თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2012, 17:57
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3041,
კომენტარები: 15
რამოდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება გახდეს პერსი წითლების ლეგენდა.
თუ რობინ ვან პერსი გააგრძელებს ასეთ თამაშს, დარწმუნებული ვარ რომ იგი მოიპოვებს ლეგენდის სტატუს
რამოდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება გახდეს პერსი წითლების ლეგენდა.
რობინ ვან პერსიმ არაჩვეულებრივად ითამაშა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და მეტჩისშემდგომ ინტერვიუში თქვა, რომ მან და რუნიმ ითამაშეს, როგორც "ცხრანახევარი", ანუ გასაგებათ რომ ვთქვათ, გაინაწილეს ცენტრალური თავდამსხმელის და ფლეიმეიქერის მოვალეობა ერთმანეთში. ვფიქრობ, რომ რობინმა უბრალოდ პატივისცემა გამოიჩინა. სინამდვილეში კი, ოლდ ტრაფორდზე მე რობინ ვან პერსი დავინახე, რომელმაც მთელ ცხრა ქულაზე შეასრულა საკუთარი მოვალეობა. პირველი რამოდენიმე კვირა პერსის ადაპტაციისათვის დასჭირდა. რა თქმა უნდა, მან თავიდანვე გვაჩვენა თუ რა შეუძლია მოედანზე, მაგრამ იმავე დროს კარგად ჩანდა, რომ იგი ეგუებოდა ახალ გუნდს. მაგრამ ეს კვირა ნამდვილად საოცარი აღმოჩნდა ჰოლანდიელისთვის. გუნდმა ორი დიდი თამაში ჩაატარა, სადაც ორივეში გამარჯვებული გამოვიდა და ამ გამარჯვებას გუნდი რობინს უნდა უმადლოდეს. მოპოვებული 6 ქულა მის მიერ გატანილ გოლების ხარჯზე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სეზონის ბოლოს.

რამოდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არის შეიძლება გახდეს პერსი წითლების ლეგენდა.


მე თუ მკითხავთ ოლდ ტრაფორდზე ძალიან დიდ წარმატებას უნდა ველოდებოდეთ წელს. ყველაფერი რასაც ვან პერსი აკეთებს, რაღაცას ნიშნავს. იგი ჰაერზე არაფერს არ აკეთებს. გასულ კვირაში ჩელსის წინააღმდეგ რობინმა გუნდის ყველა შეტევაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაში, რომელშიც გუნდს არანაირი უფლება არ ჰქონდა ქულის დასაკარგავათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქულათა სხვაობა საგრძნობლად გაიზრდებოდა. უნდა ავღნიშნოთ, რომ რობინმა არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა და გამოიყენა ყველა მომენტი რომელიც მას ჰქონდა.

ამის გარდა ჩანს, რომ იუნაიტედის ფეხბურთელები შეეჩვიენ ჰოლანდიელს. ისინი უკეთ უგებენ მას, ისწავლეს მისი თამაშის სტილი და ცდილობენ ყველანაირად შეუწყონ მას ხელი გოლის გატანაში. ამასთან ერთად იგი არაჩვეულებრივად თამაშობს დაცვაში რუნისთან ერთად. თუმცა ეს თვისება იუნაიტედის ყველა თავდამსხმელს ახასიათებდა. პერსის თამაშიდან გამომდინარე, ჩანს რომ იგი მიხვდა თუ როგორი უნდა იყოს მანჩესტერის ნამდვილი თავდამსხმელი. როდესაც იგი გუნდმა 24 მილიონათ შეიძინა, ფერგიუსონმა გამონაკლისი დაუშვა, ვინაიდან პერსი 29 წლის იყო. თუმცა გულშემატკივრებმა იცოდნენ მისი შესაძლებლობები, რადგან არაერთხელ უნახავთ მისი თამაში არსენალის შემადგენლობაში.

ვან პერსიმ ბრწყინვალედ ითამაშა ბოლო ორ შეხვედრაში და თუ ის ანალოგიურად ითამაშებს მანჩესტერულ დერბიში ერთი თვის შემდეგ, მაშინ გუნდის ყოველ გულშემატკივარს ეცოდინება, რომ იგი უნიკალური ფეხბურთელია. მათი დამოკიდებულება ჰოლანდიელის მიმართ საგრძნობლად იცვლება. ერიკ კანტონა იუნაიტედში უკვე გამოცდილ ფეხბურთელად მოვიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რობინი შეძლებს მისი რეკორდის მოხსნას (82 გოლი) და უფრო მეტს გაიტანს. 10 გოლი 13 შეხვედრაში არაჩვეულებრივი შედეგია, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. არსენალი დიდი გუნდია და მგონია, რომ რობინს ლონდონი ფულის გამო არ დაუტოვებია, არამედ იმის გამო რომ მას უნდა ფეხბურთის ლეგენდა გახდეს. ისეთ გუნდებში, როგორებიც არი იუნაიტედი, რეალ მადრიდი და ბარსელონა ამის შესაძლებლობა ყოველთვის გაქვს.


თუ რობინ ვან პერსი გააგრძელებს ასეთ თამაშს, დარწმუნებული ვარ რომ იგი მოიპოვებს ლეგენდის სტატუს.
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
4 ნოემბერი 2012 18:02
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ამან უნდა მოგვაგებინოს წელს ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Red Hooligan
4 ნოემბერი 2012 18:04
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მგონი სათაურში რაღაც შეცდომაა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: UTD-Rule
4 ნოემბერი 2012 18:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია შეძლებს no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: love united
4 ნოემბერი 2012 18:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ ნამდვილდა კაი სტატიაა...უბრალოდ 1 შეცდომა გაქ სათაურში... smile
0
№5
ავტორი: UTD-Rule
4 ნოემბერი 2012 18:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Red Hooligan,
მგონი მართლაც wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: ViDa
4 ნოემბერი 2012 18:07
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
UTD-Rule,
love united,
ხო დავინახე, გაიხარეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: Ví Ví
4 ნოემბერი 2012 18:12
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
OOOOOOOOO ROBIN VAN PERSIEEEEE gun2


me da UTD-Rule komentarebshi sul ertad vart :D
0
№8
ავტორი: VaRdo
4 ნოემბერი 2012 18:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: ViVi
me da UTD-Rule komentarebshi sul ertad vart :D


ahahaha ahahaha ahahaha ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Amanda Seyfried
4 ნოემბერი 2012 18:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მაგარი კაცია რიბერტი love
0
№10
ავტორი: Jubo
4 ნოემბერი 2012 19:02
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საღოლ ლაშა გეთანხმები :დ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top