თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2012, 12:19
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2123,
კომენტარები: 11
ნევილი:"რობინს შეუძლია ოლდ ტრაფორდის ლეგენდა გახდეს"
ნევილი პერსის კარიერის შესახებ.
ნევილი:
იუნაიტედის ლეგენდარული მცველი, გარი ნევილი, მიიჩნევს, რომ ვან პერსის აქვს ყველანაირი შანსი გახდეს ოლდ ტრაფორდის ლეგენდა:" ვან პერსიმ გვაჩვენა შესანიშნავი თამაში თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ არ არის წმინდა ფორვადი და ისეთივე ფუნქციებს ასრულებს, როგორსაც უეინ რუნი. დამიჯერეთ მე ვნახე მისი თამაში და ვიცი, რომ ის ნამდვილი "9_იანია" გუნდისთვის. ის ასრულებს ცენტრალური თავმდასხმლის როლს, შესანიშნავად ახდენს ზეწოლას მცველებზე და რაც მთავარია აქვს ძალიან კარგი რეზულტატი გატანილი გოლების მხრივ. კარიერის დასაწყისში ის მარცხენა ვინგერს თამაშობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის კარგ ცენტრალურ თავმდასხმელად ჩამოყალიბდა. დღეს ის უმაღლესი კლასის ფორვარდია, რომელსაც შეუძლია მატჩის დამოუკიდებლად წარმართვა."

პირველი 4-5 კვირის განმავლობაში ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია რობინი. რაც მთავარია მისი თამაში გუნდსაც დაეტყო. ფაქტია ის ნელ-ნელა მკვიდრდება გუნდში და პარტნირებიც ეჩვევიან მასთან თამაშს. ბოლო კვირა მართლაც შესანიშნავი გამოდგა რობინისთვის. მათ ორი უმძიმესი მატჩი გამართეს და შეიძლება ეს ორი მატჩი გადამწყვეტ მატჩებად ჩავთვალოთ. დავინაეთ ამ მატჩებში პერსის კარგი თამაში. რატომღაც მაქვს წინათგრძნობა რომ რაღაც გრანდიოზულს უნდა ველოდეთ. ეს გრანდიოზული რაღაც ყველასთვის ნათელი იქნება უახლოეს მომავალში. წინა კვირას რობინის რამდენიმე კარგმა გადაწყვეტილებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და მან შეძლო გოლების გატანა. იუნაიტედ არ ჰქონდა უფლება წაეგო ის მატჩი და გაეშვა ჩელსი წინ. არსენალთანაც ის მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველივე მომენტი გამოიყენა და გაიტანა კარგი გოლე თან მარჯვენა ფეხით.

რობინის მოსვლის შემდეგ შევამჩნიე თუ როგორ შეიცვალა კლუბის მიმართულება. ის საგოლე მომენტებს ქმის და თვითონვე იტანს. ასევე ძალიან კარგად ეხმარება რუნისთან ერთად მცველებს. მისი საფეხბურთო დისციპლინა გვეუბნება, რომ ის აქ მხოლოდ მოსაგებადაამოსუი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. იუნაიტედისთვის ასეთი წლოვანი ფეხბურთელის ყიდვა ახალი გამოცდილება იყო. პერსიმ უარი თქვა კომფორტულ ცხოვრებაზე არსენალში და მოვიდა იუნაიტედში ტიტულების მოსაგებად. ის აკეთებს ყველაფერს რათა იყოს წარმატებული აქ. ვფიქრობ, რომ თუ ის მოაგებინებს გუნდს მანჩესტერულ დერბში, მაშინ გულშემატკივრები მთელი მისი კარიერა ხელშიაყვანილი ატარებენ. ის უკვე ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ერიკ კანტონაც მოვიდა იუნაიტედში როგორც სანააობრივი ფეხბურთელი, მაგრამ რობინი მეტს გაიტანს ვიდრე დიდი ფრანგი. მან 13 მატჩში 10-ჯერ გამოიჩინა თავი და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მან არსენალი ფულისთვის არ დატოვა, მას უნდოდა გამხდარიყო ფეხბურთის ლეგენდა. თუ ფეხბურთელი თამაშობს იუნაიტედში, რეალში ან ბარსელონაში, ის ახალ დონეზე გადადის. თუ რობინი ასე გააგრძელებს ოლდ ტრაფორდის ლეგენდა გახდება!

წყრო:Redevils.Ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RoooneY AND rVp
4 ნოემბერი 2012 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
ნევილ<3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top