თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2012, 12:19
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2244,
კომენტარები: 11
ნევილი:"რობინს შეუძლია ოლდ ტრაფორდის ლეგენდა გახდეს"
ნევილი პერსის კარიერის შესახებ.
ნევილი:
იუნაიტედის ლეგენდარული მცველი, გარი ნევილი, მიიჩნევს, რომ ვან პერსის აქვს ყველანაირი შანსი გახდეს ოლდ ტრაფორდის ლეგენდა:" ვან პერსიმ გვაჩვენა შესანიშნავი თამაში თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ არ არის წმინდა ფორვადი და ისეთივე ფუნქციებს ასრულებს, როგორსაც უეინ რუნი. დამიჯერეთ მე ვნახე მისი თამაში და ვიცი, რომ ის ნამდვილი "9_იანია" გუნდისთვის. ის ასრულებს ცენტრალური თავმდასხმლის როლს, შესანიშნავად ახდენს ზეწოლას მცველებზე და რაც მთავარია აქვს ძალიან კარგი რეზულტატი გატანილი გოლების მხრივ. კარიერის დასაწყისში ის მარცხენა ვინგერს თამაშობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის კარგ ცენტრალურ თავმდასხმელად ჩამოყალიბდა. დღეს ის უმაღლესი კლასის ფორვარდია, რომელსაც შეუძლია მატჩის დამოუკიდებლად წარმართვა."

პირველი 4-5 კვირის განმავლობაში ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია რობინი. რაც მთავარია მისი თამაში გუნდსაც დაეტყო. ფაქტია ის ნელ-ნელა მკვიდრდება გუნდში და პარტნირებიც ეჩვევიან მასთან თამაშს. ბოლო კვირა მართლაც შესანიშნავი გამოდგა რობინისთვის. მათ ორი უმძიმესი მატჩი გამართეს და შეიძლება ეს ორი მატჩი გადამწყვეტ მატჩებად ჩავთვალოთ. დავინაეთ ამ მატჩებში პერსის კარგი თამაში. რატომღაც მაქვს წინათგრძნობა რომ რაღაც გრანდიოზულს უნდა ველოდეთ. ეს გრანდიოზული რაღაც ყველასთვის ნათელი იქნება უახლოეს მომავალში. წინა კვირას რობინის რამდენიმე კარგმა გადაწყვეტილებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და მან შეძლო გოლების გატანა. იუნაიტედ არ ჰქონდა უფლება წაეგო ის მატჩი და გაეშვა ჩელსი წინ. არსენალთანაც ის მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველივე მომენტი გამოიყენა და გაიტანა კარგი გოლე თან მარჯვენა ფეხით.

რობინის მოსვლის შემდეგ შევამჩნიე თუ როგორ შეიცვალა კლუბის მიმართულება. ის საგოლე მომენტებს ქმის და თვითონვე იტანს. ასევე ძალიან კარგად ეხმარება რუნისთან ერთად მცველებს. მისი საფეხბურთო დისციპლინა გვეუბნება, რომ ის აქ მხოლოდ მოსაგებადაამოსუი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. იუნაიტედისთვის ასეთი წლოვანი ფეხბურთელის ყიდვა ახალი გამოცდილება იყო. პერსიმ უარი თქვა კომფორტულ ცხოვრებაზე არსენალში და მოვიდა იუნაიტედში ტიტულების მოსაგებად. ის აკეთებს ყველაფერს რათა იყოს წარმატებული აქ. ვფიქრობ, რომ თუ ის მოაგებინებს გუნდს მანჩესტერულ დერბში, მაშინ გულშემატკივრები მთელი მისი კარიერა ხელშიაყვანილი ატარებენ. ის უკვე ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ერიკ კანტონაც მოვიდა იუნაიტედში როგორც სანააობრივი ფეხბურთელი, მაგრამ რობინი მეტს გაიტანს ვიდრე დიდი ფრანგი. მან 13 მატჩში 10-ჯერ გამოიჩინა თავი და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მან არსენალი ფულისთვის არ დატოვა, მას უნდოდა გამხდარიყო ფეხბურთის ლეგენდა. თუ ფეხბურთელი თამაშობს იუნაიტედში, რეალში ან ბარსელონაში, ის ახალ დონეზე გადადის. თუ რობინი ასე გააგრძელებს ოლდ ტრაფორდის ლეგენდა გახდება!

