თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2013, 22:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2438,
კომენტარები: 21
რა ხდება რუნის ირგვლივ?
ბევრისთვის ეს სისულელე და დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-შეიძლება მოხდეს ის რისიც ყველას ძალიან გვეშინია.
რა ხდება რუნის ირგვლივ?
მიუხედავად იმისა, რომ დევიდ მოიესმა გუნდი თითქმის გამოიყვანა კრიზისიდან და ის გამოსწორების გზაზე დგას, სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილება პენსიაზე გასვლისა, მაინც სავალალოა კლუბისთვის. დაცვა სუსტია, ნახევარდაცვაშიც ბევრი ხარვეზია, რობინ ვან პერსიც არც ისე კარგად უნდა გრძნობდეს თავს ტრამვების გამო. ჟურნალისტებისთვის ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეენიღბათ უეინ რუნის მომავალი და დაეინტრიგებინათ "მანჩესტერის" ფანები. ყველამ იცის, რომ თუ ეს ჭორები ტყუილი არ აღმოჩნდება და თუ "წითლების" სასიცოცხლო ფიგურა დატოვებს სახლს, ეს ტკივილს მოგვრის არამარტო ფანებს, არამედ თავად კლუბსაც.

რა ხდება რუნის ირგვლივ?
როგორც ყველასთვის, ასევე ამ გულშემატკივრისთვისაც ძალიან რთული იქნებოდა რუნის წასვლის გადატანა.


მოიესიც ამჩნევდა ამ საშიშროებებს და ძალიან ფრთხილად ეპყრობოდა უეინს, მიუხედავად იმ კომენტარებისა რაც ფორვარდმა გააკეთა მის ავტობიოგრაფიაში. სწორედ ამიტომ მათი ურთიერთობა ბოლო ექვსი თვის მანძილზე გასაკვირია. მოიესმა შეძლო და ფერგის ბიჭები ჩაიბარა, აიღო ეს უდიდესი პასუხისმგებლობა თავის თავზე, და ეს მისი და რუნის ურთიერთობის დამსახურებაც არის.

რა ხდება რუნის ირგვლივ?
კიდევ ერთი ტკივილი ფერგის წასვლის შემდგომ, რომელიც შეიძლებოდა "იუნაიტედს" განეცადა.


რუნი თამაშობს მის რჩეულ პოზიციაზე, შემტევი თავდასხმის უკან, რითაც დევიდ მოიესიც კმაყოფილია. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ კონფლიქტი ჰქონდათ უენსა და დევიდს, მაგრამ მათ მოაგვარეს პრობლემები და გუნდის წარმატებისთვის ახლა უკვე ერთობლივი ძალებით იბრძვიან.

"ახლა უკვე ჩვენი მწრთვნელი მოიესია. ის მათამაშებს ცენტრში და მე ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით მე მომწონს ჩემი დანიშნულება გუნდში. მე გავიტანე რამდენიმე გოლი და ვთამაშობ ყოველ კვირას. ასე კარგ ფორმაში თავი არასდროს მიგრძვნია."-ასეთი განცხადება გააკეთა წითლების ფორვარდმა ოქტომბერში.

რა ხდება რუნის ირგვლივ?
უეინის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა გულშემატკივარი ზაფხულში აგორებული ჭორების შემდგომ.


ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უეინ რუნი, რომელსაც ბოლო პერიოდში ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მწრთვნელთან და ჭორების თანახმად კლუბის შეცვლასაც აპირებდა, ჯერ კიდევ უარს ამბობს კონტრქატის განახლებაზე და მის მომავალზე არანაირ განცხადებას არ აკეთებს.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ძალიან შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ რუნის აგენტს, პოლ სტრეტფორდს, შეუძლია იმ ფაქტის გამოყენება, რომ ფორვარდის კონტრაქტი, რომელიც £250,000 ყოველკვირეულ ხელფასს ითვალისწინებს იწურება 18 თვეში და ეს ნიშნავს, რომ უეინს შეეძლება თავისუფალი აგენტის სახით კლუბის დატოვება.

"როდის ვისაუბრებთ ჩვენ მის კონტრაქტზე? რა გიპასუხოთ, როცა თვითონაც არ ვიცი ამაზე პასუხი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ყოველშემთხვევაში ზაფხულიდან მოყოლებული ამას ვცდილობთ და თუ ახლა არ გამოგვდის ბოლოს აუცილებლად მივაღწევთ."-განაცხადა დევიდ მოიესმა გასულ თვეს.

