თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2013, 13:51
ავტორი: love united,
ნანახია: 2387,
კომენტარები: 14
მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო
დევიდ მოიესი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას
მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება შეიძინოს ფლანგის მცველი. მათი მთავარი სამიზნე "ევერტონელი" ბეინსი და "საუტჰემპტონელი" შოუ იქნება. "წითლების" მენეჯერი, დევიდ მოიესი ბეინსის შეძენას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ მერსისაიდელებმა არ ისურვეს ინგლისელი მცველის გაყიდვა. ახლა ლეიტონის ყიდვა რეალური იქნება- მოიესმა განაცხადა, რომ ედ ვუდვორდი ყველანაირად მხარში დაუდგება სატრანსფერო ფანჯრის დროს. კლუბი აპირებს ფულის დახარჯვას.

მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


მანჩესტერელთა მეორე სამიზნე "საუტჰემპტონის" ფეხბურთელი, ლუკ შოუ იქნება. 18 წლის ინგლისელი "ჩელსის" რადარზეც აღმოჩნდა, მაგრამ კლუბი არ აპირებს ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვას. ბრიტანეთის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ალბათ დატოვებს "სოტონს", მაგრამ ეს ზაფხულამდე არ მოხდება.

"იუნაიტედს" აუცილებლად ესაჭიროება ფლანგის მცველი. ჰოლანდიელი ალექსანდერ ბიუტნერი ვერ განვითარდა და ვერც ძირითად თერთმეტეულში მოიკიდა ფეხი მას შემდეგ, რაც ფერგიუსონმა ის "ვიტესიდან" ნისლიან ალბიონზე გადაიყვანა. 24 წლის მცველის ყიდვა სურს "ტოტენჰემს". ბიუტნერის უთამაშებლობა გუნდში პატრის ევრას კარგ ფორმაზე მეტყველებს. ამ სეზონში ფრანგმა უკვე 29 თამაში ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთად.

მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


ერთადერთი გზა, რითაც მოიესს შეუძლია ბეინსის ან შოუს შეძენა შემდეგია- ფეხბურთელემა თავის კლუბებს უნდა განუცხადონ, რომ სურთ "იუნაიტედში" გადასვლა. ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ არის მესამე ვარიანტიც- ფაბიო კოენტრაო, რომლითაც მანჩესტერი ზაფხულშიც ინტერესდებოდა და ვერ შეძლო მისი იჯარით გადაყვანა. პორტუგალიელი ახლა კარგ ფორმაში არ არის, რაც ნაკრებში მიღებული ტრავმით არის გამოწვეული. მას მთლიანად გაუცდა ნოემბრის თვე. იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდელებმა ფაბიო "ბენფიკადან" 25 მილიონ ევროდ იყიდეს, "იუნაიტედმა" "რეალს" 25 მილიონი ევრო უნდა შესთავაზოს, რომ ტრანსფერი შედგეს.

რაც შეეხება მანჩესტერის მომავალ მატჩს, ისინი 1 იანვარს "ტოტენჰემს" "ოლდ ტრაფორდზე" შეერკინებიან. მოიესი მოსაგებად ემზადება. გუნდს დიდი ალბათობით უეინ რუნი და რობინ ვან პერსი დაუბრუნდებიან.

მოიესის დილემა:ბეინსი, შოუ თუ კოენტრაო


წყარო:dailymail
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GGMU
31 დეკემბერი 2013 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ლუკ სჰოუ ან კოენტრაო
0
№12
ავტორი: Malboro463
31 დეკემბერი 2013 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5886
ბეინსი ყველაზე კარგი ვარიანტია მარა არმაგონია ეს ტრანსფერი შედგეს
შოუც კარგია ინგლისელია მარა გამოუცდელი ევრას უფრო კოენტრაო შეცვლის. ორივეს თU იყიდიან კარგი იქნება :დ კოენტრაო მარჯვნივაც და ვინგერადაც თამაშობს
0
№13
ავტორი: tupaca
31 დეკემბერი 2013 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Show jobia orives beinsi berdeba Da koentrao ar mevaseba araperi pexburteli eg araa Da realis nagavi ar gvchirdeba
0
№14
ავტორი: Cooner
1 იანვარი 2014 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ყველაზე რალური მაინც კოენტრაო მგონია!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top