თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2013, 22:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2615,
კომენტარები: 21
რა ხდება რუნის ირგვლივ?
ბევრისთვის ეს სისულელე და დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-შეიძლება მოხდეს ის რისიც ყველას ძალიან გვეშინია.
რა ხდება რუნის ირგვლივ?
მიუხედავად იმისა, რომ დევიდ მოიესმა გუნდი თითქმის გამოიყვანა კრიზისიდან და ის გამოსწორების გზაზე დგას, სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილება პენსიაზე გასვლისა, მაინც სავალალოა კლუბისთვის. დაცვა სუსტია, ნახევარდაცვაშიც ბევრი ხარვეზია, რობინ ვან პერსიც არც ისე კარგად უნდა გრძნობდეს თავს ტრამვების გამო. ჟურნალისტებისთვის ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეენიღბათ უეინ რუნის მომავალი და დაეინტრიგებინათ "მანჩესტერის" ფანები. ყველამ იცის, რომ თუ ეს ჭორები ტყუილი არ აღმოჩნდება და თუ "წითლების" სასიცოცხლო ფიგურა დატოვებს სახლს, ეს ტკივილს მოგვრის არამარტო ფანებს, არამედ თავად კლუბსაც.

რა ხდება რუნის ირგვლივ?
როგორც ყველასთვის, ასევე ამ გულშემატკივრისთვისაც ძალიან რთული იქნებოდა რუნის წასვლის გადატანა.


მოიესიც ამჩნევდა ამ საშიშროებებს და ძალიან ფრთხილად ეპყრობოდა უეინს, მიუხედავად იმ კომენტარებისა რაც ფორვარდმა გააკეთა მის ავტობიოგრაფიაში. სწორედ ამიტომ მათი ურთიერთობა ბოლო ექვსი თვის მანძილზე გასაკვირია. მოიესმა შეძლო და ფერგის ბიჭები ჩაიბარა, აიღო ეს უდიდესი პასუხისმგებლობა თავის თავზე, და ეს მისი და რუნის ურთიერთობის დამსახურებაც არის.

რა ხდება რუნის ირგვლივ?
კიდევ ერთი ტკივილი ფერგის წასვლის შემდგომ, რომელიც შეიძლებოდა "იუნაიტედს" განეცადა.


რუნი თამაშობს მის რჩეულ პოზიციაზე, შემტევი თავდასხმის უკან, რითაც დევიდ მოიესიც კმაყოფილია. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ კონფლიქტი ჰქონდათ უენსა და დევიდს, მაგრამ მათ მოაგვარეს პრობლემები და გუნდის წარმატებისთვის ახლა უკვე ერთობლივი ძალებით იბრძვიან.

"ახლა უკვე ჩვენი მწრთვნელი მოიესია. ის მათამაშებს ცენტრში და მე ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით მე მომწონს ჩემი დანიშნულება გუნდში. მე გავიტანე რამდენიმე გოლი და ვთამაშობ ყოველ კვირას. ასე კარგ ფორმაში თავი არასდროს მიგრძვნია."-ასეთი განცხადება გააკეთა წითლების ფორვარდმა ოქტომბერში.

რა ხდება რუნის ირგვლივ?
უეინის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა გულშემატკივარი ზაფხულში აგორებული ჭორების შემდგომ.


ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უეინ რუნი, რომელსაც ბოლო პერიოდში ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მწრთვნელთან და ჭორების თანახმად კლუბის შეცვლასაც აპირებდა, ჯერ კიდევ უარს ამბობს კონტრქატის განახლებაზე და მის მომავალზე არანაირ განცხადებას არ აკეთებს.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ძალიან შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ რუნის აგენტს, პოლ სტრეტფორდს, შეუძლია იმ ფაქტის გამოყენება, რომ ფორვარდის კონტრაქტი, რომელიც £250,000 ყოველკვირეულ ხელფასს ითვალისწინებს იწურება 18 თვეში და ეს ნიშნავს, რომ უეინს შეეძლება თავისუფალი აგენტის სახით კლუბის დატოვება.

"როდის ვისაუბრებთ ჩვენ მის კონტრაქტზე? რა გიპასუხოთ, როცა თვითონაც არ ვიცი ამაზე პასუხი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ყოველშემთხვევაში ზაფხულიდან მოყოლებული ამას ვცდილობთ და თუ ახლა არ გამოგვდის ბოლოს აუცილებლად მივაღწევთ."-განაცხადა დევიდ მოიესმა გასულ თვეს.

რათქმაუნდა ყველას სურს რუნის კონტრაქტის განახლება განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს გუნდია. თუ ეს მოხდება, უეინი შეინარჩუნებს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს კლუბში რობინ ვან პერსისთან ერთად, თუმცა ფორვარდი დროს ჭიმავს, რადგან იცის ეს ალბათ ბოლო კონტრაქტი იქნება მის კარიერაში.

რა ხდება რუნის ირგვლივ?
გულშემატკივარი უეინს სახლში დარჩენას სთხოვს.


და თუ მაინც გადაწყვიტა "წითელმა" ფერის შეცვლა ეს ალბათ კიდევ ერთი უდიდესი დარტყმა და ტკივილი იქნება "მანჩესტერული" სამყაროსთვის, თუმცა ზეიმი იმ გუნდისთვის, სადაც ის გადავა.

Goal.com
სიახლეები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Wazza
31 დეკემბერი 2013 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
სათაური რომ წავიკითხე გული კინაღამ გამისკდა მაგრამ წყარო რომ ვნახე დავმშვიდდი :დ არსად წავა რუნი!!!
0
№12
ავტორი: RedGirl
31 დეკემბერი 2013 00:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
VAXO ( G G M U ),
რაზე უნდა გიწყინო ? :D მე უბრალოდ იმას ვთარგმნი რაც წერია და შეიძლება სულაც არ ვეთანხმებოდე სტატიაში მოხსენებულ მოსაზრებას, ასე რომ :)) ჩემს მოვალეობად მიმაჩნია რომ დავდო ის რაც იდება უცხოურ საიტებზე და ამიტომ დავდე :D შენიშვნა გასაგებია და ვეცდები გავითვალისწინო :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: Wardell
31 დეკემბერი 2013 00:55
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რუნი წავა ფეხბურთიდან, მაგრამ არა მანჩესტერიდან :))))
0
№14
ავტორი: chudikone
31 დეკემბერი 2013 01:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არსად არ წავა უკვე რუნი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№15
ავტორი: BERDI
31 დეკემბერი 2013 01:39
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
არ წავა არსად დარჩებაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№16
ავტორი: VaRdo
31 დეკემბერი 2013 03:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყოველ წელს ამის წერით არ დაიღალა ეს პრესა? მე მშვიდად ვადევნებ თვალს ვიცი, რომ არსად წავა და მკიდია ამათი მსჯელობა. trolldad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: red devil
31 დეკემბერი 2013 07:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Daiwyes ukve tvinis burgva? Rooney arsad ar wava arsad ;>
0
№18
ავტორი: don_vini
31 დეკემბერი 2013 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
გოალ.ქომ . იმენნა რუნიზე აჭორავე რაა:)) ჰობათ აქვთ უკვე რა:) ნეტა როდის მიუმართია აამათთან რუნის და შეუჩივლია წასვლა მინდაო? :>)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№19
ავტორი: MARI_28
31 დეკემბერი 2013 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
არსად არ წავა
0
№20
ავტორი: Rosso Diavolo
31 დეკემბერი 2013 13:41
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არსად წავა ეს კაცი ოლდ ტრაფორდია მისი სახლი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top