წყრო:Redevils.Ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Red Hooligan
4 ნოემბერი 2012 12:21
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
რა თქმა უნდა შეუძლია... მარა არსენალის ლეგენდა უფროა მგონი : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№2
ავტორი: chudikone
4 ნოემბერი 2012 12:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეს პირადი მიზნები ხომ კარგი, მაგრამ არსენალში რომ დაესრულებინა კარიერა უფრო დააფასებდა ხალხი. აი, ჯერარდი აიღეთ. 2ჯერ შეეძლო ჩელსიში გადასვლა, მაგრამ ბოლომდე თავისი გუნდის ერთგული დარჩა, მიუხედავად იმისა რომ თამაშს თამაშზე აგებენ. აი ეს არის დასაფასებელი და არა ის თუ რამდენ გოლს გაიტან ახალ კლუბში. ვან პერსის საწინააღმდებო არაფერი მაქვს და მადლობელი ვარ რასაც იუნაიტედისთვის აკეთებს, მაგრამ მაინც მგონია რომ არსენალში უნდა დარჩენილიყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: UTD-Rule
4 ნოემბერი 2012 12:37
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ბექა )) რობინს რა თქმაუნდა შეუძლია ლეგენდა გახდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Amanda Seyfried
4 ნოემბერი 2012 12:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
შეუძლია და გახდება კიდეც love
0
№5
ავტორი: love united
4 ნოემბერი 2012 12:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გახდება დიდი ალბათობით...
0
№6
ავტორი: APeX
4 ნოემბერი 2012 12:59
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
ციტატა: ChuDiiiK
ეს პირადი მიზნები ხომ კარგი, მაგრამ არსენალში რომ დაესრულებინა კარიერა უფრო დააფასებდა ხალხი. აი, ჯერარდი აიღეთ. 2ჯერ შეეძლო ჩელსიში გადასვლა, მაგრამ ბოლომდე თავისი გუნდის ერთგული დარჩა, მიუხედავად იმისა რომ თამაშს თამაშზე აგებენ. აი ეს არის დასაფასებელი და არა ის თუ რამდენ გოლს გაიტან ახალ კლუბში. ვან პერსის საწინააღმდებო არაფერი მაქვს და მადლობელი ვარ რასაც იუნაიტედისთვის აკეთებს, მაგრამ მაინც მგონია რომ არსენალში უნდა დარჩენილიყო.

ეგრეა ნამდვილად
0
№7
ავტორი: Ví Ví
4 ნოემბერი 2012 14:23
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ეგ და რუნი <3
0
№8
ავტორი: Mike
4 ნოემბერი 2012 14:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ციტატა: ChuDiiiK
ეს პირადი მიზნები ხომ კარგი, მაგრამ არსენალში რომ დაესრულებინა კარიერა უფრო დააფასებდა ხალხი. აი, ჯერარდი აიღეთ. 2ჯერ შეეძლო ჩელსიში გადასვლა, მაგრამ ბოლომდე თავისი გუნდის ერთგული დარჩა, მიუხედავად იმისა რომ თამაშს თამაშზე აგებენ. აი ეს არის დასაფასებელი და არა ის თუ რამდენ გოლს გაიტან ახალ კლუბში. ვან პერსის საწინააღმდებო არაფერი მაქვს და მადლობელი ვარ რასაც იუნაიტედისთვის აკეთებს, მაგრამ მაინც მგონია რომ არსენალში უნდა დარჩენილიყო.

ჯერ იქიდან დავიწყოთ, რო ჯერარდი ლივერპულელია ფიზიკურად სულით და გულით, მეორეც ნებისმიერ ამბიციურ ფეხბურთელს სურვილი აქვს მოიგოს ტიტული, შენ ეხა შეადარე ჯერარდის და ვან პერსის ტიტულები, მიხვდები რატომაც გადაწყვიტა უფრო ამბიციურ და დიდ გუნდში გადასვლა
0
№9
ავტორი: chudikone
4 ნოემბერი 2012 15:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: Mike
ჯერ იქიდან დავიწყოთ, რო ჯერარდი ლივერპულელია ფიზიკურად სულით და გულით, მეორეც ნებისმიერ ამბიციურ ფეხბურთელს სურვილი აქვს მოიგოს ტიტული, შენ ეხა შეადარე ჯერარდის და ვან პერსის ტიტულები, მიხვდები რატომაც გადაწყვიტა უფრო ამბიციურ და დიდ გუნდში გადასვლა

დაკლიკე..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Mike
4 ნოემბერი 2012 15:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ChuDiiiK,
საღოლ მომწონს შავი იუმორი )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top