთი ცვლილების შემდეგ კლუბმა გოლი გაუშვა მისი შეცდომით, პირველად "ევერტონიდან" ბრაიან ოვიედომ გამოიჩინა თავი, მეორედ კი გუშინ კრისტიან ერიქსენმა.
ვალენსია არის მშვენიერი შემტევი მარჯვენა ნახევარმცველი, მაგრამ ის მარჯვენა მცველად ვერ ივარგებს ამ მომენტში. მაგრამ თუ კი მოიესს სურს კვლავ განახორციელოს ასეთი ცვლილებები თამაშის მიმდინარეობისას, მაშინ ვალენსიამ უნდა ივარჯიშოს, როგორც შემტევად, ისევე მცველად.

პრობლემა ნომერი ექვსი:
6 რამ რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია

"იუნაიტედს" არ შესწევ ძალა დაასრულო ჩემპიონატი საუკეთესო ოთხეულში. მანჩესტერული კლუბი აშკარად კარგად გამოიყურებოდა შობის პერიოდში, გუნდმა 4 შეხვედრა მოიგო ზედიზედ, თუმცა ყველაფერი ეს პირველ იანვარს დასრულდა და უკვე ჩნდება კითხვები, არის თუ არა მზად "იუნაიტედი" ოთხეულში შესასვლელად.
აშკარაა, რომ გუნდმა უნდა მოიგოს 10 თამაში მაინც ზედიზედ, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა 4-ეულისთვის მებრძოლ კლუბებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისი იმედი არ არის.
"ტოტენჰემმა" შეიტანა საკუთარი სახელი ოლდ ტრაფორდზე მოგებულებს შორის და მიემატა "ევერტონს", "ვესტ ბრომვიჩს" და "ნიუკასლს", გარდა ამისა კლუბს სათამაშო აქვს სახლში "ლივერპულის" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.

მაშ ასე, გამოიკვეთა 6 ძირითადი პრობლემა გუშინდელი მატჩის შემდეგ, ზოგი არ კაგავს იმედს, ზოგს უკვე ჩაქნეული აქვს ხელი, ყველაფერი კი სეზონის ბოლოს გადაწყდება, შევა თუ არა "იუნაიტედი" პირველ ოთხეულში.

წყარო:"bleacherreport.com"
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
2 იანვარი 2014 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Zahaze da fabioze alergia chirs am kacs? Karoche tu kide wavagebt tamashs old trafordze otxeuls unda davemshvidobot
0
№12
ავტორი: Lev
2 იანვარი 2014 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
4
კაგავა ზამენაზე და კლევერლი ძირითადშიიიი>>>>>>>>>ხო კატასტროფაა.იმენა ამაზე უკვე უნდა აგინო მოიესს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№13
ავტორი: RedGirl
2 იანვარი 2014 22:31
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"იუნაიტედს" არ შესწევ ძალა დაასრულო ჩემპიონატი საუკეთესო ოთხეულში.


აი პროსტა ეს წარმოუდგენელია და რა ვქნა :||
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№14
ავტორი: chaobi
2 იანვარი 2014 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
sheva uechveli sheva 4 eulshi sxvanairad ar gamova )) GGMU <3
0
№15
ავტორი: GoGa.
2 იანვარი 2014 23:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
ვალენსია მარცხენა ნახევარ მცველად საუკეთესოა!
0
№16
ავტორი: Hernandez
3 იანვარი 2014 00:21
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ძლივსა რწავიკითხე წესიერი სტატია
0
№17
ავტორი: BERDI
3 იანვარი 2014 11:25
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Sagol kargi statiaa. Imedia moyesi da aramarto moyesi fexburtelebic moaxerxeben imas rom tamashi daalagon, moedanze ertmanets daexmaron es warumatebloba mxolod moyesis brali araa ratqmaunda xshirad ushvebs shecdomebs shemadgenlobastan dakavshirebit da taqtikastan magram warmoidginet sxva mwvrtneli isic ese iqneboda manchesteri didi klubia da ucbad shecvale 26 wlis gvawli dzalian rtulia. Imedia shevalt otxeulshi da momavali wlidan chempionta ligashi viqnebit
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№18
ავტორი: Rooney.
3 იანვარი 2014 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
Avtor travma da ara tramva :)) sxva mxriv kargi statiaa. Ak is problena rato araa,, rom evrasnairi donis fexburtelebi vice capitnebi rom ar unda iyvnen unitedshi.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is Red!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top