თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2013, 13:51
ავტორი: love united,
ნანახია: 2222,
კომენტარები: 14
მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო
დევიდ მოიესი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას
მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება შეიძინოს ფლანგის მცველი. მათი მთავარი სამიზნე "ევერტონელი" ბეინსი და "საუტჰემპტონელი" შოუ იქნება. "წითლების" მენეჯერი, დევიდ მოიესი ბეინსის შეძენას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ მერსისაიდელებმა არ ისურვეს ინგლისელი მცველის გაყიდვა. ახლა ლეიტონის ყიდვა რეალური იქნება- მოიესმა განაცხადა, რომ ედ ვუდვორდი ყველანაირად მხარში დაუდგება სატრანსფერო ფანჯრის დროს. კლუბი აპირებს ფულის დახარჯვას.

მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


მანჩესტერელთა მეორე სამიზნე "საუტჰემპტონის" ფეხბურთელი, ლუკ შოუ იქნება. 18 წლის ინგლისელი "ჩელსის" რადარზეც აღმოჩნდა, მაგრამ კლუბი არ აპირებს ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვას. ბრიტანეთის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ალბათ დატოვებს "სოტონს", მაგრამ ეს ზაფხულამდე არ მოხდება.

"იუნაიტედს" აუცილებლად ესაჭიროება ფლანგის მცველი. ჰოლანდიელი ალექსანდერ ბიუტნერი ვერ განვითარდა და ვერც ძირითად თერთმეტეულში მოიკიდა ფეხი მას შემდეგ, რაც ფერგიუსონმა ის "ვიტესიდან" ნისლიან ალბიონზე გადაიყვანა. 24 წლის მცველის ყიდვა სურს "ტოტენჰემს". ბიუტნერის უთამაშებლობა გუნდში პატრის ევრას კარგ ფორმაზე მეტყველებს. ამ სეზონში ფრანგმა უკვე 29 თამაში ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთად.

მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


ერთადერთი გზა, რითაც მოიესს შეუძლია ბეინსის ან შოუს შეძენა შემდეგია- ფეხბურთელემა თავის კლუბებს უნდა განუცხადონ, რომ სურთ "იუნაიტედში" გადასვლა. ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ არის მესამე ვარიანტიც- ფაბიო კოენტრაო, რომლითაც მანჩესტერი ზაფხულშიც ინტერესდებოდა და ვერ შეძლო მისი იჯარით გადაყვანა. პორტუგალიელი ახლა კარგ ფორმაში არ არის, რაც ნაკრებში მიღებული ტრავმით არის გამოწვეული. მას მთლიანად გაუცდა ნოემბრის თვე. იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდელებმა ფაბიო "ბენფიკადან" 25 მილიონ ევროდ იყიდეს, "იუნაიტედმა" "რეალს" 25 მილიონი ევრო უნდა შესთავაზოს, რომ ტრანსფერი შედგეს.

რაც შეეხება მანჩესტერის მომავალ მატჩს, ისინი 1 იანვარს "ტოტენჰემს" "ოლდ ტრაფორდზე" შეერკინებიან. მოიესი მოსაგებად ემზადება. გუნდს დიდი ალბათობით უეინ რუნი და რობინ ვან პერსი დაუბრუნდებიან.

მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


წყარო:dailymail
სიახლეები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
31 დეკემბერი 2013 13:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
აქიდან ყველაზე კარგი ვარიანტი ბეინსია..მაგრამ შანსი ამისზამთარში გადმოსვლისა 10%-იც კი არ არის
0
№2
ავტორი: gilmour
31 დეკემბერი 2013 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე კოენტრაო მინდა ამ სამიდან უფრო, მაგრამ ზამთარში მარცხენა მცველის ყიდვის საჭიროებას ვერ ვხედავ.
0
№3
ავტორი: LizarD
31 დეკემბერი 2013 14:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ამ სამიდან კოენტრაო ყველაზე კარგია, წინაზე თუ მართლა იმიტომ ვერ გადმოვიდა რომ ფანჯარა დაიხურა მაშინ გადმოვიდეს.... ზაფხულში მაინც
gilmour,
ევრა სტაბილური ვეღარ არის მაღალი დონის მარცხენა მცველი საჭიროა, თან ფლანგზეც შეუძლია ამას თამაში.
0
№4
ავტორი: gilmour
31 დეკემბერი 2013 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
LizarD,
კი საჭირო როგორ არ არის, უბრალოდ ზაფხულამდე არ გვჭირდებათქო, მითუმეტეს კოენტრაო ლიგაზე ვერ ითამაშებს, ახლა მაგის ყიდვას ცენტრალური მცველის ყიდვა ჯობია.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
31 დეკემბერი 2013 14:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ სამიდან მაინც ბეინსი მინდა და ამ ფაბიოს რას ერჩის, ერთხელ გვანახოს რა. ბიუტნერს 100–ჯერ მირჩევნია მე პირადად :/ ზაფხულისთვის ტრანსფერებს ველი, ამ ზამთარს არამგონია რაღაც სერიოზული რამე განხორციელდეს
0
№6
ავტორი: Esi
31 დეკემბერი 2013 14:58
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
არც ერთი! ჩვენ უკვე გვყავს ფაბიო! ეს ბიუნტნერი კიდევ მოაშორეთ! მოიესს დაგბრიდავ ნუ ჩაგრავ ფაბიოს! არადა რაფაელს მირჩევნია ფაბიო :( ტექნიკა უფრო აქვს და დაცვაშიც უფრო კარგია ვიდრე,რაფაელი :(
0
№7
ავტორი: LizarD
31 დეკემბერი 2013 15:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
gilmour,
ვაფშეტაკ ცენტრალურ მცველს ჯობია გარემარბი/ცენტრი
ამ ორ პოზიციაზე უფრო გაჭედილია მანჩესტერი...
0
№8
ავტორი: Vodafone
31 დეკემბერი 2013 15:48
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ფაბიოს უნდა მისცეს შანსი!!!
0
№9
ავტორი: Best 7
31 დეკემბერი 2013 16:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აქედან ყველას შოუ ჯობს
0
№10
ავტორი: Manchester_M
31 დეკემბერი 2013 16:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მე კოენტრაოს ვურჩევ მაგრამ არ მჯერა თუ ეგ ტრანსფერი გამოვა საერთოდ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top