რათქმაუნდა ყველას სურს რუნის კონტრაქტის განახლება განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს გუნდია. თუ ეს მოხდება, უეინი შეინარჩუნებს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს კლუბში რობინ ვან პერსისთან ერთად, თუმცა ფორვარდი დროს ჭიმავს, რადგან იცის ეს ალბათ ბოლო კონტრაქტი იქნება მის კარიერაში.

რა ხდება რუნის ირგვლივ?
გულშემატკივარი უეინს სახლში დარჩენას სთხოვს.


და თუ მაინც გადაწყვიტა "წითელმა" ფერის შეცვლა ეს ალბათ კიდევ ერთი უდიდესი დარტყმა და ტკივილი იქნება "მანჩესტერული" სამყაროსთვის, თუმცა ზეიმი იმ გუნდისთვის, სადაც ის გადავა.

Goal.com
სიახლეები
21 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
30 დეკემბერი 2013 22:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
არ წავა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
0
№2
ავტორი: Vodafone
30 დეკემბერი 2013 22:54
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რავიცი, მოიესის ყველაზე დიდი ამოცანაა რუნის შენარჩუნება. კარგად ჩანს, რომ მის გარეშე უბრალოდ არაფერია გუნდი. იმედია ეს უბრალოდ მორიგი ჭორია და ჩვენთან დარჩება ბოლომდე.
0
№3
ავტორი: Lomsa099
30 დეკემბერი 2013 22:56
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
იმედია არ წავა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№4
ავტორი: DaTo_O
30 დეკემბერი 2013 23:09
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
GoaL.CoM-ს ჩემმა მტერმა დაუჯერა წლის ჭორია რუნი არსად წავა და ეს ყველა მათგანმა იცის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№5
ავტორი: ელენე
30 დეკემბერი 2013 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ოღონდ ეს არა :( რუნი არ უნდა წავიდეს, რუნის წასვლა საშინელება იქნება არა მარტო გულშემატკივრებისთვის, არამედ კლუბისთვისაც :( რუნიი, დარჩი რა. :(
0
№6
ავტორი: GoGa.
30 დეკემბერი 2013 23:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
აუ აუა აუა იტყვიან ხოლმე რა როგორც ააგორეს რონალდო ბრუნდებოა და მეორე დღეს 2018 წლამდე კონტრაქტი გააფორმაო
0
№7
ავტორი: buka oboladze
30 დეკემბერი 2013 23:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
არა ეს არაა არსად გადამსვლელი
0
№8
ავტორი: Best 7
30 დეკემბერი 2013 23:46
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რ წავა ეს
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 დეკემბერი 2013 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ცუდად არ გაიგოს არავინ და მითუმეტეს ამ სტატიის ავტორმა რასაც ეხლა ვიტყვი: მე მაგალითად არ დავდებდი ამ სტატიას მიუხედავად იმისა რომ სანდო წყაროდან არის თარგმინილი, მაგრამ არანაირად არ ვეთანმხები იმ მიზეზებს, რომლის გამოც შეიძლება რუნი წავიდეს მანჩესტერიდან, როგორც ამ სტატიაშია მოყვანილი. პირველ რიგში ყველა გრძნობს რომ ის კონფლიქტი რაც იყო წარსულს ჩაბარდა, მეორე თითქოს რო არ ლაპარაკობენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ეს იმის ნიშანია რო რუნი მიდის, არანაირად!!! 18 თვე წელიწად ნახევარია და დამეთანხმებით ალბათ რო საკმარისზე მეტი დროა იმისთვის რო კონტრაქტზე დაილაპარაკონ და მესამე და მთავარი: რუნი გრძნობს რო მანჩესტერის ლიდერია და არანაირი მიზეზი არა აქ იმისა რომ გუნდი დატოვოს. დიდი გამომივიდა მაგრამ უნდა მეთქვა აუცილებლად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ სტატიის ავტორმა არ მიწყონოს რაც დავწერე, უბრალოდ აფსურდული მიზეზებია მოყვანილი...
0
№10
ავტორი: love united
30 დეკემბერი 2013 23:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რუნის წასვლა გამორიცხულია!შანსი არ არის უბრალოდ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top